ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2018


დიდი 26

"და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს,
ჯიში გმირული, ჯიში ქართული,
ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო,
სატევარით და ცხენით განთქმული.

მან დიდ მუხნარში მოჰკლა ტახები
და მათი ხორცით მზრდიდა ნიადაგ,
მიტომ არ მიყვარს მე არტახები
და მიტომ ვარგვარ ადამიანად! "

****

კალანდა იყო , თოვდა ლეჩხუმში და კომლებიდან ბჟუტავდა ცეცხლი
კალანდა იყო და საქართველო ეგებებოდა ძველით ახალწელს,
ასათიანის ოჯახში ბოლთას სცემდნენ და ნერვიულობდნენ
კალანდა იყო და ბარდნალაში ეგებებოდნენ
მეკვლედ , ახალ წევრს

ლადო დაარქვეს....
ასათიანის სულის სიმტკიცე და სიყვარული დაებედება
ისე იცხოვრებს , როგორც არწივი , რომ არ დაგვჭორდეს გადამეტება
ასათიანის ლექსის ცხელება, მთელ საქართველოს გადაედება

და იყო წლები, ცივი წლები, გარეშე დედის
და იყო ცრემლი , ტკივილები ობლობის დარად
და ნამდვილად , რომ უბედობა ეს იყო ბედის
და მაინც თავის სიყვარული დატოვა მარად

და ოცდაექვსი , ვისთვის ცოტა , ვისთვის ეპოქა
ციებცხელება, ქართულ გულით გამოწვეული
მეჩხერი წვერი, ახოვანი , დიდი თვალებით
ასათიანი მოაბიჯებს....
გამორჩრული !

დაუკარით , ძველი ხანჯლის ჯერიც დადგა,
მტრებსაც უნდა ირონიით გადავხედოთ...
"დაუკარით , რომ ჭაბუინი ვიყოთ მარად"
და სიბერის დარაბები გადავხერგოთ

დაუკარით, ლადო ქუჩებს ისევ ლეწავს
ისევ შერჩა სიყმაწვილის ძმა-ბიჭები
სანამ ჩვენგან ლექსიანად გაფრენილა
დაუთვალეთ პოეტური ნაბიჯები

იმ სამასი არაგველის მკლავებს ვფიცავ
აქამდე , რომ მოგვიყვანა....
მაინც ვდგავართ
სვეტიცხოვლის საუკუნო კედლებს ვიცავ
თუ გმირები, ლაჩრები ხომ მაინც არ ვართ !

და ოცდაექვსი , ვისთვის ცოტა , ვისთვის ეპოქა ,
ლეჩხუმელ ბიჭის ოცნებების სუროც აყვავდა,
და დიდთვალება , წვერ მეჩხერი ასათიანის,
დარი პოეტი მთელს ქვეყანაზე  არვის არ ყავდა ....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები