დიდი ბებია მყავდა. ვარა ერქვა, 14 წლის გაათხოვეს, ასაკით 20 წლით უფროს მამაკაცს გააყოლეს. 12 შვილი შობა, 10-ის გარდაცვალებას მოესწრო. ყველა ახალგაზრდა დაეღუპა, მათ შორის 9 მცირეწლოვანი. მერე ომი დაიწყო და ერთადერთი გაზრდილი შვილი, 20 წლის გიორგი დაუფიქრებლად გაუშვა ბრძოლის ველზე. უკან აღარ დაბრუნებულა. ორი პატარა შვილი დარჩა. წერა-კითხვა არ იცოდა ვარამ. დრო იყო მასეთი, ეპოქა იყო, როცა გოგოებს დედობას, ვაჟებს-კაცობას ასწავლიდნენ. წიგნი არ წაეკითხა. ასაკში მყოფმა თვლა ისწავლა: ერთანა, ორანა, სამანა... უბედური ქალი იყო, ყველა ამქვეყნიურმა ტკივილმა გადაიარა მის თავზე. დადიოდა ამხელა სამყაროში დაკარგულივით, შავი კაბა არ გაუხდია სიცოცხლის ბოლომდე. შრომობდა, ჯერ შვილებს ზრდიდა, მერე მიწას ამუშავებდა, მერე კოლმეურნოების საქონელს უვლიდა. დაღლილი დაბრუნდებოდა სახლში, იქაც თავისი წილი ტკივილი ხვდებოდა და როცა ღამე, მარტო დარჩებოდა საკუთარ სატკივართან დაკოჟრილ, ნაჯაფ ხელებს გულზე დაიდებდა, ცრემლიან თვალებს დახუჭავდა, ეგონა სიბნელეში უკეთ შეეძლებოდა უფლის დანახვა და ღმერთს შესთხოვდა; ღმერთო დაიფარე ქვეყანა და ამ ქვეყანაში ჩემი შვილებიც გარიეო. ...... გაუნათლებელი ქალი იყო ვარა, 14 წლის გათხოვდა, 12 შვილი გააჩინა, ცხოვრებაში წიგნი არ წაუკითხავს, მაგრამ მან ყველაზე მთავარი იცოდა - ის ჩასწვდა ღმერთის საიდუმლოს, ის ალბათ დანაოჭებული, ცრემლიანი, დახჭული თავლებით ხედავდა სინათლეს, რასაც ჩვენ, ამდენი წიგნისა და უნივერსიტეტის შემდეგ სულ უფრო ვშორდებით... ...... გაუნათლებელი ქალი იყო ვარა. მას მხოლოდ ქვეყნიერების მთავარი მამაოძავებელი ძალა- სიყვარული შეეძლო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. თაზო ქიზიყელი
იმ დროის ქალები, ის ჩვენი დიდი ბებიები ერთ ღირებულებებზე იზრდებოდნენ და, ალბათ, გავდნენ კიდევაც ამიტომ ერთმანეთს. თაზო ქიზიყელი
იმ დროის ქალები, ის ჩვენი დიდი ბებიები ერთ ღირებულებებზე იზრდებოდნენ და, ალბათ, გავდნენ კიდევაც ამიტომ ერთმანეთს.
3. რაღაცით ჩემი კახელი ბებია ვარა გამახსენა მასაც ბევრი შვილები ყავდა და ომის მერე დაბადებულები მაგრამ მასაც პირველი შვილები გრდაეცვალა და თვლასაც თავისებურად მასწავლიდა ოღონდ რუსულად დესიტადინ დესიტდვა დესიტრიო..
5 რაღაცით ჩემი კახელი ბებია ვარა გამახსენა მასაც ბევრი შვილები ყავდა და ომის მერე დაბადებულები მაგრამ მასაც პირველი შვილები გრდაეცვალა და თვლასაც თავისებურად მასწავლიდა ოღონდ რუსულად დესიტადინ დესიტდვა დესიტრიო..
5
2. ღმერთმა აცხონოს ქალბატონი ვარა ცუდი ეპოქა იყო და ვითომ წინ მივდივართ, მაგრამ, მივდივართ კი წინ? ვინ იცის
როგორც მოთხრობა სუსტია
ქალბატონი ვარას მოგონების ხათრით 4 ქულა არადა კარგად წერა შეუძლია ქეთის, ვიცი ღმერთმა აცხონოს ქალბატონი ვარა ცუდი ეპოქა იყო და ვითომ წინ მივდივართ, მაგრამ, მივდივართ კი წინ? ვინ იცის
როგორც მოთხრობა სუსტია
ქალბატონი ვარას მოგონების ხათრით 4 ქულა არადა კარგად წერა შეუძლია ქეთის, ვიცი
1. გული მეტკინა. ძალიან რეალური და ნამდვილია სამწუხაროდ გული მეტკინა. ძალიან რეალური და ნამდვილია სამწუხაროდ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|