(ჯენის ტოლდენს)
ოკლაჰომაში მოგზაურს სანახაობა აოცებს, ისეთი წარწერებია ცხენების სასაფლაოზე:
,,- ვიცოდი, არ შემარჩენდა შენს თავს სიკვდილი მსუნაგი. შენთანვე ვმარხავ, იზაბელ, შენს ლაგამსა და უნაგირს.
-აქ განისვენებს ლედი. უნდობარია ბედი.
- შენ შეიწყალე, უფალო, ჩემი ერთგული ბუფალო!
- ვაი, შენ, ჩემო რობილა, რომ ვეღარ უნდა ქროდეო, საბედისწერო ყოფილა ეს წლევანდელი როდეო.
- არ მეთმობოდი ცოცხალი, არც მკვდარი არ მეთმობი. მობინადრე ხარ საფლავის. მობი, მშვიდობით, მობი!''
ამ აყვავებულ ბაღნარში წევს კვიცი თუ სახედარი. სად განისვენებს, ვის ახსოვს ახლა ამათი მხედარი.
ვინ - შეიწირა როდეომ და ვინ - ბრმა ტყვიამ მოკლა. ეს დასავლეთი, ველური, ოო, ოკლაჰომა, ოკლა!
დავედევნები ცრემლებით ჩქარი ღრუბლების ფარას. მანდამდე როგორ მოვაღწევ, ქარები გადამქარავს, მაგრამ იქნება ვუწიო ზეცაში უფლის კარავს. მე, დამტირებელს უცხოთა, უფალი დამიფარავს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გილოცავთ ახალ წელს სულ სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ. გილოცავთ ახალ წელს სულ სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ.
4. ჩვენ კიდე რუისელებისა გვიკვირს
ჩვენ კიდე რუისელებისა გვიკვირს
3. ნინო... საოცარი ქალი ხარ! :)
იმდენად დამაჯერებელი ქართული ხასიათი მოარგე ოკლაჰომელ მეეპიტაფიეებს, ეჭვიც კი არ შეეპარება კაცს :)
ერთი შეხედვით, რა მოხდა მერე, - იბოდიალა ქართველმა პოეტმა ქალმა ოკლაჰომას ცხენების სასაფლაოზე და მუზაც მოვიდა...
მაგრამ... ასეთი ქართველი მუზები დაფრინავენ მანდ? :)
ძალიან, ძალიან კარგი და გაბედული ექსპერიმენტია! შედეგიანი, რაც მთავარია... ნინო... საოცარი ქალი ხარ! :)
იმდენად დამაჯერებელი ქართული ხასიათი მოარგე ოკლაჰომელ მეეპიტაფიეებს, ეჭვიც კი არ შეეპარება კაცს :)
ერთი შეხედვით, რა მოხდა მერე, - იბოდიალა ქართველმა პოეტმა ქალმა ოკლაჰომას ცხენების სასაფლაოზე და მუზაც მოვიდა...
მაგრამ... ასეთი ქართველი მუზები დაფრინავენ მანდ? :)
ძალიან, ძალიან კარგი და გაბედული ექსპერიმენტია! შედეგიანი, რაც მთავარია...
2. რა კარგი ლექსია- სევდიანი და თან, გახალისებს რაღაცნაირად.
ფინალური სტროფი რუსთველურია :)
რა კარგი ლექსია- სევდიანი და თან, გახალისებს რაღაცნაირად.
ფინალური სტროფი რუსთველურია :)
1. დიდებულია!
მრავალს დაესწარით!
+5!!! დიდებულია!
მრავალს დაესწარით!
+5!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|