ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პროზა
4 აპრილი, 2018


უმისამართო წერილებიდან

შენ ცხოვრობ იქ, სადაც საგანგაშო დაავადების (გამოღვიძების სინდრომი) მოსარჩენად სასწრაფო რეცეპტით გამოგიწერეს - ბედნიერება... წინასწარ გამოზომილი, გაანგარიშებული და ისიც მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშშშ....
ცხოვრობ, იქ სადაც ჭეშმარიტება იაფფასიანი ბათქაშით შელამაზებული ჯებირია, რომელიც შიგნიდან, შემთხვევით დავარდნილი ყველის ნაჭრიანი ხის იატაკივით გამოღრღნილია და საკმარისია მიეყრდნო, რომ სივრცე თვალებში შეგახმება ...
შენ ცხოვრობ იქ, სადაც წლებს ფრენა შეუძლიათ, წვიმას გადაღება, თოვლი თეთრია, სალხებს ჭერი აქვთ...

ვწუხვარ ...

შენ ჯერ არ გინახავას მზე სიტყვებში როგორ ამოდის, ბაგეზე როგორ იზრდებიან ყვავილები, ლექსებით გაღებული პირიდან, როგორ გამოფრინდებიან ხოლმე პეპლები... შენთან შესახებად, როგორ მეზრდება თითები, როგორ მარიდებენ სმენას ჩიტები, რომ უნებურად ამბავი არ მოგიტანონ ...
მიხარია ...
ადამიანი კვდება მაშინ, როდესაც სიცოცხლეს იჯერებს ...
არ მიცე სიკვდილს უფლება სიცოცხლე დაგაჯეროს ...
ლექსებით გახსენი პირი და იგრძენი, როგორ ამოიზრდებიან ბაგეებზე ყვავილები, რომლებიც ჩემამდე მოგიყვანენ ...
გელოდები ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები