 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 3 აგვისტო, 2016 |
რატომ არ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს?! რამდენ რამეს გაუძლებს ეს გული და ნერვები, ახლა მინდა ძვირფასო ისე მაგრად ავტირდე, რომ დასველდეს ეგ შენი პაწაწინა თითები. მერამდენედ გავწელე ღამე შენი ლოდინით, ვბოდილობ ქუჩებში მარტოსული მუდმივად, ჩვენს ადგილებს ყოველდღე ვეფერები ბავშვივით, მინდა შენი ხელები მომახურო მანტიად. ალბათ მალე გაივლის,ალბათ მალე ჩადგება, სულში ქარი,რომელიც მიწიოკებს ყველაფერს, ყველაფერი დასრულდა,ყველაფერი დასრულდა, ბოლოს მხოლოდ ძვირფასო უშენობა მომიღებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|