ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2017


ისევ ალექსიტო

"ყიყლიყოო"_  მამალმა
ალიონზე    იყივლა
გამაღვიძა  უდროოდ
მისი ყელის ხიწინმა.

ძილი  რატომ  დამიფრთხე.
უნდა ვუთხრა მამიკოს,
და თუ გინდა გაპატიო,
კვერცხი მაინც დამიდე.

შენ თუ ვერა, უთხარ დედალს
კრიახას და ჟრუნასა,
გუშინ  ძლივს რომ დადიოდა,
ბებიასაც უნახავს.

უკვე  კვერცხი მინდა ვჭამო,
ცხრა თვისა და ცხრა დღის ვარ
ჩუმად ჩადეთ საბუდარში ,
დედიკო  შემინახავს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები