კარიდან არგავდივართ ჭერიდან ავდივართ ცაში ვიშლებით დილის ნისლიანი დარდი ვართ
ორთქლიან ფანჯრებზე კიმონოებს ვხატავთ შენთვის წითელი როგორც ლამაზს ამაყს ჩემთვის ლურჯი როგორც წყნარს მაგრამ ამაღამ
გავარღვიეთ ატმოსფერო და ოზონი ახლა ჩვენ ვფლობთ ახლა ჩვენ ვართ ოთხივე სეზონი ზაფხულს შენ შემოდგომას შენ ზამთარს მე გაზაფხულსაც მე როგორც ჰადესი და პერსიფონე თუმცა ყოველთვის შენთან ვარ ჩვენ მშვიდობა ვიპოვნეთ
საღამოს ქარში გიყურებ როგორ გიმოძრავებს თმა როგორ იწევ და მზერას როგორ მიბრუნებ ამ კადრს ვიმეორებ 1234 2234
რითმული მოძრაობა შენი თითების როცა მოძრაობ ბითებით არის უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერი ნაპოვნი ღერი და უფრო მეტი ვიდრე მე