ფორუმი


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“

1
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 20 ოქტომბერი, 2021 15:07:16
არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“,
ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკი“-ს თანადგომით,

აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „ლილე 2021“

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ საიტ “ურაკპარაკი“-ს წევრებმა გამოაგზავნეთ საკონკურსო ნაწარმოებები, 2021 წლის  15 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე urakparaki@yahoo.com
კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნით  ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.

კონკურსის მიმდინარეობა:
კონკურსი იყოფა რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი –  კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები  გადაირჩევა და გადაეცემა ჟიურის.
(  თუკი რომელიმე მონაწილეს ექნება პრეტენზია,  თუ რატომ ვერ მოხვდა მისი ნაწარმოები გადარჩეულებს შორის,
მზად ვართ მას პირადად ავუხსნათ ჩვენი არგუმენტები და საჭიროების შემთხვევაში,  საჯაროდ ბოდიშიც მოვუხადოთ.)

II ეტაპი – ნაწარმოებების მიღების შეწყვეტისთანავე ცნობილი გახდება ჟიურის ვინაობა, რომელიც შერჩეული ნაწარმოებებიდან გამოავლენს 10 საუკეთესოს.
ჟიურის წევრების რაოდენობა:  - განისაზღვრება 5  წევრით.

III ეტაპი – 10 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

IV ეტაპი – გამოცხადდება კონკურსის შედეგები  და დაჯილდოვდებიან ლაურეატები.

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე  ( urakparaki@yahoo.com ) უნდა გამოაგზავნონ :
1) გამოუქვეყნებელი საკონკურსო ნაწარმოები “ვორდის“ ფორმატში.
2) ავტორის გვარი, სახელი ( ან ფსევდონიმი ) და ნიკი “ურაკპარაკზე“.
3) საკონტაქტო ინფორმაცია.
4) ასევე შეავსონ მოკლე კითხვარი, რომელსაც დამატებით მოგაწვდით.
ერთი მონაწილისგან მიიღება მხოლოდ ერთი ნაწარმოები.
თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველი არ არის დარეგისტრირებული საიტზე, მას შეუძლია სპეციალურად ამ კონკურსისითვის მარტივად დარეგისტრირდეს
საიტზე ირჩევთ მენიუში რეგისტრაციას და მიყვებით ინსტრუქციებს

ნაწარმოების მიღების დამადასტურებელი წერილი  ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
ასეთი დასტურის არ მიღების  შემთხვევაში , გთხოვთ დააზუსტოთ მიზეზი იმავე მაილზე  ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.
საიტზე  www.urakparaki.com  მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი ( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

კონკურსზე  წარმოდგენილი უნდა იყოს მცირე ზომის მოთხრობა

ორიგინალური ან კლასიკური ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია ( ე.წ. რემეიქი ).
ტექსტი შეიძლება იყოს შექმნილი ნებისმიერ თემაზე.
სპონსორებისგან მთავარი და აუცილებელი მოთხოვნებია :

კონკურსში წარმოდგენილი უნდა იყოს საახალწლო-საშობაო მოტივებზე შექმნილი მოთხრობა. ორიგინალური ნაწარმოები ანდა კლასიკური ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია (ე.წ. რიმეიქი).
რომელიც წარმოაჩენს(ასახავს) მდგრადი განვითარების პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენის  მქონე და ადამიანის ყოველდღიურობის აუცილებელ შემადგენელ - ენერგო მოხმარების საკითხებს და
პოპულარიზაციას უწევს ენერგიის მოხმარების პროცესების ოპტიმიზირებისა და ადილობრივი, განახლებადი ენერგორესურსებით იმპორტირებული წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების მნიშვნელობას,
რაც თავის მხრივ ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებას და გლობალური დათბობის პროცესში ადამიანის ცხოველმოქმედებით გამოწვეული ფაქტორების შერბილებას განაპირობებს.
კონკურის ორგანიზატორის ძირითადი მისიაა ენერგიის მოხმარების პროცესების ოპტიმიზირებისა და ადილობრივი, განახლებადი ენერგორესურსებით იმპორტირებული წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების საშუალებით
სათბურის აირების გაფრქვევების შემცირება და გლობალური დათბობის პროცესში ადამიანის ცხოველმოქმედებით გამოწვეული ფაქტორების შერბილება.

კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და მერების შეთანხმების ხელმომწერი თელავის მუნიციპალიტეტის მიერ თანა-დაფინანსებული პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები,
როგორც  მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის“ ფარგლებში,
რომელიც ითვალისწინებს ქალაქ თელავის #1 და სოფ. იყალთოს საბავშვო  ბაღებში სხვადასხვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას, როგორიცაა: შენობის სხვენისა და კედლების თბოიზოლაცია,
ენერგოეფექტური განათების, ვენტილაციისა და  მზის წყალ გამაცხელებელი  სისტემების მონტაჟი, რაც უზრუნველყოფს შენობის მიერ მოხმარებული ენერგორესურსების არა მარტო ეფექტურ გამოყენებას,
ასევე ენერგო გადასახადების და გარემოში გაფრქვეული ემისიების შემცირებას.

შეზღუდულია საკონკურსო ნაწარმოების მოცულობა და უნდა შეადგენდეს 1500 ასონიშნიდან 8000 ასონიშნამდე ( დაახლოებით ერთიდან ხუთ გვერდამდე ).
გამონაკლისები განიხილება იშვიათ შემთხვევებში და ცალკე გადაწყდება მათი კონკურსზე დაშვების საკითხი.

კონკურსის 10 საუკეთესო ნაწარმოები გამოქვეყნდება კრებულში „ლილე 2021“.

2021 წლის 25-27 დეკემბერს  ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს.
გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ფულადი პრიზები:
პირველი ადგილი - 500 ლარი;
მეორე ადგილი - 300 ლარი;
მესამე ადგილი - 200 ლარი.


თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ, აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე,
ან კონკურსის მიმდინარეობისას, სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული და მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ ასეთი ნაწარმოების ავტორის ვინაობა გამოქვეყნდეს საიტზე,  წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე,  კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობი იქნებიან ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

16 დეკემბრის ჩათვლით კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს საკუთარი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, არ გადაეცემა ჟიურის შესაფასებლად და არ გამოქვეყნდება.

ფინალურ ათეულში გადასული ნაწარმოებები გამოიცემა წიგნის სახით.
კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე, გამარჯვებული ( პირველ სამ ადგილზე გასული ) ნაწარმოების ავტორს ეკრძალება,
კონკურსის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში,  ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში.

კონკურსის დასრულების შემდეგ:

ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონული ფოსტით ) დადასტურებული უარის არ არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოქვეყნდეს ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასება.

ბ) ავტორების წერილობითი (ელექტრონული ფოსტით) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც ავტორის სურვილით მოიხსნა კონკურსიდან , ან ვერ გადავიდა მომდევნო ეტაპზე.

გ) ფინალურ ათეულში გასული მოთხრობა აუცილებლად გამოქვეყნდება „ურაკპარაკის“ ფორუმზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის წევრების ყველა შეფასება ანონიმურად.
იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასების ჩამონათვალს,
ამის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადოს საიტ „ურაკპარაკზე“ , შესაბამის თემაში და/ან კონკურსის ორგანიზატორებთან.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.
ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.

დასაშვებია  ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუ ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში,  ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა,
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში - ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა.
შეფასების ამ სისტემის გათვალისწინებით, ჟიურის წევრს არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობის მიღება.


გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:
ნებისმიერ ეტაპზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან  ჯამური ქულებით.

მეორე ეტაპზე ჟიური 10 ქულიანი შეფასების სისტემით შეარჩევს  10 ნაწარმოებს.
ამ ეტაპზე  შეფასებაში ჟიური შეზღუდული არ არის. ნაწარმოებები შეირჩევა ჯამური ქულით.
ჯამური ქულების ერთნაირობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება უმაღლესი ქულების რაოდენობა.
მათი თანაბრობის შემთხვევაში - ერთით დაბალი შეფასების რაოდენობები და ასე შემდეგ განსხვავების აღმოჩენამდე.
მეორე ეტაპზე ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში ყველა ასეთი ნაწარმოები გადავა მესამე ეტაპზე.
გაითვალისწინეთ, რომ მეორე ეტაპზე ფასდება როგორც ლიტერატურული ღირებულება, ასევე შესაბამისობა ენერგოეფექტურობის ცენტრის მოთხოვნასთან ,
რომელიც მოცემულია ამავე წესებში. შესაბამისად, თუკი ოდნავადაც არ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნას, შეიძლება საერთოდაც ვერ გადავიდეს მომდევნო ეტაპზე.

მესამე ეტაპზე გადასულ 10 ნაწარმოებს ჟიური ხელახლა შეაფასებს 10 ქულიანი სისტემით.
ამ ეტაპზე ქულები შეზღუდულია.
ჟიურის წევრს შეუძლია დაწეროს მხოლოდ ორი 10 ქულიანი და სამი  9 ქულიანი შეფასება. სხვა შეფასებები შეუზღუდავად.

მესამე ეტაპზე თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წინა ეტაპის ჯამური ქულები,
შემდეგ მესამე ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები და ბოლოს მეორე  ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები.
სრულიად ერთნაირი ქულების შემთხვევაში შესაბამისი საპრიზო თანხების ჯამი თანაბრად გაიყოფა.

გისურვებთ წარმატებებს

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 ოქტომბერი, 2021 16:45:42
თუ კითხვები ან შენიშვნები გექნებათ, შეგიძლიათ აქვე დაგვიწეროთ


თინა ნიკოლ
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 ნოემბერი, 2021 22:58:19
წარმატებები ყველას.

ნეფერტარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 15 ნოემბერი, 2021 01:58:45
ნებისმიერი ჟანრი დაიშვება?

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 ნოემბერი, 2021 11:58:53
მადლობა თინა ნიკოლ წარმატებების სურვილისთვის
მიიღეთ მონაწილეობა, გიწვევთ

წარმატებები თქვენც

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 ნოემბერი, 2021 12:08:19
"ნეფერტარი" დაწერა:
ნებისმიერი ჟანრი დაიშვება?


ჟანრი მხოლოდ პროზა და კონკრეტულად მცირე მოთხრობა

ციტატა:
კონკურსზე  წარმოდგენილი უნდა იყოს მცირე ზომის მოთხრობა

ორიგინალური ან კლასიკური ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია ( ე.წ. რემეიქი ).
ტექსტი შეიძლება იყოს შექმნილი ნებისმიერ თემაზე.

ციტატა:
კონკურსში წარმოდგენილი უნდა იყოს საახალწლო-საშობაო მოტივებზე შექმნილი მოთხრობა. ორიგინალური ნაწარმოები ანდა კლასიკური ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია (ე.წ. რიმეიქი).


კითხვა რომ არ გაჩნდეს თუ ნებისმიერ თემაზე, მაშინ საახალწლო-საშობაო რატომო
გეტყვით, რომ იგულისხმება საახალწლო-საშობაო მოტივები
თუმცა შეიძლება იყოს ნებისმიერი. მაგალითად ომზე, სიტყვარულზე, ან მარსის დაპყრობაზე, ან საჰარაში ბედუინის კვალდაკვალ მოგზაურობაზე... 
მაგრამ მაგრამ ამ თემებს უნდა გასდევდეს აუცილებლად საახალწლო-საშობაო მოტივი

ესაა სულ

წარმატებები ყველა მონაწილეს

ამ მომენტისთვის შემოსულია 3 ნაწარმოები და ამ სამიდან ერთი პირველივე დღეს
როგორც წესი, ნაწარმოებები ბოლო 2-3 დღეში შემოდის ხოლმე
ზოგიერთი, ( გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომაა ) 1 წუთი რომ დააკლდება მერე შემოიტანს ან ცოტა გვიანაც 
ზოგადად კი იჩქარეთ ნელა. ჯერ ერთ თვემდე დრო წინაა



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 ნოემბერი, 2021 15:53:16
კონკურსანტების საყურადღებოდ:

გავასწორეთ ხარვეზი რაც იყო გაპარული ტექსტში, უფრო სწორად აკლდა ტექსტის ნაწილი
თუმცა ამ ნაწილს ისედაც მიხვდებოდით ასე რომ იყო
ნებისმიერ შემთხვევაში გადაიკითხეთ პირველივე პოსტი

თუმცა აქაც დაგიკოპირებთ იმ ნაწილს, სადაც შეიცვალა

კონკურსში წარმოდგენილი უნდა იყოს საახალწლო-საშობაო მოტივებზე შექმნილი მოთხრობა. ორიგინალური ნაწარმოები ანდა კლასიკური ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია (ე.წ. რიმეიქი).
რომელიც წარმოაჩენს(ასახავს) მდგრადი განვითარების პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენის  მქონე და ადამიანის ყოველდღიურობის აუცილებელ შემადგენელ - ენერგო მოხმარების საკითხებს და
პოპულარიზაციას უწევს ენერგიის მოხმარების პროცესების ოპტიმიზირებისა და ადილობრივი, განახლებადი ენერგორესურსებით იმპორტირებული წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების მნიშვნელობას,
რაც თავის მხრივ ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებას და გლობალური დათბობის პროცესში ადამიანის ცხოველმოქმედებით გამოწვეული ფაქტორების შერბილებას განაპირობებს.
კონკურის ორგანიზატორის ძირითადი მისიაა ენერგიის მოხმარების პროცესების ოპტიმიზირებისა და ადილობრივი, განახლებადი ენერგორესურსებით იმპორტირებული წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების საშუალებით
სათბურის აირების გაფრქვევების შემცირება და გლობალური დათბობის პროცესში ადამიანის ცხოველმოქმედებით გამოწვეული ფაქტორების შერბილება.



მანანა კაკაჩია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 24 ნოემბერი, 2021 23:47:59
წარმატებები <3

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 25 ნოემბერი, 2021 12:45:27
გაიხარეთ ქალბატონო მანანა
დიდი მადლობა
ველოდები თქვენს მოთხრობასაც და წარმატებებსაც გისურვებთ


ნეფერტარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 25 ნოემბერი, 2021 21:42:45
  ეტყობა არასწორად დავსვი კითხვა, ზღაპარი დაიშვება? მახსოვს რომელიღაც წევრი ზღაპრებს აგზავნიდა და ჟივილ-ხივილით იმარჯვებდა.
  თემა რა არის ვიცი, მაგრამ ბედუნებზე არაფრის წარმოდგენას არ ვაპირებ. ქართულ სინამდვილესთან შეუფერებელია.
მადლობა პასუხისთვის. 
თუ რამის დაწერა გადავწყვიტე  (ამჯერად კონკრეტულად ფული მაინტერესებს)  დროულად წარმოავადგენ, კოლმეურნეობის თავმჯდომარე არ ვარ, კონკურსში მონაწილეობა არასდროს მიმიღია.
მზია თვალაბეიშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 27 ნოემბერი, 2021 01:10:28
 
  ყველას მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ!
  ნეფერტარ, დაწერეთ რა ზღაპარი, რა საინტერესო იქნება.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 ნოემბერი, 2021 15:33:32
"ნეფერტარი" დაწერა:
  ეტყობა არასწორად დავსვი კითხვა, ზღაპარი დაიშვება? ... 


კი, ზღაპარიც მოთხრობის ერთერთი სახეა
ცალსახად - ზღაპარი დაიშვება

რაც შეეხება კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, თქვენ არ მიგულისხმიხართ

მიხვდებოდა ვინც ვიგულისხმე და თანაც ძალიან თბილი განწყობით მოვიხსენიე, რადგან ძალიან კარგი ადამიანია
წარმატებები თქვენც და ყველა კონკურსანტსაც

1

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი