ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2017


ფუფალა..

არცა შიოლა ყოფილა განა?
იმ ბიჭსაც ალბათ არ ერქვა გაბო
და მაინც გაჩნდი ამ ქვეყნად ქალად,
არ არსებული გრძნობების გამო...

გინდ მორიელის
სისხლი გაახმე,
რაღას უშველი მოშხამულ
სოფელს.
ელიოზივით ყინავს ნატვრისხე,
მთელი ცხოვრება ნატვრაში მყოფებს..

ჭრელჭრულა კაბებს აღარ უხდება,
გახუნები ქალობის მადლი.
იქნებ წყევლაა ან ამბოხება
ეგ ერთგულება სიკვდილის ვადით.

არცა შიოლა არა ყოფილა!
ქალო, ავქალო, მერცხლისთვალებავ..
და მარტოობის სევდა ფუფალას,
ფერუმარილით  არ ფერმკრთალდება.

მიდი გაჰყევი სოფლის შარაგზას,
მზე მოიჩრდილე ფარფატა ქოლგით..
რომ სხვების თვალში, შეალამაზო,
არარსებული გრძნობების მორგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები