ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 მაისი, 2018


ხატიას ბედნიერება


შესავალი

2005 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახე“ - ში ვმოღვაწეობდი.
ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ვითამაშე ნოდარ დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს“.

ამიტომაც გადავწყვიტე პიესა დამეწერა.

ამ პიესას ,,ხატიას ბედნიერება“ დავარქვი.

ხატიას და სოსოიას ბედნიერების ამბავი სულკურთხეულ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის გაგრძელებაა.
მე – როგორც ამ პიესის ახალგაზრდა ავტორმა, გადავწყვიტე გამეგრძელებინა დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს“ და შიგ ახალი პერსონაჟები შემომეყვანა.

საოცარი რამ არის ხელოვნება. არ ვიცი ამ ჩემს პიესას როგორ მიიღებს მკითხველი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: პიესა თეატრისთვის იწერება.

ცხოვრებაში სამი რამ არის ყველაზე მთავარი: პატიოსნება, ერთგულება, სიყვარული.

სწორედ თეატრისადმი სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ პიესის დაწერა.

ხატიას ბედნიერება

სურათი ორ მოქმედებად

მოქმედი პირნი

ხატია შალიკაშვილი – 21 წლის, გასათხოვარი.
სოსო მამალაძე – 21 წლის, ხატიას საქმრო.
ბესარიონი – ხატიას მამა, 45 წლის.
ქეთევანი – სოსოიას მამიდა, 35 წლის, გაუთხოვარი.
მამა სერაფიმე – სოფლის მღვდელი, 40 წლის.
მახარე – სოფლის მახარობელი, 30 წლის.
ცისია სიხარულიძე – 21 წლის, ხატიას მეგობარი.
ოთარ კალანდაძე – ახალგაზრდა პოეტი, 21 წლის.
ხვთისია დოლაბერიძე – მოცეკვავე, 32 წლის.
კოლია მიქაბერიძე – სოფლის უხუცესი, 87 წლის.
მირანდა გოგიბერიძე – სოფლის ახალი მცხოვრები, 20 წლის.
სოფლის სხვა მკვიდრნი, რომლებსაც მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, რწმენა არ დაუკარგავთ.

მოქმედება პირველი

გურიის ერთ-ერთი სოფელი. ხატია და ბესარიონი ეს - ესაა დაბრუნდნენ ბათუმიდან სასიხარულო ამბით. ბათუმელმა ექიმმა ხატიას ურთულესი ოპერაციის შედეგად მხედველობა დაუბრუნა. პირველმა ეს ამბავი მახარე მახარობელმა შეიტყო. მან ელვის უსწრაფესად ამცნო მთელ სოფელს ეს სასიხარულო ამბავი.

მახარე – ეჰეჰეჰეიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი, მახარობელივარ, მახარობელიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი, მეგობრებო გამოდით გარეთ, ერთი კარგი ამბავი უნდა გამცნოთ. ჩვენი სოფლის მშვენებას – ხატია შალიკაშვილს ექიმმა თვალები აუხილა, ხატიას თვალისჩინი დაუბრუნდა ხალხნოოოოოოოოოო!!!

ხალხი სოფლის შუაგულში იკრიბება. ისინი მოუთმენლად ელიან ხატიას გამოჩენას.
გაიგე? ხატიასთვის თურმე ექიმს თვალები აუხელია.
ნამდვილად სასიხარულო ამბავია! როგორც იქნა საწყალ გოგოს მხედველობა აღუდგა.

ამასობაში ხატიაც მოვიდა მამამისთან ერთად. მოსახლეობაში ხატიას გამოჩენამ დიდი ოვაციები გამოიწვია. ხატია პირველად ხედავდა მათ სახეებს და გულის სიღრმეში თავს ბედნიერა დგრძნობდა.

ყველა ულოცავდა ახალგაზრდა გოგოს, ბესარიონსაც წრფელი გულით ულოცავდნენ:
მართლაც რომ მოსალოცი ამბავია ბესარიონ, მთელი სოფელი გახარებულია.

ბესარიონი – ამხანაგებო!
ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი და ჩემი ქალიშვილის სიხარულის გაზიარებისთვის. მე და ხატია ყველგან და ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.

სოფლის სხვა მკვიდრნი - იცოცხლე ჩვენო ბესარიონ, ღმერთმა ტკბილად დაგაბეროს შენს ერთადერთ ქალიშვილთან ერთად.
ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით, არასოდეს მოგაკლებთ სიყვარულს და თანადგომას.
სოფლის შუაგულში შეკრებილ ხალხს სიტყვით ხატიამაც მიმართა:
მეგობრებო! მადლობა უფალს, თქვენი დანახვის ღირსი რომ გამხადა.
უფლის შემწეობით და ბათუმელი ექიმის ძალისხმევით მე პირველად გხედავთ თქვენ, რაც გულწრფელად მიხარია.
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ღმერთმა თქვენი თავი ნუ მომიშალოს დიდხანს!
სოფლის სხვა მკვიდრნი – ჩვენ ყოველთვის შენთან ვიქნებით ხატია, არასოდეს იგრძნობ უჩვენობას.
ხატია, ჩემო მეგობარო! მიმართა ცისია სიხარულიძემ: მინდა სულ ასე გახარებულს გხედავდე, იცოდე, ჩემს გულში ზიხარ მეგობარო.
ხატია – მადლობა ცისია, მეგობარო! თქვენ, მეგობრები მაძლიერებთ, თქვენ რომ არ მყავდეთ, ჩემს თავს უბედურად ჩავთვლიდი.
მთელი სოფელი მხიარულობდა. მოცეკვავე ხვთისია დოლაბერიძემ დავლური დაუარა და ცეკვაში ხატიაც აიყოლია.
მხიარულება მზის ჩასვლამდე გაგრძელდა. სოსოიას და ხატიას გარდა ყველა დაიშალა.

ყველაზე მეტად მაინც სოსოია მამალაძეს უხაროდა. ღმერთს მადლობას სწირავდა ამ სიხარულისთვის.
სოსოია – მადლობა ღმერთო, მადლობა, რომ ჩემს თვალისჩინს თვალისჩინი დაუბრუნე.
მას თავისი საცოლის ხელი ხელშიეჭირა. Oორივენი სიყვარულის თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს.
სოსოია ხატიასკენ გადაიხარა და მის ბაგეს ნაზად დაეკონა.
სოსოია – მიყვარხარ ხატია! ჩემი გული მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის.
ხატია – ვიცი სოსოია, ვიცი! მეც იგივე მეთქმის შენზე, ბიჭო!
ხატია სიყვარულით დაეწაფა მისი მიჯნურის ბაგეს.

მთელმა სოფელმა იცოდა მათი სიყვარულის შესახებ. ამიტომაც გადაწყვიტა სოსოიამ ყველას თანდასწრებით ხატიასთვის ცოლობა ეთხოვა.
დაისისას დაშლილი ხალხი მეორე დღეს კვლავ შეიკრიბა. სოფლის შუაგულში შეკრებილ საზოგადოებას სოსოია მამალაძემ სიტყვით მიმართა:
მეგობრებო!
როგორც იცით მე და ხატიას ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი.
უერთმანეთოდ გაძლება არ შეგვიძლია. ამიტომ მე მინდა თქვენი თანდასწრებით მას ხელი ვსთხოვო!
ვაშააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!
სოსოია მივიდა ხატიასთან, მუხლებზე დაუჩოქა და ხელზე ეამბორა!

აბა, რას იტყვი ჩემო ხატია, თანახმა ხარ?
თანახმა ვარ ჩემო სოსოია, თანახმა! მიუგო ხატიამ.

ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სოფელს გულწრფელად უყვარდა შეყვარებული წყვილი.
ახალგაზრდა პოეტმა ოთარკალანდაძემ მომავალ მეუღლეებს ასეთი ლექსი მიუძღვნა:

იცოცხლეთ გვრიტებო,
იხარეთ მარადის,
თქვენც ტკბილად გეცხოვროთ
სამარის კარამდის.

გულს თქვენი დანახვა
არასდროს სწყინდება,
თქვენს გულწრფელ სიყვარულს
ქება და დიდება.

მოქმედება მეორე

სოფელს თავისი ეკლესია ჰქონდა, რომელსაც მამა სერაფიმე წინამძღოლობდა. 40 წლის ცოლ-შვილიანი კაცი მუდამ ქრისტეს სიყვარულს ქადაგებდა. ამის გამო მთელ სოფელს უყვარდა.
სოსოიამ და ხატიამ სწორედ ამ ეკლესიაში გადაწყვიტეს ჯვარის დაწერა.

სოსოია – მოდი ჩემოხატია ამე კლესიაში დავიწეროთ ჯვარი.
ხატია – დავიწეროთ სოსოია, მამა სერაფიმე უარს არ გვეტყვის.

ისინი მზად იყვნენ თანაცხოვრებისთვის, უღლის გაწევისთვის.
მათ ხომ ეს ნაბიჯი სიყვარულმა გადაადგმევინა!

სიყვარული კი მარადიული გრძნობაა, მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს შეუძლია ბოროტების და სიძულვილის დამარცხება.
დედამიწაზე მხოლოდ სიყვარული უნდა მეფობდეს.

ხატიამ და სოსოიამ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში გაუსინჯეს სიყვარულს გემო და მას შემდეგ სიყვარულის განუკურნებელი სენით არიან შეპყრობილნი.

დიახ, დიახ! სიყვარული განუკურნებელი სენია!

პატარძლის მამა ძალიან გახარებული იყო. მისი ერთადერთი ქალიშვილი სიყვარულით თხოვდებოდა პატიოსან და ვაჟკაც ბიჭზე.
მამა სერაფიმემაც იცოდა ამ წყვილის სიყვარულის ამბავი და როცა გაიგო, რომ დაქორწინებას აპირებდნენ, სიხარულით დასწერა ჯვარი.
ჯვრისწერა გაზაფხულის ერთმშვენიერ დღეს შედგა.

მამა სერაფიმე – ჯვარს იწერენ მონა ღვთისა სოსო და მხევალი უფლისა ხატია.
დამილოცნიხართ ჩემო სულიერო შვილებო, დღეგრძელი იყოს თქვენი სიყვარული, უფალმა აკურთხოს თქვენი შეუღლება.
ამინ!

ამიერიდან ცოლ-ქმრად გაცხადებთ, შეგიძლიათ ერთმანეთს აკოცოთ.

სოსოიამ და ხატიამ ერთმანეთს ლოყებზე აკოცეს. დღეიდან მათი სიყვარული უფლისგან დალოცვილია.
ხატიას მეჯვარე მისივე მეგობარი 21 წლის ცისია სიხარულიძეა, სოსოიას მეჯვარე კი პოეტი ოთარ კალანდაძე.
მათ ბედნიერებას მაღლიდან დაჰყურებდა ღმერთი. ეს მან გახადა ბედნიერი მისი სულიერი შვილები.

ღვთისმშობლის წილხვდომილ მიწაზე იშვიათად ყოფილა ასეთი ზეიმი.
ტაძრის ეზოში შეკრებილ ხალხს სოფლის უხუცესმა მიმართა:

ამხანაგებო! დღეს ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ. რათა ჩვენი სოფლის ღირსეული შვილების ბედნიერება გავიზიაროთ.
87 წლის კაცი ვარ და ასეთ სიხარულს დიდი ხანია არ მოვსწრებივარ. ეს მთელი სოფლის სიხარულია და მეც თქვენთან ერთად ბედნიერი ვარ.

მოხუცს სიხარულის ცრემლები წასკდა თვალებიდან. მთელი სოფელი მხიარულობდა. ისმოდა დოლ - გარმონის ხმები, სიმღერა და ცეკვა.

ყველა ულოცავდა ახალშეუღლებულ წყვილს.
ხატიას პირველმა მამამისმა მიულოცა:
გილოცავ ჩემო სიცოცხლევ, მთელი ცხოვრება ბედნიერი მენახე.
ხატია – მადლობა მამაჩემო, შენ რომ არა, დღეს ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი. შენ გამიწიე დედობაც და მამობაც.

ხატიას დედა ბავშვობაში დაეღუპა. ამიტომაც გაუწია მამამისმა დედობაც და მამობაც.
ბესარიონმა ისე გაზარდა ხატია, უდედობა არ აგრძნობინა, ამიტომაც იყო ხატია მისი მადლიერი.

მისთვის მამა მაგალითის მიმცემი იყო. ბესარიონს მეორე ცოლი არ შეურთავს, მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება შვილს მიუძღვნა და აკი 45 წლის ასაკში მის გაბედნიერებასაც მოესწრო.

ბესარიონ შალიკაშვილს არც თავისი სიძე გამორჩენია:

სოსოია ბიჭო! რაფერ მიხარია რომ იცოდე, დღეიდან ჩემი მოყვარეც ხარ.… შენ გაიხარე ჩემი შვილის გაბედნიერებისთვის... ყოველთვის სასურველი სასიძო იყავი ჩემთვის!

სოსოია - მადლობა ბესარიონ! ღმერთი ჩვენსკენ!

ყველა იზიარებდა მათ სიხარულს.

სოფლის ახალმა მცხოვრებმა – მირანდა გოგიბერიძემაც გაიზიარა სოფლის სიხარული!

მირანდა – სიზმარია დღევანდელი დღე! ღმერთმა არმოაკლოს სიხარული სოფელს და მთელ ქვეყანას!
ახალგაზრდა მეუღლეებს გოგიბერიძის ასულმა ერთი ლამაზი სიმღერა აჩუქა, რითაც კიდევ ერთხელ დაიმსახურა ხალხის აპლოდისმენტები.
მირანდა ბავშვობიდან მღერის. მართალია, იგი ახალი მცხოვრებია ამ სოფლის, მაგრამ უკვე მოიპოვა ხალხის სიყვარული.

სოსოია მამალაძის გაბედნიერება განსაკუთრებით მამიდა ქეთევანს უხაროდა. მას სოსოიას გარდა არავინ გააჩნდა დედამიწის ზურგზე.
მადლობას ვსწირავ უფალს ჩემო სოსოია, შენ რომ მყავხარ ამ ქვეყანაზე.
სოსოია - მადლობელი ვარ შენი ყველაფრისთვის მამიდაჩემო. შენ ჩემთვის მამიდაც იყავი, დედაც და მამაც.
ხატიასგან განსხვავებით სოსოიას მამა არ ჰყავდა. დედ-მამა მას ადრე გარდაეცვალა და მამიდა ზრდიდა.
ღირსეულად აღზარდა ქეთევანმა მისი ერთადერთი ძმისშვილი, ის მასწავლებელი გახლდათ და მთელი სოფელი პატივს სცემდა მას.

პატიოსნად შრომობდა და ამიტომაც სოსოიაც პატიოსნად აღზარდა.

თვითონ 35 წლის არის და დღესაც გაუთხოვარია.

მისი ერთადერთი იმედი მისივე ძმისშვილია.

სოსოიასაც განსაკუთრებულად უყვარდა მისიე ერთადერთი მამიდა და არ უნდოდა მისი საფიცარი მამის და გათხოვილიყო, რადგან მისი დაკარგვის ეშინოდა.

ქეთევანიც ძმისშვილს ხათრს ვერ უტეხდა და არ თხოვდებოდა.

მისთვის მთავარი იყო მისი სოსოია ყოფილიყობ ედნიერი და არაფერი მოკლებოდა მას.

ქეთევანი ხატიას არა მარტო მეზობელი, მასწავლებელიც იყო და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი მასწავლებელსა და მოსწავლეს.

სოსოიას მამიდა ხატიას მამასაც დიდ პატივს სცემდა, რადგან ბესარიონიც მშრომელი და პატიოსანი კაცი იყო და მეუღლის გარდაცვალების მერე მეორე ცოლის შერთვაზე არც უფიქრია. ეს ყველაფერი ძალიან მოსწონდა ქეთევანს და ამიტომაც უყვარდა ბესარიონი და მისი ქალიშვილი.
ამიერიდან კეთილი მეზობლები ნათესავებიც არიან.
ისინი ერთმანეთს ულოცავდნენ შვილების ბედნიერებას.

ქეთევანი – გილოცავ ჩემო ბესარიონ, დღეიდან მე და შენ მოყვრებიც ვართ.
ბესარიონი – მადლობელი ვარ ჩემო ქეთევან. ჩვენი შვილების გაბედნიერებით ისეთი გახარებული ვარ, სიტყვები არ მყოფნის.

ქეთევანი – ჩვენი გვრიტები სიკვდილამდე ერთად იქნებიან ჩემო ბესარიონ.

ბესარიონი – ღმერთმა არ მოგვიშალოს ასეთი ბედნიერი დღეები.

ქეთევანი – შენს პირს შაქარი ჩემო ბესარიონ, შენს პირს შაქარი.

სოფელმა დიდებული ქორწილი გაუმართა ახალგაზრდებს. თავკაცად სოფლის უხუცესი – კოლია მიქაბერიძე დაინიშნა, რომელსაც მიუხედავად ასაკისა ძალაც ერჩოდა და დიდებული სიტყვა-პასუხიც ჰქონდა!

კოლია – ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა!

დიდება შემოქმედს! უფალი თავად არის სიყვარული! უფლის წყალობით და მადლით ჩვენი სოფელი დიდი სიხარულის მოწმე შეიქნა! ჩვენმა სათაყვანო ახალგაზრდებმა გაბედნიერებით გაგვახარეს! უფალი იყოს მათი მფარველი! გაუმარჯოსნეფე-დედოფალს!

გაუმარჯოს! აყვირდა დარბაზი!

სუფრა ხვთისია დოლაბერიძემ გახსნა ქართულის ცეკვით. სოფლის მოცეკვავემ პატარძალი გამოიცეკვა.

ყველა აღფრთოვანებულია მათი ცეკვით.

ამის შემდეგ სოსოია მამალაძე გამოვიდა და აჭარული დაუარა.
ასეთი მხიარულება დიდი ხანია არ ახსოვს სოფელს.

იყო ომი, შიმშილი, გაჭირვება, მაგრამ ქართველ კაცს არასოდეს დაუკარგავს რწმენა. ამიტომაც მოაღწია აქამდე.

მეორე მსოფლიო ომში ამ სოფლიდან ბევრი ვინმე წავიდა, მაგრამ უკან ძალიან ცოტა დაბრუნდა.

ომის შემდგომ წლებშიც უჭირდა ხალხს, მაგრამ არასოდეს დაცემულა ფიზიკურად და სულიერად.

და აი როგორც იქნა დაუდგა ბედნიერი ხანა ომგამოვლილ სოფელს. ეს არის ისტორია მეგობრობისა, სიყვარულისა, ურთიერთ თანაცხოვრებისა, ვაჟკაცობისა, სიცოცხლის ტრფიალისა.

როგორც აღვნიშნე სოფელს მიუხედავად სიდუხჭირისა, რწმენა არ დაუკარგავს.

მთელი სოფელი ზეიმობს. ლხინის სუფრა გვიანობამდე გრძელდება.

ბესარიონ შალიკაშვილმა სოსოიას მამიდა – ქეთევანი გამოიწვია საცეკვაოდ.

ქეთოც რაღა თქმა უნდა სიხარულით დასთანხმდა:

მადლობელი ვარ ჩემო ბესარიონ, შენ ნამდვილად კეთილშობილი და რაინდული ბუნების ადამიანი ხარ.
ბესარიონი – დღეს ჩვენი შვილების გაბედნიერების დღეა ჩემო ქეთო და უფლება არ გვაქვს მოწყენილები ვიყოთ.

ისინი ერთად ცეკვავენ დოლ - გარმონის მუსიკაზე, შემდეგ ამ მუსიკას არგენტინული ტანგო ცვლის.

ხალხის ტაში და ოვაციები არ წყდება, ერთმანეთს ასწრებენ ტაშის დაკვრას.

ხატიას მეგობარმა და აწ უკვე მეჯვარემ - ცისია სიხარულიძემ შეუდარებლად იცეკვა ხევსურული, რასაც მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა.

ხატია – ყოჩაღ ჩემო მეგობარო, კარგა ხანია ასეთი ხევსურული არ მინახავს ქალის შესრულებით.
ცისია – ცეკვაზე 7 წელი დავყავდი მშობლებს ჩემო ხატია. მათი დამსახურებაა მე დღეს ცეკვა რომ ვიცი.

მხიარულება თანდათან დასასრულს უახლოვდებოდა. ყველა კმაყოფილიიყო.

უფალს მადლობას უძღვნიდნენ ასეთი ლამაზი დღის ჩუქებისთვის.

კოლია მიქაბერიძემ – ამ 87 წლის კაცმა ისე წარმართა სუფრა, ყველა აღტაცებული დარჩა მისი თავკაცობით.

ბესარიონი – აგერ ორმოცდაათ წელს მიტანებული კაცი ვარ კოლია ბატონო და ამნაირი თამადობა არსად მინახავს.

კოლია - მთელი ჩემი ცხოვრება კაცურად გავატარე. სიტყვა-პასუხი და ჯანი არასოდეს მაკლდა.

17 წლიდან ვაჟკაცურად მოვდივარ. კარგი ცხოვრებაც მინახავს, გაჭირვებაც გამომივლია, მაგრამ ქედი არასოდეს არ მომიხრია.

ბესარიონი – შენ გაგიმარჯოს ღმერთმა კოლია ბატონო.
კაცი შენ ყოფილხარ და ქუდი შენ გხურებია თავზე.

კოლია - თუ კაცმა კაცურად არ ატარა თავისი უღელი, არაფერი გამოუვა.
კაცი პირველ რიგში კაცური კაცი უნდა იყოს .
ჩვენმა პოეტმა პეტრე ბაგრატიონ - გრუზინსკმა ბრძანა:

,,კაცი იყავ კაცური და
იქ ილოცე, სადაც გინდა“.

მართლაც რომ საოცარი გონების პატრონი გახლდათ ეს ოთხმოცდაათ წელს მიტანებულიკაცი.
ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო.

სამადლობელი სიტყვა სოსოია მამალაძემ წარმოსთქვა:

მადლობა უფალს, მადლობა შენ – ჩემო სოფელო ჩემი და ჩემი ხატიას სიხარულის გაზიარებისთვის. ხატია უკვე გხედავს შენ, ხედავს მთელ სამყაროს და ახლა უკვე ამბობს ხატია:
,,ხალხნო, ეს მე ვარ ხატია. ხალხნო, მე გხედავთ თქვენ!“

ფარდა

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები