ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2018


გაპარვა

აქ ხელის ცეცებით ორიენტაცია.
დაცლილი სახლია. ორივე კაცია.
ორივე ჩვენია. ყური და მიგდება.
ხვალიდან ყოველი ნათელი იქნება.
მოხდება ის, რასაც ველით და რაოდენ
ცდებოდნენ - ხოცავდნენ, თუ მხოლოდ დაობდნენ.
სახლში რომ დაობდე...
იქნება დაობდე.
იქნება დაობდე!
იქნება დაობდე
ამ სახლში.
ცარიელების ამ ბუდეში ვჭედავ აკლდამას.
მეფესხამსური მარტოობით ვინამავ თიხას.
მკვდარ ღმერთს ჩამოვხსნი ზეციდან და აქვე დავმარხავ.
სარკის წინ ისევ ამოვიყვან ამ დამპალ ტიხარს,
რომ ვეღარ ვნახო ჩემი ხორცი და ხორცში ვაშლი,
ვაშლში ჰემოგლო, მერე სისხლი და სისხლში ფერი.
შენი თვალები. წყალს ამჟღავნებს ნახვრეტი ნავში.
შენი თვალები - ყველაფერი და არაფერი.

ქარი კარს გააღებს. კარი ქარს ვერ უძლებს.
კარი რას გაუძლებს. მოჭრილ ხისგანაა.
როცა შევამჩნიე, როგორ გავველურდი,
უფრო ხიზანივით
გსდიე ტყე და კბოდე.
ბორან-შიბ თუ კიბე.
ვერ გამოგეკიდე.
ვერ გამოვეკიდე
ნიავს
ვერ ვუსმინე,
სული მივილურსმე, ამბავს გიყვებოდი.
ტყეა გაუვალი, ტყეა გასაკვალი, ტყეა გასარიტმი.
ხეებს ვუყვებოდი, ადრე მახსოვს როგორ გიადვილდებოდა
ჩემთან საუბარი - ლექსით გაძინებდი დედის ზღაპარივით.
კვალი ამერია. თოვლი მგლიანი და თოვლი დათვიანი.
დილა ადრიანი. შენი უჩემობა. მე ვარ მოსაძებნი;
რადგან დავიკარგე ასე შენს ძებნაში, ცხრა მთა დავიარე,
ახლა მუხლებს ვითბობ. წვერს ვჭრი სახის კანზე მოძალებულს.
ახლა დანით ვამტვრევ თეთრ თოვლს, თავმოყინულს - რამე საკვებს ვეძებ.
დანით კანს ვიკაწრავ, დანით კანზე ვიწერ ამ სისხლიან ლექსებს.
ძრწის და ბაირამობს ფიფქი ირმის რქაზე ფერფლის ატომივით.
ან კი მე რა მიკვირს. ვერსად ვერ გნახულობ. გული რატომ მიმდის.

სარკე აირეკლავს როცა სარკეს
ჩემში გიპოვნი და გარეთ გამოგიტან.
თუმცა მანამდე კი ამ ოთახებს
ქარი კარს ულეწავს სამოთხისას.
თუმცა აღარ ვიცი თუ რამეა
შენთვისმოსაყოლი და სათქმელი.
ასე შავი უნდა, ღამე თუა,
ასე გაუგებრად გასაგები.
ასე ერთმანეთში ჩახლართული.
ყაბალახს მოვიფარებ.
დევებმა შეგიპყრეს.
ღვინით დაათვრე და
შენ გამოიპარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები