ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: საბავშვო
18 დეკემბერი, 2015


ტასო ჩივის

ტასო ჩივის:_რა ხანია
დედა მენატრება,
საღამოს რომ დამაძინებს
მერე სადღაც ქრება,
ვიღვიძებ და არასოდეს
აღარ მხვდება გვერდით,
მერე უკვირთ, დაბღვერილი
ძმას რომ მივაშტერდი!
იცით? დედიკო წამართვა,
სათამაშოც, პლედიც,
ხან ცოტათი მაბრაზებს,
ხან კი უფრო მეტად:
მულტფილმებს როცა ვუყურებ,
მაშინ თურმე ნელა
მეპარება ჭოჭინით და
თმას მაწიწკნის ხელად.
თმის წიწკნას და ჩმეტა-კბენას
არ ჭირდება ნიჭი,
ჩემს საკბენად უკვე მზად აქვს
ოთხი თეთრი კიჭი.
ფაფასაც ჭამს, კრემ-სუფებსაც,
გაგვისუქდა ბიჭი,
დედიკომ თქვა:_დამძიმდა და
ხელში ჭერა მიჭირს.
მარტო მე კი არ მაწვალებს,
არ ასვენებს დედას
და ხანდახან თმის მოწიწკნას
მასაც კი უბედავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები