ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2016


გავაფრენ

გავაფრენ,
ჩიტებს კი არა,
თვითმფრინავს გავაფრენ,
ფურცლისგან აწყობილს,
წარწერით ,,წავედი'' .
არ რჩება იარა,
ვერ ვჩემობ ვერაფერს,
გრძნობები არ მყოფნის,
სისხლიდან გავედი .
წვიმაა,
წვეთების ხმაური
დამყვება,
არ მტოვებს,
ძმაკაცის თვალებით მიყურებს,
ისე ვარ,
რომ თითქოს
არასდროს მთავრდება,
რომ თითქოს,
არასდროს იწყება სიკვდილი..
გავაფრენ,
არც ჩიტებს,
არც ფურცლიან
თვითმფრინავს,
არც თითზე დავუწყებ
ჩამოთვლას დანარჩენს,
დავჯდები
სადმე და
ოთახის კედლებთან,
არავის უმისოდ,
მე თვითონ
გავაფრენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები