დღიურები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!
დღიური: თინა ნიკოლ.
სად ხარ ????
გეგეშიძე 2022-11-24 15:18:57

ჯოჯოხეთი რა არის? - ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგიძლია.
თეოდორ დოსტოევსკი

დღიური: თემური57.
  მორიგი წარმატება. ბულგარეთი. ქ. სოფია. ,,ანა ახმატოვას საერთაშორისო ლიტერატურული პრემია". ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,სპეციალური პრიზი (დიპლომი).
ვულოცავ ჩემს თავს!!!

კიდევ ერთი ჯილდო შვილიშვილებისთვის, რა მაგარი ბაბუა გვყოლიაო!
თემური57 2022-11-17 14:33:45

საკუთარ თავზე დაკვირვება შემიძლია მხოლოდ ურთიერთობაში, რადგან ცხოვრება  - ეს ურთიერთობებია.
უსარგებლოა განცალკევებით კუთხეში ჯდომა და მედიტირება; მე არ ვარსებობ თავისთავად, მე ვარსებობ მხოლოდ ადამიანებთან, საგნებსა და აზრებთან ურთიერთობაში.
როდესაც ვსწავლობ ჩემს ურთიერთობებს გარემოებებსა და ადამიანებთან, ასევე  ჩემს შინაგან განწყობებსა და დამოკიდებულებებს, სწორედ მაშინ ვიწყებ საკუთარი თავის შეცნობას.
ყველა სხვა გზა საკუთარი თავის შესაცნობად მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქციაა.
მე უნდა შევისწავლო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ რეალურად და არა ისეთი, როგორიც მსურს, რომ ვიყო.

ჯიდუ კრიშნამურტი

როცა ადამიანს სავსებით და უპირობოთ ენდობი, ცხოვრება გაძლევს ორიდან ერთს; ან საუკეთესო ადამიანს, ან გაკვეთილს.

ძნელი გადასატანია, როცა შენზე უარს ამბობენ. და ყოველთვის  გაუგებარი, რატომ. არასოდეს არცერთი პასუხი ამ კითხვაზე საკმარისი არ არის. ზიხარ და გიჟდები - აი უფრო ლამაზი რომ ვყოფილიყავი, უფრო ჭკვიანი, უფრო საინტერესო, უფრო კარგი და კიდევ ბევრი უფრო. ხან ისე ჩაეფლობი, გეჩვენება, რომ ღირსი ხარ, ყველაფერი შენი ბრალია, და შენ თვითონაც მიატოვებდი შენს თავს, შენი თავი რომ არ იყოს.
არის კიდეც ეს მიტოვება. ასე ფიქრი. შენი თავის მიტოვება.
ეს ბალიშის ქვეშ შეტენილი ტირილები, ეს პალტოს საყელოში და შარფებში შეფუთული ტირილები, გაბმულად. შემოდგომის წვიმებივით.
ეს მარტოკა ტირილები. მარტო ხეტიალების და მარტო ძილების ტირილები.
ხან ბრაზდები. მერე ტირი. ისევ ბრაზდები, ისევ ტირი.
ფიქრობ, რომ ამბავი, რომელიც შენთვის დაიწერა, ასე დაიწერა - არ შეგიყვარონ. და ისე ეჩვევი, უკვე ბუნებრივი გეჩვენება.
და უკვე ირჩევ კიდეც, იმ ამბებს ირჩევ, რომელშიც არ შეგიყვარებენ. წინასწარ რომ იცი, ზუსტად რომ იცი.
ფიქრობ, რომ მარტო ამას იმსახურებ და მორჩა.
ებმებიან ერთმანეთს დღეები, როცა სარკეებიც გარბიან შენგან. არ გამოიჩინები. არ დაინახები.
დღეები, როცა მარტო საქმიან წერილებს იღებ. როცა ისევ ავად ხდები და ვერავის ეტყვი, რომ გცივა. ავად ხარ.
ეს ცალმხრივი ამბები, და ზედ დამატებული ცალმხრივი მეგობრობებიც.
ვეღარ ბრაზდები. ის უღონო, ხმაჩაწყვეტილი ტირილიღა რჩება. რატომობის ტირილი. ვეღარშეძლების ტირილი.

თქვენ, ვისი ამბავიც სხვანაირად დაიწერა, თქვენ, ვინც შეგიყვარეს, ვისზეც იდარდეს, ვისზეც იტირეს, იცოდეთ, რომ რაღაც გაქვთ, ვიღაც გყავთ, ვიღაცას ყავხართ. და არაფერია უფრო მნიშვნელოვანი. უფრო ნამდვილი. უფრო მოსაფრთხილებელი.
გაუფრთხილდით ხოლმე იმათ. ვისაც შეუძლია, უყვარდეთ.

ლია,ლიქოკელი

როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი გაუცნობიერად ერთჯერადი შთაბეჭდილებისთვის ვკითხულობდი წიგნებს, წავიკითხე ჰესეს "ტრამალის მგელი" და მორავიას  წიგნიც რომელიც დღემდე მახსენდება თუ როგორ შეიძლება გვენატრებოდეს სიყვარული რომელსაც ვკარგავთ, ცოლ-ქმრული  ურთიერთობის კრიზისები რაც დავიმახსოვრე ესაა. ძალიან ადრე ასაკში მიწევდა მუშაობაც და ღონემიხდილი ვკითხულობდი,  შეიძლება არც ისე სახარბიელო იყო ყოველივე ის ერთფეროვანი გადაბმული დღეები, მაგრამ მენატრება.
დღეს უფრო სხვა ლიტერატურას ვკითხულობ.
პოეზია ჩემი შვებაა, დავწერო ლექსად ის რაც მტკივა.

შეხედავ და ერთი ჩვეულებრივი ფორტეპიანოა..
თუმცა გააჩნია ვისთვის.
ჩემთვის უამრავი მოგონება,სითბო და სიყვარულია.
სამხატვრო სასწავლებლის დირექტორის კაბინეტში იდგა,როცა სტუდენტი ვიყავი.თითქმის ყოველდღე ჩავდიოდით.
შემომეხვეოდნენ ირგვლივ დანარჩენი სამხატვროელები,მე ვუკრავდი და  ყველა ერთად ვმღეროდით.
ბევრს გაუკვირდება,დირექტორის კაბინეტში სტუდენტები,ინსტრუმენტთან..
ეს არ იყო ის სტანდარტული ურთიერთობები,რაც სხვა სასწავლებლებში იყო და არის.
ჩვენ ვიყავით ერთი დიდი ოჯახი,ყველაზე ლიბერალური,თავისუფალი და თბილი ურთიერთობით სტუდენტებსა და ლექტორებს შორის.
ამიტომაც მიყვარდა და მიყვარს ასე ძალიან იქაურობა.
დღეს რომ მივედი,ასეთი დამტვერილი,სევდიანი და ჩუმად მდგარი დამხვდა..რაღაცნაირად გული დამწყდა.
არაფერი მეორდება ამქვეყნად.
ჩვენც ალბათ სხვა თაობა ვიყავით.ბნელი ოთხმოცდაათიანების ბედნიერი და ლაღი ბავშვები.

გამოჩნდა მიწა, ჩუმი და სველი,
ფოთოლზე ფოთლის დაცურდა ლანდი.
და გამახსენდა, რომ ერთი წელი,
აღარსად იყავ და არსად ჩანდი.

ხოლო, ის წელი, ის ერთი წელი,
რომელიც ახლა უკუნეთს ერთვის,
ჩემთვის გავიდა ძალიან ნელა
და ღმერთმა იცის რა იყო შენთვის.

                              ოთარ ჭილაძე

დღიური: თემური57.
,,მართლა გაშიფრე გრაკლიანის წარწერაო"? - მეკითხებიან და როცა თავს დავუქნევ, არ იმჩნევენ, მაგრამ ულვაშებში იცინიან, ვისაც არ აქვს, გუნებაში.
მეც მეცინება, ოღონდ მათზე არა, ,,ურწმუნო თომებს" ყურადღებას არ ვაქცევ, ბედის ირონიაზე მეცინება. ასი პროცენტითა ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი კვლევა სწორია, თუმცა წარწერის გაშიფვრა უფრო ადვილი გამოდგა, ვიდრე მისი საზოგადოებისათვის და სამეცნიერო წრეებისთვის წარდგინება. ყრუ კედელია, ბზარიც კი არსად ჩანს, ურო მჭირდება, მაგრამ სად არის? ...
არ ვნაღვლობთ, მთავარია საწინააღმდეგოს ვერავინ დაგვიმტკიცებს, ასეთი მყარი, თუნდაც მცირედი არგუმენტიც კი არ არსებობს.
ეს არც სიჯიუტეა და არც თავდაჯერება, ჭეშმარიტებაა და იმისდა მიუხედავად არსებობს, იზიარებს თუ არა მას ადამიანი. ადრე თუ გვიან აღიარებენ ჩვენს კვლევას, ამ სიტყვას-  ,,ქართ(ლ)ოსს რას უზამენ? ქრისტეფორე კოლუმბად წაიკითხავენ თუ  თადეოზად?

მხოლოდ ორმა ცნობილმა სპეციალისტმა, რომლებთანაც ახლობლებმა დამაკავშირეს, ირწმუნა ჩვენი და დრო ითხოვა საკითხის სიღრმისეულად შესწავლისათვის. მადლობა მათ!
თემური57 2022-09-07 12:57:47

დღიური: მუხა.
შატალიონი!
დიდი მადლობა,    თქვენი შედევრი პოეზიიდან , ლექსების  ერთი პატარა  თაიგული ჩემს დღიურში , რომ მოათავსეთ.
მუხა 2022-08-24 23:17:30

უნდა გყავდეს ადამიანს ერთი ისეთი მეგობარი, ვთქვათ უხსოვარი დროიდან შენზე პლატონურად შეყვარებული ვინსენტი, რომელსაც იმდენად ეყვარები, ისე წმინდად და შეურყვნელად, ისეთი მომთმენი იქნება და რკინისნერვება, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში უპრობლემოდ შეეძლება შენი წუწუნის მოსმენა.

მისწერ და ვინსენტი მაშინვე წაიკითხავს.
გასძახებ და ვინსენტი ექოს დაგიბრუნებს.
ვინსენტი დარეკვამდე უკვე გიპასუხებს.
გაიფიქრებ და ვინსენტი იგრძნობს.
ვინსენტი გაგამხნევებს.
ვინსენტი დაგიყვავებს, დაგამშვიდებს და გაქრება, თავს არ შეგაწყენს.
გაქრობის იქით თვალებს არ აატრიალებს ნიშნად იმისა, რომ "ამან ხომ ტვინი წაიღო."

_  ვინსენტ, ხელები დამიბერდა! - მისწერ აფორიაქებული!
_ ვინსენტ, მოთხრობის პერსონაჟს ვერ ვიმორჩლებ, უთხარი დამიჯეროს!
_ ვინსენტ, საშინელ ხასიათზე ვარ, არ მომიყვე ანეკდოტს, განსაკუთრებით - ძალიან სასაცილოს!

_ ვინსენტ, რატომ ვცხოვრობ მთელი ცხოვრება უაივნო სახლში?!
_ რატომ ვერასდროს ვერსად ვმოგზაურობ?
_ რატომ არ მყავს სამზარეულოს თაროზე გამხმარი ყავილებით და მიხაკ-დარიჩინებით სავსე ტოპრაკშემოლაგებული დაქალი, რომ ყოველ მისვლაზე სხვადასხვა არომატიანი ჩაი მასვას, ვიიინსეეენტ?!

არც დაქალი, არც ძმაკაცი, არც მეორე ნახევარი, არც შეყვარებული, არამედ ვინსენტი, რომელიც სულ ხაზზეა, სულ სცალია შენი წუწუნის მოსასმენად და გასაზიარებლად. არ იღლება და არც არასდროს დაიღლება. სულ მზადაა დაუყვედრებლად მოგაწოდოს გახამებული ცხვირსახოცი ცრემლისა და წვლინტის შესაშრობად .

ნათია როსტიაშვილი.

რაღაც სენია.
Ხან და ხან მინდა,
რაც დამიშავე _
შენვე მოგიყვე,
შენ შემოგჩივლო.

ანა ჯავახიშვილი.

GE76BG0000000160993058

ერთ ეზოში,ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდით ბაბუას და მისი დის მონაგარი.სულადობას ვერ ვიტყვი ასე,იმიტომ რომ ხან რამდენი ვიყავით და ხან რამდენი.მუდმივად იყო წამსვლელ-მომსვლელ-დამრჩენი.
დღესასწაულებზე ბარე ოცდაათი ან მეტი ვიკრიბებოდით და მართლა დღესასწაული იყო,ბაფთიანი თუ უბაფთო გიტარებით,ქალაქური თუ იმერული სიმღერებით..
გათენებამდე ქეიფი და ტაშფანდური.
ბავშვებიც ერთად ვიზრდებოდით.კაცმა რომ მკითხოს რად მეკუთვნოდნენ- მამაჩემის მამიდაშვილიშვილებად.ხომ შორებელი ჩანს?მაგრამ და-ძმებია ჩემი.
ჰოდა ბებია-ბაბუები სხვებიც ხომ გვყავდა,მაგრამ ნენიკო ყველას ბებია იყო.ნოდარ დუმბაძის ოლღას გავდა.
ჩუმი,წყნარი,მშვიდი და კეთილი.ყველას მომრიგებელ-შემრიგებელი.ჯიბეებიანი ფლანელის ხალათები ეცვა და ჯიბეებში სულ ედო ან კანფეტები,ან თხილი ან რაიმე სხვა სასუსნავი,რომ ბავშვებისთვის მიეცა.
წლების მერე,როცა ჩემი პატარა შვილებით ბაბუას სახლში მარტო ვცხოვრობდით მე და ზაზა,დილაობით სამზარეულოში,მაგიდაზე მხვდებოდა ხან ხილი,ხან ტკბილეული.ჩუმად ამოვიდოდ აუკანა კიბეზე და დაგვიტოვებდა მძინარეებს.
მაღაზიაში თუ ვიყავი წასასვლელი,ბავშვებთან ვტოვებდი.დაჯდებოდა სავარძელში.კაბის კალთებს მუხლებზე გადმოიფარებდა,დაიწყობდა დანაოჭებულ,თეთრ ხელებს მუხლებზე და ,,მწყემსავდა ბაღნებს,,
-იკუნა,დავბერდი თვარა ხომ გაგეგზანებოდი მაღაზიაში,რაცხას მოგეხმარებოდი,იღლები ორ ბაღანასთან..,მეტყოდა.
ჰოდა დღეს რატომ გამახსენდა- ფერცვალობას ეძახდა გურულად დღევანდელ დღეს...მეც ასე მიყვარს,ასე უფრო მეთბილება..ჩვენებურად,გურულად..
ჰოდა ფერცვალობას გილოცავთ.სიკეთე,სიხარული და სიმშვიდე არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს❤

დღიური: მუხა.
სხივთაკარა,მზეო,  ციხის ,
ჯავახურო, გორდას სწორო,
შემოგმზერ და  აღარ ვიცი,
სიტყვა როგორ შემოგწონო!
ცად აზიდულ ლავიწ -ყელით
მინდა სუნთქვა  შემოგფინო,
სულს მიტბორავს ზურმუხტებით
მაგ კედლების მზე და  ღვინო!
სხვას არაფერს არ გენუკვი,
მოზიდულო, ისარ-მშვილდო,
სუნთქვა ჩემი, დამფრთხალ ნუკრის,
შენი სუნთქვით დამიმშვიდო
შენი მკერდის ფიქალნაგებს
ერთხელ კიდევ მივეძინო
უშურველად მჩქეფდეს ბაგეს
მაგ წალკოტის ნექტარ-ღვინო!
დეზი ვკარი კავშა ჰუნეს,
გავაჭენე ფაფარშლილი,
თუ ვერ ვიგრძნობ მე შენს  სურნელს,
უფსკრულამდე ასე ვივლი!
შატილიონი 2022-08-18 17:48:11

დღიური: მუხა.
ლაზისტანი
მომესია ლაჟვარდები
ლაზურ ცის და ტყეთა მწვანის,
წამით შეწყდა სუნთქვა წამის,
ძველთუძველეს თვალ-წამწამის!ლაზისტანი, ლაზისტანი,
ცაზურმუხტის ანათალი,
აქ საიდან მომელანდა
გაელვება ალვა ტანის?!
პონტოური ნისლის ტევრი,
რა ვქნა, გულში ვერ დავტიე,
ლაზისტანში გაგიტაცებ,
თუ სიგიჟეს მაპატიებ!
წამიშალე გულის ფეთქვა,
ვხედავ, ისევ დავრჩი მარტო,
მიჯობს, ისევ ნისლთან ვიყო
და ნისლებში გავიფანტო
ლაზისტანი, ლაზისტანი,
მისი ზეცით  დავრჩი მთვრალი,
მენატრება ზღვის ტლაშუნი,
ვარსკვლავების კარნავალი!
შატილიონი 2022-08-18 17:47:21

დღიური: მუხა.
ლექსის ქოხი
(პასუხი ბესოს)
პოეზიის სრა-სასახლეს
მირჩევნია ლექსის ქოხი,
როგორც მინდა, წამოვწვები
ჩემი ქალამნით და ჩოხით,
მინდა, ბუხარს მივფიცხდები,
ან დავჯდები ფეხთა მორთხმით,
დავიხურო კინტოს კეპი,
‌ნაბდის ქუდი თუ ბოხოხი!
იქ მოვიწყობ ლექსის წალკოტს,
არ მჭირდება სტავრა ნოხი,
გვერდს მოვისხამ ლექსის ამქრებს,
კაფიობით და ხორხოცით !
თუ მოლექსე მომეწონა,
შუბლი დავუდაფნო კოცნით!
როცა ლექსით დავიღლები,
ვისაუბრო ღმერთთან ლოცვით!
რას მარგია მე სასახლე
ან იქ რომ ჟღერს ჰანგთა ქნარი,
მარმარილოს ცივ სვეტებით,
სარკოფაგთა მინამგვანი.
იქ ყინულის დუმილია,
ეთოშება მზესაც ღიმი,
მკაცრი სხივი დასთამაშებს,
ვარაყში რომ ოქრო ღვივის,
სისხლის ბორგვას ვერ ახელებს
პოეზიის ცივი ღვინო,
აჩრდილები შემოგმზერენ,
მათ დუმილში ჩაიძირო !
მაშ, მობრძანდით ლექსსაღმრთოზე,
გელოდებათ ლექსის ქოხი,
შეგიწიროთ  საწირავი,
პოეზიით მონახოხი!
შატილიონი 2022-08-18 17:45:58

დღიური: მუხა.
ადამ და ევა
ნეტარ სურვილად მივენდე  ადამს,
სისხლში  კვლავ ნეკნის ტკივილი მჩქეფდა,
ვასურნელებდი ძუძუთა ჯადავრს,
სუნთქვით მიწვავდა შუბლსა და კეფას!
ერთურთს ვერთვოდით  ყვავილთა ზედა,
ჰგავდა ალერსი მდუღარე ავდარს,
ბაგე მარჯანი მკერდზე მაბნევდა
ცხელ მარგალიტთა სადაფის ღადარს!
მონატრებული, ვიხუტე ევა,
ნეკნი ჩემი და ნაწილი ჩემი,
სულში მეუფლა საუფლო ლხენა გრძნობა, აქამდის ჯერგანუცდელი!
მივხვდი, მზად ვიყავ, რომ ამ ტრფიალით
თავზე დამედგა გვირგვინი ეკლის,
მსხვერპლად გამეღო გულის ფიალით,
ეს  სისხლი  ჩემი და ყველა ნეკნი!
შატილიონი 2022-08-18 17:44:32

დღიური: მუხა.
დაუწერელი ლექსების გამო
(მანანა ჩიტიშვილის "დაუწერელი ლექსების გამო")
დაუწერელმა ლექსმა მატირა,
ვერთქმის ციხეთა ლეწვამ,
ვერ მიმსუბუქე უგვან პატიმარს,
რაც გულზე ლოდად მეწვა!
დრომ დავიწყებას მლეკა, უდაბურს,
ანდა გახსოვდე რაღად?
როდის იღებდა ყურად უდაბნო
უკვლო დერვიშის ღაღადს?!
რას გამიმზევლებს, გულს, ამოქოლილს,
წამით გახსნილი ჩადრი,
რაღად მარგია უკან მოყოლილ
სანთელ-საკმევლის მადლი?
შატილიონი 2022-08-18 17:43:01

დღიური: მუხა.
კაი ყმისა
დიდგორის სრევა მაგონა
ცაში  ყაშყაშმა, არწივთა,
ყაყაჩომ -კაი ყმის სისხლი,
ქვიშა რო ჩამოაწითლა,
დილის მზემ, ცვარ-ნაწვიმარზე,
ვეფხვი მაგონა, მტრიანი,
კაი ყმის სისხლზე ნაგეში,
ჩასაფრებული, ტიალი!
მხარ-მკლავი, ტორით ნაფლეთი,
გაზით გართმული ჯავშანი,
ტყე-შტონი ჩამონალეწი,
კლდეები ჩამონაშალი!
ვაი, რა დედა აიტანს
ზეწარს, სუდარად გებულსა,
თვალ-წარბს, შვილისას, სიკვდილით
დაკოცნილ- დაძინებულსა!
შატილიონი 2022-08-18 17:41:54

დღიური: მუხა.
არც რა  ყოფილა ტკივილი,
არც დრო ყოფილა მკურნალი,
სულ ერთი ოხვრა  ყოფილა
მადლობა და სამდურავი!
მივდივარ, მივდევ ხბოსავით
თეთრი ნისლების ბორიალს,
თურმე ტკივილს და სიხარულს
ერთი სათავე ჰქონია!
ხანდახან მინდა ღიმილი
პირზე მზის სხივად ვიფინო,
ყველა ტკივილი დავმარხო,
ტირილის ნაცვლად ვიცინო!
არ ვიცი, საით წავიდე,
საით გავწალდო გუმანი,
დავდივარ, დამაქვს საუნჯედ
გულს სევდა განუკურნავი!
შატილიონი 2022-08-18 17:41:15

დღიური: მუხა.
ბანგი მეუფლა თბილი ნისლივით,
კერტების ცეცხლით ბურბურებს ენა,
მინდა , მოვლოკო ცხელი ისვრიმი,
სანამ მზე სულში ჩამომესვენა!
შეტბორდა ჟამი შროშანმკერდების,
ერთ სუნთქვაში და ერთ გახელებად,
თავს ვეღარ ვაღწევ, ხანძარს მივნებდი
დაე, აღსრულდეს საუფლო ნება!
სული ამევსო სხივთ სიანკარით
ვიგრძენ შევცურდი წიაღში ზღვათა,
შემომეტბორა მზეთა ვარაყი,
მადლით ამევსო უბე და კალთა!
ვწევარ ზღვის ფსკერზე გარინდებული,
სულის ღიობი მევსება მთვარით,
რეკენ ზარები, ცად აგებული,
უფლის სურვილად და ნეტარძალით!
ღმერთო, მაღალო, წიაღი ჩემი ,
მზისა და მიწის ამბორთა ქება,
მომმადლე ძალი, არ განმეშოროს
შენი სიწმინდე და მეუფება!
მოვსულვარ შენთან უფალო ჩემო,
სისხლის სურნელად ბორგავს ნიავი,
აქა ვარ, შენს ხსენს მოკედლებული,
გარემოსილი შენი წიაღით!
ოკეანეთა გადამლახავი,
ბნელთ წამლეკავი წმინდა ჩირაღი,
ხმა, მოღაღადე უდაბნოთ შინა
და ფრთაშესხმული შენი სილაღით!
შატილიონი 2022-08-18 17:40:26

დღიური: მუხა.
ხევსურის მონოლოგი
გული, მტრისგან ნატყვიარი
ბრძამის ფოთლით ამოვბანდე,,
სული წვეთ-წვეთ გავაყოლე
სისხლს, ქვიშაზე ჩამონადენს,
მოვა მკვლელი,  რომ მარჯვენა
მომჭრას, გული შეაჯეროს,
საიქიოს გამისტუმროს,
უხანჯლოდ და უმარჯვენოდ!
ჭიუხს ნისლად მოვედები,
აფოთლილი შატილცამდე,
შევერევი ლეგენდებს და
მამ-პაპათა მთვლემარ ლანდებს!
შატილიონი 2022-08-18 17:38:25

***

სიყვარული ხანდახან ასეთიც არის,
ღარიბი კაცის მაცივარს ჰგავს.
დილით გამოაღებ არაფერია,
შუადღეს გამოაღებ - ისევ არაფერი.
საღამოსაც არაფერი იქნება,
მაგრამ მაინც გამოაღებ,
დგახარ,
უყურებ,
სიცარიელეში ანთებულ შუქს აყვედრი...
არადა, რა მაცივრის ბრალია, რომ გშია?!
ვისი რა ბრალია, რომ შეგიყვარდა.

თეა თოფურია.

დღიური: ფლორენცია.
ხან ყოფნა სჯობნის არ ყოფნას და ხან კი პირუკუ
ცა კი სცილდება ამ ყოფას, უსასრულოვდება
ფლორენცია 2022-08-12 23:49:03

სულში გამიჯდა შემოდგომა მწარე მიგნებით,
...ტკბობაშეპარულ მტევნისფერი, მსუყე ქარვა და...
მახსოვს, სამზეოს შემოვსალტე შენზე ფიქრები,
მეგონა, ყოფის სუსხისაგან დამიფარავდა.

ფუჭ წარმოსახვას ვეღარ იხდენს უკვე ასაკი,
ვეღარც ცრუ ჭორებს და მავანთა ფუნაგორიებს,
ნიღბების ომში დამარცხება ვარჩიე რაკი,
დამრია ხელი  "სულერთიამ" - ასე მგონია.

მესაუბრება, რახანია, შენობით ბედი,
სევდით ვალს ვუხდი ამ ცხოვრებას - გულგრილ რანტიეს...
სამყაროსხელა  ბავშვის გულში ვერაფრით გტევდი,
ახლა?!...რა გითხრა..სამიოდე სტროფში ჩაგტიე...

რუსუდან კაციტაძე.

აი, შენ, სიყვარულო,
საცოდავო,
არაფრისმაქნევ!
სხვების დარდით რომ სულდგმულობ,
სხვების სისხლით რომ იკვებები.
სულ გინდა რომ შენ გაგიტანონ,
გაგათრიონ ყველაფრის ფასად.
თავად ნეტა რისი მაქნე ხარ?
ერთი ვინმე მაინც მანახე,
ვინც უბრალოდ დაგიჯერა და შუა გზაზე არ მიატოვე.

ნანა ქელეხიძე.

დღიური: ფლორენცია.
"ეძიე ადამიანში სამი თვისება: ინტელექტი, ენერგიულობა და პატიოსნენა.თუ მესამე არ აქვს, დანარჩენ ორზე აღარც იდარდო'
ფლორენცია 2022-08-02 19:35:51

წარმოსახვა

ახლა ჩემი ხმა რომ მოგენატროს...
ახლა უეცრად რომ დამირეკო...
ზეცას ახედო და დაინახო
ჩემი სევდიანი ანარეკლი...
ადგე, მიატოვო ყველა საქმე
და გზას გამოუყვე გამალებით...
უცებ მოგინდეს, რომ გააცოცხლო
ტრფობის გადამწვარი ტრამალები...
ახლა ჭიშკართან რომ აილანდოს
ხსოვნას შერჩენილი შენი სახე...
მითხრა, უჩემობის ასი წელი
თუ რა ტკივილებით გადალახე...
ახლა რომ ადგე და დამირეკო...
მერე ჩემს ჭიშკართან რომ მოხვიდე...
მარიამ კოზმანაშვილი.


1 2 3 4 ... 1411 1412 1413