თმა ნათავთუხარი,შუადღის ხანძარი, ზვირთების მორევში ჩაგიტანს უცილოდ, სახე თეთრყირიმზი და ბაგე მარჯანი, თვალები ცისფერი,ცისფერი უძირო. გონგადალეული როდესაც გიყურებ, მხიბლავს ბოტიჩელის შუქჩრდილთა ამოდ ქმნა, რომელმა ვარცკვლავმა აგინთო შუქურა, ან რა დიდოსტატის ყალამმა ჩამოგქნა. წამს გაოგნებისას ნეტა თუ ენება, მზერას გამოსთაცოს ფარული გულის ხმა შენს ხატზე ვილოცებ თუ კი ეგ შვენება არის აჟღერება შენეულ სულისა. მაგ დათლილ ნაკვთებთან სიმრუშის არევა რა საკადრისია რა მოსატანია, წმინდა ჰარმონიის ვაგლახ დარღვევა გონების მახვილ თვალს ვერ აუტანია უსიერ წყვდიადის სიტურფით მპობელო ძნელია მაგგვარი გათიშვის ატანა იყავ უმაღლესი ზნეობის მპყრობელი მშვენების მისხალსაც ნუ მისცემ სატანას მრუდე განვირიდე ფიქრების ნაკადი, მაგ ქართველ ქალობის ხელყოფას ვშიშობდი შენს მაღალ მშვენებას დედოფლის საკადრისს სულის სისპეტაკე შეშვენის ღვთისმშობლის და შენმა სახელმა იცისკროს,იბრძოლოს საწუთრო მოხატოს ვარსკვლავთა კამარით, სულში ჩაგეღვენთოს ღვთაებრივ სიმბოლოდ დედა მარიამი,ქეთევან თამარი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მშვენიერია! მშვენიერია!
5. მდაბიო კი არა... სამეფო ხოტბაა...
თქვენმა ნიკმა შემომახედა. ე.ი წალენჯიხელი ხართ? :) მდაბიო კი არა... სამეფო ხოტბაა...
თქვენმა ნიკმა შემომახედა. ე.ი წალენჯიხელი ხართ? :)
4. მედანელი არის ჩემი მეტსახელი,მე ვარ სოფელ მედანიდან:) მედანელი არის ჩემი მეტსახელი,მე ვარ სოფელ მედანიდან:)
3. თქვენ ++ ... ნელის არ ვიცი! თქვენ ++ ... ნელის არ ვიცი!
2. როგორ გიკითხოთ? როგორ გიკითხოთ?
1. "მდაბიო" ნამდვილად არ ეთქმის.
პირიქით, მეტისმეტად "მაღალ შტილშიც" კი არის ნაწერი.
ძალიან ლამაზად იწყება.
"მდაბიო" ნამდვილად არ ეთქმის.
პირიქით, მეტისმეტად "მაღალ შტილშიც" კი არის ნაწერი.
ძალიან ლამაზად იწყება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|