ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2018


ფაზლი #

ზღვა  ცხოვრებაა - სავსე, მშფოთვარე,
შენ? - კლდე, რომელიც ზღვას გასცქერის აღფრთოვანებით;
მე - ჭკნობისპირას მყოფი, ნაზი ყვავილი;
შენ, რომელსაც სულ არ გაღელვებს ეს სიყვარული;
მე - ასგზის წვიმისგან გალუმპული, ნაქარალი, ნამზეურები;

...და ზღვა, რომელსაც
ორივენი „ფეხზე ვკიდივართ“;
და შენ - ჩემთვის მგონია რომ უსასრულობა;
და მე - შენთვის კალენდარის ერთი ფურცელი;

პაზლი? - ავაწყვეთ!
ამბავი? - გაცვდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები