დღიურები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!
პოეზია - კი...

გამიჭირდება ამ ტკივილის
ტარება ვგონებ,
რადგან სულერთი აღარ არის
რა გითხრეს სხვებმა,
პოეზია კი ჩემი აზრით
უფროა თონე,
რომელშიც ახალმოზელილი
პოეტი ცხვება...
უძილო ლექსებს ღამეების
გვერდით ვალაგებ
და თითქოს სტროფებს ვინახავდე
უფრო გულიანს,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის ქალაქი,
რომელიც მზიან ამინდებშიც
გალუმპულია...
ვუცქერ კალენდარს თვითმკვლელობის
შიშით შედგენილს,
უსიყვარულოდ დარჩენილი მქვია აშუღი,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის რენტგენი,
სხეულში - ლექსად - გამომწყვდეულ
სულს რომ აშუქებს...
ასე ვფიქრობ და ორგანიზმში
ვეღარ ვაკავებ
გრძნობებს, რომლებსაც მოესიათ
ტკივილთა წყება,
პოეზია კი ჩემი აზრით
არის აკვანი,
სადაც პოეტი
ნებისმიერ ასაკში წვება...
და ვდგავარ ახლა დაწყევლილი
დღეების გვერდით,
რადგან ტაძართან მიმავალი
ბილიკი არ ჩანს,
პოეზია კი ჩემი
აზრით უფროა ღმერთი!..
ჯვარზე - აღდგომის შემდეგაც რომ
გაკრული დარჩა...

სულხან წულუკიძე

P.S.
პოეზიის საერთაშორისო დღეს გილოცავთ!

დღიური: ემილი1999.
ტრაკის თამაში გახდა "გმირობა", ზედმეტად ვინც ათამაშებს ისინი გარბიან ბოლოს. (ვიცით ეს კინო, ვიცით)
ემილი1999 2023-03-12 05:48:55

ეპილოგი

მე მიყვარს ის, ვინც ჩემთან არ მოვა,
არ შემოაღებს ჭიშკარს ძახილით
ჩემი სახელის და არ მამხილებს,
რომ ყველა სიტყვა - ბლაგვიც, მახვილიც,

ზურგის ჰორიზონტს - ქუჩის მხატვრობად,
სულს კი გაცრეცილ ფიქრად ერგო და
პიტნის ნაყენი - ჩემი თვალები
დილამდე უნდა გამოეზოგა.

მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვიცდი
იქ, სადაც უხმოდ გამოგეთხოვე
და  ვახარისხებ ცხადსა და სიზმარს,
სადღაც შუაში უნდა მეპოვე,

მაგრამ ძილსა და სიფხიზლეს შორის
ისე ძნელია ფიქრის გაძვრენა,
როგორც წვრილ ყუნწში ძაფის გაყრა და
არარსებული ფრთებით გაფრენა.

და ამიტომაც არაფერს ველი
მისგან, ვინც ღიმილს  შაქრის კუბებად
სხვისი თვალების ჭაობში ალბობს,
დარდს სხვისი მზერის ჭაში აგუბებს.

მერე რა, თუკი სუნთქვაში მიჟღერს
მისი სიჩუმის  ბარი(და)ტონი
და გაქცეული ჯარისკაცივით
მჯერა, რომ უკან დავტოვე ომი.

თუკი იმ ადგილს დავუბრუნდებით,
სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს,
დაგაჯერებ, რომ  გრავიტაციის
კანონის ძალით დროც კი შევცვალეთ

და კიდევ ერთი დუბლის იმედით,
ისევ იმ ძველი რწმენის თანახმად,
(იქნებ მოვიდეს...) გიმზადებ სადილს,
ისე, რომ არც კი ვიცი, სადა ხარ...

შიში ყოველთვის დროულად მოდის
და თან შენი ხმის ინტონაციით
ამბობს, რომ ჩემი დაღლილი გული,
ცეცხლი, რომელიც ნაცრად აქციე,

აღარც კი ბჟუტავს, რომ დაინახო
და ასე მაინც მომაგნო ბნელში,
მე კი მაშინებს ერთი სიზმარი,
სადაც ქვადქცეულ მოლოდინს გესვრი

და მოგონება, რომელშიც ჩამრჩი,
თევზივით სხლტება მღვრიე გუბიდან,
რომ გავიღვიძო საკუთარ თავში
ამ უადგილო სიყვარულიდან.

მე მაინც ვერ გთმობ, ჩემი არაფრის
უგემურ შიმშილს თვალს ვერ ვუსწორებ,
ისევ ორისთვის ვუკვეთავ სადილს
და კამათლებსაც ჩემს თავს ვუგორებ...

ვიცი, არ მოხვალ, მეც დავიღალე,
აღარ დაბრუნდე ჩემი გულისთვის,
მე მხოლოდ მინდა, მადლობა გითხრა
ამ უცნაური სიყვარულისთვის.

თამთა დოლიძე

სიცოცხლე ის კი არაა რაც იყო, არამედ ის რაც დარჩა...
და შენ იქ არ ხარ.

დღიური: mrs.smith.
რა მწარეა,
როცა აღმოაჩენ,
რომ თურმე არასწორად შერჩეულ ადამიანებს ელაპარაკები,
დაუჯერებლად თავგანწირული გულწრფელობით.
რა სირცხვილია.
სად დაიმალო აღარ იცი.
ან უკან როგორღა დაიბრუნებ
მათი გულების ბნელ საწყობში
შეზიდულ შენს საწყალ სიტყვებს?
ან  მეხსიერებაში როგორ შეუძვრები
ყველა აბზაცის წასაშლელად,
სადაც შენი მცივანა ამბები აქვთ შეყრილი
-  მაცივარივით გაყინულ ფაილებში.
კიდევ კარგი,
მთავარი არასდროს არავისთვის გითქვამს.
კიდევ კარგი,
მთავარი სათქმელი სადაც დევს,
ამოქოლილია ყველა ღრიჭო
და გულითაც რომ მოგინდეს,
ვერავინ ვერაფერს გაიგებს შენს მეტი.

მაია სარიშვილი
mrs.smith 2023-03-03 22:57:11

რა მწარეა,
როცა აღმოაჩენ,
რომ თურმე არასწორად შერჩეულ ადამიანებს ელაპარაკები,
დაუჯერებლად თავგანწირული გულწრფელობით.
რა სირცხვილია.
სად დაიმალო აღარ იცი.
ან უკან როგორღა დაიბრუნებ
მათი გულების ბნელ საწყობში
შეზიდულ შენს საწყალ სიტყვებს?
ან  მეხსიერებაში როგორ შეუძვრები
ყველა აბზაცის წასაშლელად,
სადაც შენი მცივანა ამბები აქვთ შეყრილი
-  მაცივარივით გაყინულ ფაილებში.
კიდევ კარგი,
მთავარი არასდროს არავისთვის გითქვამს.
კიდევ კარგი,
მთავარი სათქმელი სადაც დევს,
ამოქოლილია ყველა ღრიჭო
და გულითაც რომ მოგინდეს,
ვერავინ ვერაფერს გაიგებს შენს მეტი.

მაია სარიშვილი

▪️
ღაწვებთან აწვება სულს მარტი,
შეიკრავ გაღეღილ საკინძეს
ყულფივით! არავის უყვარდი!
არავის უყვარდი! გაგიძლეს!
Miranda Eristavi

https://saba.com.ge/about/sellerregistration

https://saba.com.ge/about/sellerregistration

"ერთხელ ერთმა ბიჭმა არსიყვარული ამიხსნა.
ერთ შორეულ ბავშვობაში, ერთ შორ სოფელში, ზაფხულის ერთ ძალიან მშვენიერ დღეს, დადგა ჩემი ეზოს კართან ერთი მშვენიერი ბიჭი და ჩემი სახელი დაიძახა.
გავედი.
საქმე მაქვსო, მითხრა. რაღაც უნდა გითხრაო. კარგი-მეთქი და მუხლები ამიკანკალდა.
არ მიყვარხარო. მინდა იცოდე, რომ არ მიყვარხარო. რატომ გგონია რომ მიყვარხარო?
ჯერ ხომ პატარა ვიყავი ისედაც, და უცებ დავიწყე დაპატარავება. უცებ გაიზარდა გარშემო ყველაფერი. ამაღლდნენ მთები, გაუზარმაზარდა გაგანიერებულ ცაზე მზე, ჩემი ეზოს ჭიშკარი უშველებელ ალაყაფად იქცა, გაიზარდა ბიჭი, ვეება დევივით დამყურებს თავზე და გრგვინავს: "არ მიყვარხარ, არა!"
მთელ ხეობაში დატრიალდა მისი ხმა, "არ მიყვარხარ, არა!" - გუგუნებენ მთები, ღრიალებს მდინარე.
მე კი ვდგავარ და თითქმის აღარ ვარ. ვცდილობ გავაგონო, რომ არა, არ მგონია, სულ არ მიფიქრია, რომ ვუყვარვარ, ავძახი ქვემოდან, ვყვირი, მაგრამ უკვე ისეთი ციცქნა ვარ, სულ არ ესმის ჩემი წრიპინი. უკან-უკან მივჩოჩავ, მარტო იმასღა ვფიქრობ, შემთხვევით ფეხი არ დამაბიჯოს და გამსრისოს.
ბოლოს ბიჭი გაჩუმდა. მიტრიალდა და წავიდა.
დიდხანს გუგუნებდა გარშემო მისი არსიყვარულის ექო.
დიდხანს მივდიოდი სახლისკენ, ალბათ რამდენიმე წელი.
დიდხანს ვტიროდი, ალბათ რამდენიმე საუკუნე.
დიდხანს ვცდილობდი, ისევ გავზრდილიყავი.
მერე დრო გავიდა. დამავიწყდა ის ამბავი. ის ბიჭი ძალიანაც შემიყვარდა და სულ-გულის გამათბობლად მახსენდება ხოლმე, თუ გამახსენდა.
მაგრამ ეგ არის, ხანდახან, როცა მზე განსაკუთრებით კაშკაშებს და ყველაფერი მშვენიერია, უცებ მიჩნდება შიში, რომ ვინმე დააკაკუნებს კარზე. მე გავაღებ კარს.
კართან იდგება კაცი. და ეს იქნება კაცი, რომელსაც ველოდები. შემომხედავს და მეტყვის: რაღაც უნდა გითხრა.
კარგი, - ვეტყვი მე და გულზე ხელებს ავიფარებ.
და ის იყვირებს: "არ მიყვარხარ, არა!"

ლია ლიქოკელი

https://saba.com.ge/about/sellerregistration

ტელ.: +995 511 14 00 88
saba.com.ge

ჭრელი პეპელა გაფრინდა,
ღამის პეპელა დარჩა...
...სამი, ორი, ერთი...
ნუ გამიწყრება ღმერთი
საზრისი მაინც არ ჩანს,
ხელახლა დათვლა მინდა...

https://ru.siberianhealth.com/ru/backoffice/auth/?url=https://ru.siberianhealth.com/ru/backoffice-new/?newStyle=yes

კონკურსზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 თებერვალი. ავტორმა/გამომცემელმა უნდა წარმოადგინოს საკონკურსო წიგნის 5 ბეჭდური ეგზემპლარი შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი კონცეპტი. გთხოვთ, წიგნების მიწოდებამდე წინასწარ დარეკოთ: 032 2 27 27 27 (შიდა ნომერთან დასაკავშირებლად ჯერ დააწექით 2-ს, ხოლო შემდეგ აკრიფეთ - 8590). შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით - +995 511 14 00 88 ან service@saba.com.ge

ამჟამად არ მსურს, რაიმეს დემონსტრირებას ვახდენდე, ვინმეს ვაკვირვებდე  ან ვართობდე ან რამეში ვარწმუნებდე.
ჩემი მიზანია აბსოლუტური დასვენება.
მინდა, არ ვიცოდე არაფერი,
არავის არაფერი ვასწავლო, 
არ მსურდეს არაფერი,
არაფერი ვიგრძნო.
მინდა  დავიძინო, ვიძინო და ვიძინო, რაც შეიძლება, დიდხანს”

შარლ ბოდლერი
თარგმანი ნ.დარბაისელის.

დღიური: ემილი1999.
საშინელებაა რაც თურქეთში და სირიაში ხდება, ჩემი თურქი მეგობრები კარგად არიან და ეს ძალიან მამშვიდებს, არის ადამიანები არა მათ რაღაც სხვა უნდა ეწოდოს, არიან *ლეები რომლებიც აზროვნებენ შემდეგნაირად, "თურქებმა ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს და ცოდვისგან ისჯებიან", ასეთ *ლეებს მათ ჭუჭყიან ზურგზე საკუთარი ცოდვები ავიწყდებათ, ხმას იღებენ ერთჯერადი მეძავებიც, ყველაფერი დალაგდება ერთ დღესაც და ამ კატეგორიის *ლეთა ჯოგს უნდა ეშინოდეთ სამართლიანობის.
ემილი1999 2023-02-08 13:10:31

...ჩატყდება?
თან ჩაიტანოს
ხიდიც
მდინარეც
სიზმარიც.
გმადლობ რომ
არასდროს გძულდი,
გმადლობ რომ
ასე მიყვარდი...

თამარ ურდულაშვილი.

მეგობარი წავიდა.
სიტყვისუთქმელად, უხმოდ.
გაბუტული საყვარლები მიდიან ასე. მაგრამ ჩვენ ხომ უფრო მეტი ვიყავით, ვიდრე საყვარლები?
მან კი სიტყვაც არ გამოიმეტა, ყველაფერი მე შემატოვა,
ძაფებივით აბურდულ ფიქრებად, ტალღებაქოჩრილ ფანტაზიად, მოჭრიალე კარად და
მატარებლის გრუხუნად,
რომელიც პირდაპირ ჩემი სახლზე გადის
და ოთახს ისე  აზანზარებს,
ლამის მისი ნაჩუქარი ყველა ნივთი ძირს დაანარცხოს..
მე წასვლის მიზეზს ვერასდროს ავხსნი.  საყვარლები რომ ვყოფილიყავით, უფრო იოლი იქნებოდა,
ჩვენ კი მხოლოდ ვმეგობრობდით,
მე - როგორც შემეძლო.

ბელა ჩეკურიშვილი.

დღიური: ემილი1999.
https://www.youtube.com/watch?v=TcsIbvP3ZX0
''შენი სასწორი ჩემს წონას ვერ აწონის'' გენიალური კაცია, ყოველთვის იცის რას წერს და რანაირებისთვის, მოსიარულე ცეცხლი.
ემილი1999 2023-01-27 14:42:59

დღიური: ემილი1999.
ბოლო დროს ე.წ პლაგიატ ავტორებს ვკითხულობ, კანონით ალბათ მკაცრად არ ისჯებიან მაგრამ რაში სჭირდებათ სხვისი აზრებით წერა, მეტი ნიჭია საჭირო, ოღონდ შიშის. მათ თვალებში უნდა იყოს შიში სხვა შემთხვევაში იქნებიან სულელი.
ემილი1999 2023-01-18 13:15:58

დღიური: ემილი1999.
ქალს რომელსაც ოდესღაც ვიღაც უყვარდა, ჰყავს შვილი და ა.შ როგორ შეუძლია იყოს სხვა კაცთან და მერე შვილს როგორ უყურებს თვალებში, თუნდაც ის ძველი სძულდეს ან რაღაც, კაცი ჯანდაბას მაგათ რამეს რას გაიგებ უტრიალდებათ ტვინი და ამოტრიალებული ხედავენ ყველაფერს, მაგრამ ქალს რომელსაც დედა ჰქვია და ხორციელ სიამოვნებას წინ აყენებს აბა მაგნაირს სიყვარული ფეხებზე ჰკიდია მაგრად, ღადაობა ისაა რომ ეგეთს ყველაზე მეტად ჰგონია სიყვარული შეუძლია დაავადებული არიან ;D  მოკლედ სხვების ერთ ადგილზე წერა სისულელეა როდესაც გალაკტიონმაც მშვენივრად დაწერა, მესაფლავე მართალი კაცია.  რაც ასაკი მემატება ლექსიკონი მიფუჭდება, ყველაფერი არ დაიწერება რასაც ვფიქრობ ნამდვილად.
ემილი1999 2023-01-18 13:05:55

დღიური: ემილი1999.
ქართველებში მომწონს ის რომ რწმენისთვის თუ სხვა მიზეზისთვის ბუნების შეცდომებს მაგრად უსწორდებიან.
ემილი1999 2023-01-12 02:23:49

ნამდვილად გიყვარს ის,
ვინც გსურს  მუდმივად გაახარო - სიყვარულს პაუზა არ აქვს.

გია მურღულია

დღიური: ემილი1999.
ვიღაც არასწორის  გადასარჩენად რომ ვილოცო, ღმერთი სანაცვლოდ რას მომცემს?! ;D
ემილი1999 2023-01-06 15:14:57


დაორთქლილი მინების ღამე

მე დავთმობ ამ ქალაქს
ამ ქუჩებს
ამ ტოტებს
და შენთან მოვიტან
ფეხებთან დაგიყრი
შენს მზერას _
შეშლილი სურვილის გადმომდებს
ელვარე ხმალივით
სხეულში გავიყრი
და შენ დამინახავ მე
ჩემო ძვირფასო
შენს მუხლებს დაღლილი ხელებით შევწვდები
და მერე უთუოდ ვიტირებთ ამაზე
რომ ვეღარასოდეს ჩვენ ვეღარ შევცდებით
და რომელ ჩვენგანსაც არ უნდა აუხდეს
სიზმარი _
რომელსაც ათასჯერ წავაწყდით
უნდა დაიბზაროს და უნდა დადუღდეს
ყოველ ოცნება _
ჩვენ უკვე დავმარცხდით
გამოშრეს
დაიმსხვრეს ეს ჩემი ხელები _
ისინი შენს ღამეს ვერ შეეხებიან
სიჩუმეს დავაფრთხობ ჭლექიან ხველებით
და წავალ ქუჩაში
და ვიწრო მხრებიან
კედელს მივეყრდნობი
მოთმენას მივუსჯი
გაყინულ თითებსა და ჩამოშლილ ხერხემალს
სანამ შუაღამის უძირო სილურჯით
ჩემს სხეულს სიბნელე არ შემოეხვევა
შენც გახსოვს _
დეკემბერს სისხლივით დიოდა
სიტყვები _ ავსილი უაზრო ოცნებით
და როცა ჩემს ხელებს ჰკოცნიდი _ მტკიოდა
და მერე ჭრილობებს ვეღარ ვიხორცებდი
და ვწერდი
თვითონაც არ ვიცი _ რას ვწერდი
ჩაკუჭულ ლექსებით აივსო თხრილები
მე შენთან მინდოდა და ვეღარ ვაღწევდი
და კედელს ვკორტნიდი სისხლიან ფრჩხილებით
ახლა კი დავმშვიდდი
ყველაფერს ბოლო აქვს
სიჩუმე ყველაფერს უპოვის გასაღებს
ღამეებს სისხლი და ცრემლები რომ მოაქვს
იმათ ვალამაზებ და ფრთებად ვასაღებ
და მთვარეს ავძახებ _ რატომღაც ჩურჩულით _
რომ ისევ უსაფრთხო ქიმზე დავბანაკდი
მაგრამ ლოკოკინის გასრში შეყუჟული
ვიღას გავაბრიყვებ ფრთებზე ლაპარაკით
მე ისევ ისა ვარ
შემხედე _ ის ვისაც
ნაცნობი ჭრილობა მეასედ ასტკივდა
და შენს მონატრებას თითებით ვისრისავ
და ისევ ვჩერდები ისევ იმ ადგილას
შენმა თვალებმა რომ ქვესკნელი გათხარეს
და ყოველ საღამოს მთვარით გალოკილი
ძარღვი _ დაჭიმული _ ვენაზე ფართხალებს
ხან როგორც გველი და ხან როგორც ბორკილი
მინდოდა’
მე ერთ დროს ძალიან მინდოდა
რომ ბოლო ჰქონოდა უაზრო მოლოდინს
და მივსულიყავით იისფერ მინდორთან
და შენს თმებს ცეცხლოვან ზღვაში ჩავყოლოდი
მაგრამ მე დავფლითე ყოველი ნატვრა და
ყოველი სურვილი ქარს გადავაბარე
ძარღვებიც გამოშრა და სისხლიც გათავდა
და თუკი ხანდახან მზერას გავაპარებთ
ცეცხლოვან მზისაკენ _
უდაბნოს სიყვითლით
სიჩუმე იღვიძებს და იწევს გულს იქით
სიჩუმე მეძახის განწირულ სიტყვით და
გადაღლილ სხეულის დამშრეტი მუსიკით
როგორც ძაღლის ლეკვი _ უღვთოდ გაყიდული _
დაცინვით რომ იცდის _ თავს როგორ იმართლებ
ისე _ დამსხვრეული ორივე კიდურით
ჩემი სიყვარული მიყეფს და მიმათრევს
და რა ვქნა _ მივყვები
და მაინც მიყეფენ
თუ ჩემს დასაცავად
ხმას ამოიღებენ
მაგრამ ვინ გაბედავს _
არ ყოფნით სიტყვები
ის ისევ მიმათრევს
მეც უხმოდ მივყვები
დაგნებდი
გამოვთხრი ნესტიან ფუღუროს
იქ შევიკეტები
კვნესას შევიკავებ
ცოტა ხნით დამტოვეთ _ მე უნდა ვუყურო
ყვითელი ფოთლები თავს როგორ იკლავენ
და ამ ფოთლებიდან რომელსაც მოვწონდი _
ვერაფრით ვიპოვნი
კვლავ იმას თუ ვეძებ
ახლა ის დრო არის რომ ორი კოცონი
დაგინთოს საღამომ მდუღარ ძუძუებზე
და მოვალ
მე შენი ძახილი მომესმა
ვიცი _ მომეჩვენა
და მაინც ვენდობი
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი _
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე
მაგრამ არარსებულ სიყვარულს ვინ ეძებს
ღამეში მზის სხივებს ვინ მოისაკლისებს
არა ხარ _
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.

/ზვიად რატიანი/

დღიური: ემილი1999.
ღმერთი თუ არსებობს ხომ შეუძლია ზოგიერთ იდიოტს მიახვედროს რომ ვერც ერთი ქვეყნის ერი ვერ იქნება ჩვენი მეგობარი, საბოლოოდ ყველა საკუთარი თავისთვის არის. ღრმად შეიძლება ამ თემაზე აზროვნება, მაგრამ ახლა მაგრად მეზარება.
ემილი1999 2023-01-01 19:04:01

დღიური: ემილი1999.
ჩემი ძალიან ახლობელი წავიდა ომში, მის ძალებში ეჭვიც არ მეპარება მაგრამ რამე თუ დაემართება უკრაინასაც და რუსეთსაც ერთიანად ვაგინებ (მანამდე ვისწავლი ყველაზე ცუდ სიტყვებს).
ემილი1999 2023-01-01 18:55:23

დღიური: ემილი1999.
წელს იმედია ისევ ერთი ადგილისკენ არ წავა ცხოვრება, მოკლედ ფული მაქვს საკმარისზე მეტი, გეგმებიც შესანიშნავად მიიწევს წინ, სიყვარული აღარ მაინტერესებს, რა ვისურვო არ ვიცი, მთავარია ნაკლები ბოზი იყოს ქვეყანაში და ყველაფერს ეშველება  ;D
ემილი1999 2023-01-01 18:51:31

შემო...

შემომეხარჯა, შემომადნა, შემომელია,
კიდევ რამდენი შემიძლია ვიხმარო: "შემო..."
ღამდება უკვე, მალე მთვარეც ამოანათებს,
შემოიარე, შემობრძანდი, შემოდი, შემო...
ისე გავიდა ეს ზაფხული და შემოდგომა,
ვერ ჩავატანე შენთან ყოფნას ბოლომდე გემო.
რომელ ნავსადგურს მიაშურე, საით გაცურე,
ჩემო, სულ ჩემო, საუკუნოდ ჩემო და ჩემო!
მე გადავწყვიტე, რაც დრო დამრჩა, შენ დაგახარჯო,
შენთვის იბრუნოს ჩემი ყოფის ყოველმა დღემო.
შენ გეფეშქაშოს, შენ გებოძოს, შენ შემოგევლოს
ჩემი კუთვნილი წუთისოფლის ზემო და ქვემო.
შემომეტმასნე, შემომეჭდე, შემომესალტე,
შემომეზღაპრე... უთვალავჯერ "შემო" და "შემო..."
ახალი სახლის ფეხდაუდგმელ პარმაღთან ვდგავარ,
შემოანათე, შემობრძანდი, შემოდი, შემო!..
27 დეკემბერი, 2022,
თბილისი
რაულ ჩილაჩავა.


1 2 3 ... 1421 1422 1423