ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2016


აღარასოდეს

ვერ გავჩუმდები რადგან მიყვარხარ,
თუმცა საქვეყნოდ არ ღირს ვიყვირო.
ყველა არნათქვამ სიტყვას ვინახავ,
შენ გაიგონებ მაინც, ვიცი, რომ...

ბედნიერება სევდისფერია.
ხან შემოდგომას ვამსგავსებ თითქოს.
ნუთუ ჯერაც არ შეგიმჩნევია,
რომ მე ყოველწუთს სიყვარულს ვითხოვ?!

იქროლებს ქარი ამ ღამით, ისევ,
წაართმევს ხეებს შერჩენილ ფოთლებს.
აღარასოდეს არ დაგისიზმრებ,
რადგან სიზმარში ყოველთვის მტოვებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები