ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2015


ბანკირთა ლოცვა

დოლარო ჩვენო,
რომელიც ხარ ბანკთა შინა,
და მიმოიქცევი მუდამჟამს,
ფართო იყოს გავრცელება შენი,
როგორც ჩვენს ქვეყანაში
ისე მთელს პლანეტაზე,
იყოს შენი ფასი ბარელი ნავთობივით,
რათა ჩვენ ვიცოდეთ ყველაფერი ყველა სფეროში,
ხოლო ხალხმა-არაფერი,
კრედიტი ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ
დღის ნათელსა და ღამის წყვდიადში,
და გვაპატიე ანაბრები ჩვენი გადაუხდელი,
დაე საერთოდ გადაკარგულან მათი პატრონები,
და ნუ გაგვაბანკროტებ ჩვენ,
არამედ გვიხსენ ჩვენ ინფლაციისგან.
ბირჟა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები