ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2018


აპოკალიფსი

რა გეგონათ, როგორი იქნებოდა?
ალბათ მოვარდნილ მეწყერს ელოდით,
მასიურ ნგრევას, მსხვერპლს, გოდებას..
სინამდვილეში, მშვიდად მოვიდა,
თანდათან, თითქმის შეუმჩნევლად.
ის მაშინ დადგა, როცა ადამიანებმა
დაივიწყეს და გააქრეს ტექსტი,
ყველანაირი - ჯერ დაბეჭდილი,
წიგნები, ჟურნალ-გაზეთები...
მერე ვირტუალურ სამყაროზე გადავიდნენ -
ყველა ტექსტი წაშალეს, ყველა ბლოგი...
ეს მაშინ მოხდა, როდესაც ვერცერთი საუბარი
ვერ გასცდა "როგორ ხარ"-ს,
როცა მხოლოდ ტექსტი კი არ გაქრა,
არამედ მარადიულმა ცნებებმა - პური, სანახაობა, სიყვარული,
განიცადეს პოსტმოდერნული მეტამორფოზა,
და გახდნენ - ჰამბურგერი, ტელევიზორი, სექსი.
ეს მაშინ მოხდა,
როცა ადამიანებმა ვეღარ დაამყარეს ვერბალური კომუნიკაცია,
და ვირტუალურ სამყაროშიც კი
მათი საუბარი ვერ გასცდა "რა გაცვია"-ს,
როცა ბოლოს მხოლოდ სახეებით აზროვნება შეეძლოთ
და წაშალეს ყველა სოციალური ქსელი,
გარდა ინსტაგრამისა...
მაშინ დადგა აპოკალიფსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები