ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2015


:ისევ

ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ოდსესღაც,
თვალები იტყვიან ჩემს სათქმელს გჯეროდეს,
ქუჩაში სიო ჰქრის,მარტო ვარ,მარტო ვარ,
ზურგს უკან მიმი კი პანტონიმს ასრულებს.
შემზიზღდა ცხოვრების უაზრო სპექტაკლი,
თავიდან ვიცილებ ყოველდღე სუფლიორს,
ამ წამსაც ვხვდები,რომ ვერ მიგებს ვერავინ,
ვიხრჩობი სევდისგან,კლოუნის არ იყოს.
სიო ჰქრის ირგვლივ და ტაძართან ვჩერდები,
იმედი დიდია ,ღმერთმა,რომ გამიგოს,
ჩემს სურვილს შენზე წინ არასდროს ვაყენებ,
მინდა,რომ ჩემიც კი უფალმა გაგემოს.
შევდივარ ღვთის სახლში ვიჩხრიკავ ჯიბეებს,
ხატის წინ ვდგავარ და სანთელი მიჭირავს,
უფალო ერთს შეგთხოვ გავმაგრდე მაშინ მე
როდესაც ქუჩაში სხვის გვერდით ვიხილავ.
ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ოდსესღაც,
თვალები იტყვიან ჩემს სათქმელს გჯეროდეს,
მიყვარხარ ისე,რომ სიცოცხლე მომბეზრდა,
რადგანაც დღეები უშენოდ გავფლანგე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები