ჩემო კაირო, ჩემო რომო, ჩემო ათენო, კიდევ რამდენი ღამე უნდა ფხიზლად ვათენო?! ჩემო პრადავ და ერმიტაჟო, ჩემო ვერსალო, უორნერ ბრაზერსო, კოლუმბიავ, უნივერსალო.
ჩემო მაიავ, ესკიმოსო, ჩემო აცტეკო, ო, როგორ მინდა, ჩემს დაკრულზე ტანგო გაცეკვო. ჩემო მინოსის ლაბირინთო, ჩემო დედალოს, ნეტა პირველი კვერცხი იყო, თუ ჯერ დედალი?
ჩემო ჩანჩქერო, ნიაგარავ, ჩემო ანხელო, მინდა სამყარო შენი ხიბლის შურში ვამხილო. ჩემო მტანჯველო, მურვან ყრუო, ჯალალედინო, და მაინც სულში რომ მიზიხარ, გინდაც მეძინოს.
ზელანდიელო ჩემო ახალ, ანუ მაორო, ისე მიყვარხარ, არ მყოფნი და მსურს გაგაორო. შენი თვალები მიფანტავენ ნისლსა და ბურუსს, და გეტმასნები წელზე, როგორც ჩანთა კენგურუს.
და ბოლოს ჩემო ამერიკავ, რუსეთო, ნატო, ერთი კითხვა მაქვს, მიპასუხეთ, მითხარით: რატოოოომ?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. :))) Kargia, :))) Kargia,
11. 6. ,,მაშ რას ვუყუროთ? - ქართულ კინოს?!... :D აი, მაგ თემაზე თუ დავიწყეეე... ვეღარავინ გამაჩერებს''
ნეტავ დაგეწყოთ ...
6. ,,მაშ რას ვუყუროთ? - ქართულ კინოს?!... :D აი, მაგ თემაზე თუ დავიწყეეე... ვეღარავინ გამაჩერებს``
ნეტავ დაგეწყოთ ...
9. გმადლობთ ყველას გმადლობთ ყველას
8. სათქმელი ის არის, ჩემო პალადავ, რომ ყველაფერი ისედაც გვჭირს, მაგრამ არ ვიმჩნევთ, იმირომტომ ბაბუა დრაქს ეწყინება :) <3 სათქმელი ის არის, ჩემო პალადავ, რომ ყველაფერი ისედაც გვჭირს, მაგრამ არ ვიმჩნევთ, იმირომტომ ბაბუა დრაქს ეწყინება :) <3
7. P.S. იმიტომ რომ, საქართველო არის ნამცეცა ქვეყანა და არა იმპერია!... :) P.S. იმიტომ რომ, საქართველო არის ნამცეცა ქვეყანა და არა იმპერია!... :)
6. ჯერ დედალი და მამალი იყო, შემდეგ უკვე იქნებოდა კვერცხი, რამეთუ ფოტოსინთეზის შედეგად სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა წარმოიშვება დასრულებული სახით(და არა ჩანასახის სახით), ხოლო ემბრიონის(კვერცხის) ჩასახვას სჭირდება წყვილი(დედალ - მამალი) ქრომოსომა... შესაბამისად, არსებული ფორმირება ან გამრავლდება(სიცოცხლისუნარიანი გამოდგება), ან არა... :)
რაც შეეხება ლექსს: დასაწუნი ნამდვილად არაფერი არა აქვს, მაგრამ სათქმელს ვერ მიგიხვდით... ანუ თქმით იმის თქმა გინდოდათ, რომ ისურვებდით: საქართველო სრულიად იზოლირებული იყოს მთელი მსოფილოსგან?... :) რავიციაბააა... "უორნერ ბრაზერსო, კოლუმბიავ, უნივერსალო."?! - მაშ რას ვუყუროთ? - ქართულ კინოს?!... :D აი, მაგ თემაზე თუ დავიწყეეე... ვეღარავინ გამაჩერებს, ასე რომ, სჯობს თავი შევიკავოთ!... :D ჯერ დედალი და მამალი იყო, შემდეგ უკვე იქნებოდა კვერცხი, რამეთუ ფოტოსინთეზის შედეგად სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა წარმოიშვება დასრულებული სახით(და არა ჩანასახის სახით), ხოლო ემბრიონის(კვერცხის) ჩასახვას სჭირდება წყვილი(დედალ - მამალი) ქრომოსომა... შესაბამისად, არსებული ფორმირება ან გამრავლდება(სიცოცხლისუნარიანი გამოდგება), ან არა... :)
რაც შეეხება ლექსს: დასაწუნი ნამდვილად არაფერი არა აქვს, მაგრამ სათქმელს ვერ მიგიხვდით... ანუ თქმით იმის თქმა გინდოდათ, რომ ისურვებდით: საქართველო სრულიად იზოლირებული იყოს მთელი მსოფილოსგან?... :) რავიციაბააა... "უორნერ ბრაზერსო, კოლუმბიავ, უნივერსალო."?! - მაშ რას ვუყუროთ? - ქართულ კინოს?!... :D აი, მაგ თემაზე თუ დავიწყეეე... ვეღარავინ გამაჩერებს, ასე რომ, სჯობს თავი შევიკავოთ!... :D
5. ჰო, ეგრე ყოფილა მართლაც. მადლობა, ნეფერტარ! ჰო, ეგრე ყოფილა მართლაც. მადლობა, ნეფერტარ!
4. რა არის ეს ავტორო?
ქაირო არა, კაირო. ამაში მაინც ნუ შემედავები.
და ყველაზე ცუდი ისაა, რომ პასუხიც იცი.
რა არის ეს ავტორო?
ქაირო არა, კაირო. ამაში მაინც ნუ შემედავები.
და ყველაზე ცუდი ისაა, რომ პასუხიც იცი.
3. იუმპრისტული ეძახე და მშვენიერი გამოვიდა :) :))) :დ :დ :დ +5 იუმპრისტული ეძახე და მშვენიერი გამოვიდა :) :))) :დ :დ :დ +5
2. რიტორიკული ლექსი :)
რიტორიკული ლექსი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|