| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 23 მაისი, 2018 |
*** შეყვარებულებს მზერას ვარიდებ; დასრულდა ტანჯვა და განშორება, სხვა განსასჯელის სკამზეა ვიდრე, ციხეში გადის ჩემი ცხოვრება.
იდგა სუნი და მელნის სუნს ჰგავდა… იყო დავა და კამათი მძაფრი, ზუსტად ისეთი, კაფკა რომ თხზავდა და შთაგონებით ავსებდა ჩაპლინს.
იყო სიზმარი, თუ იყო ხილვა, დიდი ხნის დავა აღარ გადადეს: სამი თაობის მსაჯულებს სიტყვა მისცეს და მათაც ხელი დამადეს.
ჩაიარა დრომ და ბადრაგებმა, - ყველამ, ვინც ჩემი ცხოვრება ლეწა, იქ, სადღაც დიდმა პაპანაქებამ უკიდეგანო დაბინდა ზეცა.
ზაფხული ბრწყინავს დიდებულებით უჩემოდ... მე კი არ მიხარია... გაღმა ნაპირი ჩემთვის სრულებით „სადღაც“ არის და უცხო მხარეა.
გაცვდა ქურთუკი. ვერსად გამქცევი ბოროტი წყევლის რისხვით გუგუნის, თქვენ წინაშე ვარ ქვეყნის დამქცევი და დამნაშავე ამ საუკუნის.
*** Другие уводят любимых, — Я с завистью вслед не гляжу. Одна на скамье подсудимых Я скоро полвека сижу. Вокруг пререканья и давка И приторный запах чернил. Такое придумывал Кафка И Чарли изобразил. И в тех пререканьях важных, Как в цепких объятиях сна, Все три поколенья присяжных Решили: виновна она. Меняются лица конвоя, В инфаркте шестой прокурор… А где-то темнеет от зноя Огромный небесный простор, И полное прелести лето Гуляет на том берегу… Я это блаженное «где-то» Представить себе не могу. Я глохну от зычных проклятий, Я ватник сносила дотла. Неужто я всех виноватей На этой планете была?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა, რა საინტერესო ინფორმაცია იყო, მადლობა. ჯანა, მომეწონა ძალიან +5 მუხა, რა საინტერესო ინფორმაცია იყო, მადლობა. ჯანა, მომეწონა ძალიან +5
1. აკაკი გაწერელიას სტატიის შესავალიდან აი, ის ადგილი რომელსაც ანა ახმატოვას გახარება გამოუწვევია: " მსოფლიო პოეზია არაა მდიდარი ასეთი მაშტაბის პოეტი ქალებით,რომელთაც ეპოქა შეუქმნიათ მშობლიურ მწერლობაში. ძველმა საბერძნეთმა კაცობრიობას მისცა ელინური ლირიკის დედოფალი საფო, რომლის პატივსაცემად ქალაქ მიტილენში პოეტი ქალის სახე მონეტაზეც კი იყო ამოკვეთილი(ერთი ასეთი მონეტა ბონშიც ინახება). მეორე და სრულიად მართებულად, პოეტი ქალის სახე ამოიკვეთა მედალიონზე ამ რამდენიმე წლის წინათ და იგი ოქსფორდის უნივერსიტეტს ამშვენებს.ესაა სახე მე-20 საუკუნის მსოფლიო პოეზიის დედოფლის ანა ახმეტოვასი". ამ სტატიის რუსული თარგმანი თვითონ ანას მიუღია საავადმყოფოში გარდაცვალებამდე. ძალიან მოსწონებია, მაგრამ წერილობითი მადლობის გადახდა ვერ მოასწრო, გარდაიცვალა.
აკაკი გაწერელიას სტატიის შესავალიდან აი, ის ადგილი რომელსაც ანა ახმატოვას გახარება გამოუწვევია: " მსოფლიო პოეზია არაა მდიდარი ასეთი მაშტაბის პოეტი ქალებით,რომელთაც ეპოქა შეუქმნიათ მშობლიურ მწერლობაში. ძველმა საბერძნეთმა კაცობრიობას მისცა ელინური ლირიკის დედოფალი საფო, რომლის პატივსაცემად ქალაქ მიტილენში პოეტი ქალის სახე მონეტაზეც კი იყო ამოკვეთილი(ერთი ასეთი მონეტა ბონშიც ინახება). მეორე და სრულიად მართებულად, პოეტი ქალის სახე ამოიკვეთა მედალიონზე ამ რამდენიმე წლის წინათ და იგი ოქსფორდის უნივერსიტეტს ამშვენებს.ესაა სახე მე-20 საუკუნის მსოფლიო პოეზიის დედოფლის ანა ახმეტოვასი". ამ სტატიის რუსული თარგმანი თვითონ ანას მიუღია საავადმყოფოში გარდაცვალებამდე. ძალიან მოსწონებია, მაგრამ წერილობითი მადლობის გადახდა ვერ მოასწრო, გარდაიცვალა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|