ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 დეკემბერი, 2015


მე ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო უშენოდ



                        შენში სითბო იმდენია, აი მზე რომ არ იყოს , მეყოფოდი ალბათ შენ...
                                                /არგაგზავნილი წერილიდან/

ერთმანეთი მზრუნველობით დავღალეთ...
მგონია რომ ამ წერილებსაც  საიქიოში ვგზავნი...პასუხის გარეშე...
ეს ისეთივეა,როგორც უმარკო კონვერტში ჩადებული ფურცელი , ენით რომ დაასველებ , დააწებებ და
საფოსტო ყუთში ჩააგდებ, მისამართს აწერ, პასუხს კი არ ელი...

როცა არ იყავი ჩემს ცხოვრებაში, ხომ ვცოცხლობდი?
ახლა თავიდან ვისწავლი უშენოდ სუნთქვას და იმედია პირველივე ნაბიჯზე არ წავიქცევი...
შენით ვიყავი სავსე და გუდასავით დავიცალე...
და თუ ოდესმე  შენი ფერადი სითეთრე თვალს მომჭრის, ვიტყვი, რომ სამოთხეში ვარ და განცდას აღარ დავმალავ...
შენგან მხოლოდ შენი წერილები დამრჩა, სიყვარულით და სითბოთი ავსილი და შენი თბილი კაშნე, სიზმარში
რომ დამიტოვე...
მიტოვებისგან გული გაგკაწვრია როდესმე?
ჰო?
ეს ისეთი ტკივილიანია


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები