ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2016


(როგორ აგიხსნა)

როგორ აგიხსნა ჩემი
სულიერი მდგომარეობა...
ის ერთიერთში გავს
ჩემს ფიზიკურ ნაკლს...
და შენ, როცა
ჩემს ზურგს უკან ხარ,
სულს მიკოწიწებ და
მიმყარებ...
მე კი რას ვაკეთებ
საიმისოდ?
მხოლოდ გულს გტკენ
და
შენ თავისუფლად შეგიძლია
დამტოვო,
განთავისუფლდე
ჩემგან...
ვერაფერს გეტყვი
გარდა იმისა,
რომ
შენ ჩემზე
გაცილებით ტრაგიკული ხარ...
მაგრამ შენი თითოეული ტრაგედია
შემოდის ჩემში
და
იდებს ბინას,
აშენებს ბუდეს...
და ვის წყვეტენ
ყველაზე მეტად გულს?!
იმათ,
ვინც უყვართ...
და
შენ წარმოიდგინე
მე, არ ვფიქრობ თვითმკვლელობაზე,
სიცოცხლე საკუთარ თავზე
მეტად მიყვარს...
მაგრამ ხომ ვიცი,
ისევ გავყვები ღამეულ ქალაქს
და
სადმე სკვერში,
სწორედ იმ სკამზე,
სადაც მანადე
წყვილები ისხდნენ,
მე, წამოვწვები
და თვალის მოხუჭვასაც
ვეღარ მოვასწრებ...
და ახლა,
როცა შენ კითხულობ ამ ნაწერს,
რას ვაკეთებ ამით?
ალბათ ისევ გულს გტკენ...
მე კი უნამუსოდ,
მოვიცვამ ქურთუკს,
ჩავყვები კიბეს,
ჩავიწყობ ჯიბეში ხელებს
და გზა-ჯვარედინიდან
შენამდე
მომსვლელ
გზას გავაგრძელებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები