წირვაზე გნახე პირველად კაბა გქონდ შემოკვართული, მრევლ-მღვდელი ღვთისა მწირველი, შენდ ცქერად იყო გართული, ჩაჩურჩულებენ დიაცნი, სახე კი აქვის ქართული, მიხრა-მოხრითა ხვთისშვილთ ღგავს, ანგელოზთ სიტყვა დართული, მეორედ ხატობას გნახე, პირს იბურავდი რიდითა, თავს ერისიონ გეფინა მოსილს კდემით და რიდითა, მესამედ წყაროს, რომ შეგხვდი ხელად მიგქონდა კოკანი, თვალები ზედ შეგატოვე, სულ შენდ იყოს სამკობანი, ფეხით გამაგყევ სახლჩია, გზაზედ ტოვებდი ყოილთა, და შინათ წასვლას ვარჩიე, რომ შენი ეზო მომერთო, გაზაფხულ იყო მაშინა, ცაში ფრინავდნენ მერცხლები მხოლოდ სიცივეს აშინებს გულჩი ანთილი ცეცხლები
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ოღონდ, სათაური უცებ თავის ქალა მეგონა ვიდრე კითხვას დავიწყებდი:) ქალაი :) ოღონდ, სათაური უცებ თავის ქალა მეგონა ვიდრე კითხვას დავიწყებდი:) ქალაი :)
7. მთის პოეზია - ყველაზე ანკარა და ხალასი++ მთის პოეზია - ყველაზე ანკარა და ხალასი++
6. ჩემი თოკე <3 ჩემი თოკე <3
5. დიდი მადლობა მეგობრებო ^_^ დიდი მადლობა მეგობრებო ^_^
3. აუ, რა მაგარიააა... სატრფიალო, მთიელთა(ალბათ უფრო ხევსურულ) კილო - კავზე... აუ, რა მაგარიააა... სატრფიალო, მთიელთა(ალბათ უფრო ხევსურულ) კილო - კავზე...
1. ამაზე მოულოდნელს ამ გვერდზე რას წავიკითხავდი, ვერც წარმომიდგენია :) ამაზე მოულოდნელს ამ გვერდზე რას წავიკითხავდი, ვერც წარმომიდგენია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|