ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაცუ
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2017


მეორე სიტუაცია

ეჰ.... ამ ცხოვრებიამაოებამ,
კვლავ დამაფიქრა,მაგრამ რა მერე?
ეჰ.... ჩემი აზრის უბრალოება
ბუშტში ჩავტიე... მისით გავბერე..

და... რატომ მიმძიმს თავის კონტროლი?
თავისუფლებას ხომ ვგრძნობდი წუხელ..
ვაიმედებდი ეგოს მემგონი,
ვიძრობდი,მახსოვს დაცემის უღელს..

არადა არ მსურს ისევ თავიდან,
რომ დავიწყო და დავეცე კვლავაც
უკვე ამდენი წელი გავიდა
და ალბათ კიდევ მრავალი გავა..

თუმცა მე ისევ არ მსურს ვიბრძოლო
რომ გავიმარჯვო...კვლავაც ვნებდები
შენზე ვამყარებ იმედებს მხოლოდ..
შენ კვლავ უჩემოდ.. თავად შენდები..

10.05.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები