ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 თებერვალი, 2016


შეხვედრამდე ანდრე

სიკვდილი კეთილი არაა ანდრე.
მე გატყუებდი,
გატყუებდი რომ არ გეტკინება. .
რომ ფრთები გექნება და იფრენ,
ან იქნებ ასეც არის. .
და მაინც,
მე გატყუებდი,
რომ რამე გამეგებოდა ბავშვების სამოთხის. .

მოხუცი მეთევზე ვინსენტი
არაა კეთილი კაცი
და ვერც ოქროს თევზს იპოვის,
ის არ ჩაიფიქრებს შენს სიცოცხლეს. .
ვინსენტი არ არსებობს გესმის?
სურვილები ვერ ახდება.

მე არ ვარ კეთილი ფერია
და არც იასამნისფერი სული მაქვს.
შენ კვდები ანდრე
შენ ყოველდღე კვდებოდი
და ყოველთვის,
როცა თავზე გკოცნიდი
იცინოდი ჩემს ლურჯ ტუჩებზე. .
მე გიმტკიცებდი,
რომ თავი ლურჯი საღებავით დაგიხატე,
რომ ცას ჰგავს შენი თავი. .
მტკივაო მეტყოდი,
გაწვიმდა ცაზე,
ალბათ ჭექა-ქუხილია და იმიტომ,
ანგელოზები ბრაზობენ ცაში,
ვილოცოთ მეთქი,
ხელს გკიდებდი და ტირილი მინდებოდა.
შენი ხელები ისეთი გამხდარია. .

თვალები უნდა დახუჭო. .
იქნებ მართლაც არსებობს ბავშვების სამოთხე. .
მაპატიე, რომ გატყუებდი,
ან იქნებ არც. .

მაპატიე,
რომ სიკვდილი კეთილი არაა ანდრე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები