ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გინდათ, ჩამწერეთ ისტორიაში და დამაბრალეთ მწარე ამბები, გამსვარეთ, მტვერი უხვად მაყარეთ, მაგრამ მტვერივით მაინც აღვდგები.
ასე გაბრაზებთ ჩემი სილაღე? რამ ჩაგიჟამათ ეგ მყუდროება? დავდივარ, თითქოს შინ, დიდ ოთახში ნავთობის მქონდეს საბადოები.
ვით მთვარეები ანდა მზეები მიმოქცეულნი, ნაასმაგევი ძალით აჭრილი ცაში იმედად, მაინც აღვდგები.
გინდოდათ ნახვა ჩემი დაცემის, რომ ქედმოხრილი, თვალებდახრილი ვიყო და მხრები ღონემიხდილი მცვიოდეს, როგორც ცრემლი დაღვრილი?
ასე გვნებთ ჩემი უცნაურობა? ძნელია, არა, ეს არნახული სიცილი , თითქოს უკან ეზოში ოქროს განძი მაქვს მე ჩამარხული?
თქვენ შეგიძლიათ, სიტყვით დამკოდოთ, თვალთა სიბასრეც მე მაქვს ნაგემი, ან სიძულვილით გამანადგუროთ, მე ჰაერივით მაინც აღვდგები.
რას გიშლით, ვიყო სექსუალური! გიკვირთ? რად ვიყო მოხრილი, ანკი, როდესაც ვცეკვავ, ვმოძრაობ, თითქოს ბარძაყთა შუა მაქვს ბრილიანტი?
ისტორიული რცხვენის ქოხიდან მაინც აღვდგები, ნამყოდან, ჭირში ფესვგადგმულიდან მაინც აღვდგები, ოკეანე ვარ შავი, მბორგავი, მაინც აღვდგები, მიქცევ- მოქცევა მჭირს დამღუპავი, მაინც აღვდგები!
ღამეებს დავძლევ ტერორისას, მაინც აღვდგები, უცხოდ კრიალა განთიადისას მაინც აღვდგები და მე მოვიტან ნიჭს, წინაპართა გამონატანს, მე ვარ იმედი და ოცნება მე ვარ მონათა. მაინც, აღვდგები, მე აღვდგები, მაინც აღვდგები!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Still I Rise Maya Angelou, 1928 - 2014
You may write me down in history With your bitter, twisted lies, You may trod me in the very dirt But still, like dust, I’ll rise.
Does my sassiness upset you? Why are you beset with gloom? ‘Cause I walk like I’ve got oil wells Pumping in my living room.
Just like moons and like suns, With the certainty of tides, Just like hopes springing high, Still I’ll rise.
Did you want to see me broken? Bowed head and lowered eyes? Shoulders falling down like teardrops, Weakened by my soulful cries?
Does my haughtiness offend you? Does my haughtiness offend you? Don’t you take it awful hard ‘Cause I laugh like I’ve got gold mines Diggin’ in my own backyard.
You may shoot me with your words, You may cut me with your eyes, You may kill me with your hatefulness, But still, like air, I’ll rise.
Does my sexiness upset you? Does it come as a surprise That I dance like I’ve got diamonds At the meeting of my thighs?
Out of the huts of history’s shame I rise Up from a past that’s rooted in pain I rise I’m a black ocean, leaping and wide, Welling and swelling I bear in the tide.
Leaving behind nights of terror and fear I rise Into a daybreak that’s wondrously clear I rise Bringing the gifts that my ancestors gave, I am the dream and the hope of the slave. I rise I rise I rise
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძალიან კარგი თარგმანია, არაფერია დაკარგული. დიდებულია და მადლობა ნინოს. ძალიან კარგი თარგმანია, არაფერია დაკარგული. დიდებულია და მადლობა ნინოს.
6. იმიტომ ვერ გცემთ პაუხებს კომენტარებზე, მადლიერებს მიუხედავად. სისლელეებს წერს ჩემი ტელეფონი. ამწთას შვენიერი, ჩასწორებული კომენტარი გამიქრა, ავიტანჯე ადამიანი.... იმიტომ ვერ გცემთ პაუხებს კომენტარებზე, მადლიერებს მიუხედავად. სისლელეებს წერს ჩემი ტელეფონი. ამწთას შვენიერი, ჩასწორებული კომენტარი გამიქრა, ავიტანჯე ადამიანი....
5. როი! ორიგინალში არის ,დაიმონდ', რაც უფრო ალმასს ნიშნავს, პრინციპში, ბრილიანის ბეჭედს ,,დაიმონდ რინგი'' ჰქვია. მაგ გამოთქმის გასაგებად ალბათ საჭიროა, ამერიკელი მკითხველიით ქრთველმაც იცოდეს, რომ ,,შავი ოკეანე' - ზანგი ქალი მაია ენჯელოუ სქესობივი ძალაობს მსხვერპლი აღმჩნდა ჯერ კდევ ბავშვობისას, სქესობრივი ძალაობის მსხვეპლი იყო ბებიამისიც, მაგრამ ის მონა იყო დამაია კი უკვე თავისუფალ თაოა ეკუთვნოდა, უმცა დიდი ბროლა მოუხდა თვითდამკვიდრებისთვის. გარდაცვალებამდე, რაც ორიოდე წლს ამბავია, ის იყო ამერიკაში ერთ - ერთი ყველაზ სახელგანთქმული, რეალზებული ზანგი ქალი როი! ორიგინალში არის ,დაიმონდ`, რაც უფრო ალმასს ნიშნავს, პრინციპში, ბრილიანის ბეჭედს ,,დაიმონდ რინგი`` ჰქვია. მაგ გამოთქმის გასაგებად ალბათ საჭიროა, ამერიკელი მკითხველიით ქრთველმაც იცოდეს, რომ ,,შავი ოკეანე` - ზანგი ქალი მაია ენჯელოუ სქესობივი ძალაობს მსხვერპლი აღმჩნდა ჯერ კდევ ბავშვობისას, სქესობრივი ძალაობის მსხვეპლი იყო ბებიამისიც, მაგრამ ის მონა იყო დამაია კი უკვე თავისუფალ თაოა ეკუთვნოდა, უმცა დიდი ბროლა მოუხდა თვითდამკვიდრებისთვის. გარდაცვალებამდე, რაც ორიოდე წლს ამბავია, ის იყო ამერიკაში ერთ - ერთი ყველაზ სახელგანთქმული, რეალზებული ზანგი ქალი
4. მუხა! მადლობა ახლაც და ყოველთვისაც. ეს ერთ- ერთი უცნობილესი , აწ გარდაცვლიი ზანგი ამერიმელი პოეტის უცნობილესი ლექსია. რა ვიცი, ვიფიქრე, ამ რუსულ პოეზიას რომ გადავეკიდე, უჩემოდაც კარგი მთარგმნელები პატრონობენ, ხომ არ ჯობია, თანამედროვე ამერილულ ლოეზიას მივხედო მეთქი... მუხა! მადლობა ახლაც და ყოველთვისაც. ეს ერთ- ერთი უცნობილესი , აწ გარდაცვლიი ზანგი ამერიმელი პოეტის უცნობილესი ლექსია. რა ვიცი, ვიფიქრე, ამ რუსულ პოეზიას რომ გადავეკიდე, უჩემოდაც კარგი მთარგმნელები პატრონობენ, ხომ არ ჯობია, თანამედროვე ამერილულ ლოეზიას მივხედო მეთქი...
3. რანაირ კონტექსტში არ მომისმენია, მარა ბრილიანტი ახალია, რამდენ კარატიანია, თუ როგორც არის :) :) რანაირ კონტექსტში არ მომისმენია, მარა ბრილიანტი ახალია, რამდენ კარატიანია, თუ როგორც არის :) :)
2. მომაქციეს ყურადღება , ნუ კითხულობო , მაგრამ წავიკითხე და რავი , ცალყბად მომეწონა, გამეღიმა.
რამე შენებური მინდა, თარგმანები არა! მომაქციეს ყურადღება , ნუ კითხულობო , მაგრამ წავიკითხე და რავი , ცალყბად მომეწონა, გამეღიმა.
რამე შენებური მინდა, თარგმანები არა!
1. კი დავაყენე ეს აკრძალვის ნიშანი, მაგრამ არ ვიცი, მოერიდებიან თუ არა ბავშვები. უფროსებო, იქნებ ყურადღება მიაქციოთ მათ. კი დავაყენე ეს აკრძალვის ნიშანი, მაგრამ არ ვიცი, მოერიდებიან თუ არა ბავშვები. უფროსებო, იქნებ ყურადღება მიაქციოთ მათ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|