ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2017


ლექსს დავეძებდი

ლექსს დავეძებდი
მაგრამ არა ისე ძლიერ
თავგადაკლულად,
დასაწყისიდან რომ ვეძებდით
დღეში რამდენჯერ...

ლექსს დავეძებდი...
ამისათვის
მთა და ბარი არ მომივლია
არც  კედელკედელ
ვტრიალებდი მის დასანახად.
იღლიის ფოსო  ამოვივსე
მხოლოდ სიტყვებით
და  გულის მხარეს
იარების ამოსაქოლად.

ლექსის ძებნაში
ტყეში  ფოთლებს სხვა ვინ აგროვებს.
ან ფოთლებს რითმა
შევურჩიო,
პანაცეააა
მე  შენი  სუნთქვა
დავივიწყე,
ყველადღიური.
და ნაცივზამთრალ ხერხემალზე
ოფლი  შემაშრა.



შენზე დაწერილ ლექსს ვეძებდი...

გადამიარე...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები