ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2018


***

შენ ვერ გაიგებ, უცხო ხარ და სულ სხვა გაქვს გენი,
ვერც იმას იგრძნობ რა ხიბლი აქვს ამ ქართულ მიწას,
უბრალოდ მოგწონს, თვალს გიხარებს ქვეყანა ჩვენი,
მაგრამ არ იცი საიდან და რა სულით იშვა?
არ იცი რამდენ ხმალს გაუძლო, ისრებს და ტყვიას,
რამდენჯერ ახალ ფენიქსივით ფერფლიდან აღდგა,
შენ მხოლოდ იცი ჩვენს სამშობლოს ქართლი რომ ქვია,
მაგრამ ნაკლებად თუ შეიგრძნობ ნაბიჯებს სად დგამ.
შენ ალბათ იტყვი, ჰო ზერელედ, თუკი აქ გძინავს,
რომ საქართველო ისევეა შენი სამშობლო,
როგორც აკაკის, ილიას და უნაზესს ნინას,
რომ შენც მათსავით რუსთაველის სულთან ახლობლობ,
მაგრამ ერთი რამ გავიწყდება, ერთი და დიდი,
რომ ქართველობა სისხლშია და არა მზერაში,
აბა მითხარი, შეიძლება ამგვარი სისხლი
შენ ისე სუფთად გადაგისხას ვინმემ ვენაში,
რომ სიამაყემ აგავსოს და გაფიცებინოს
ქართული ვაზით გაფურჩქნული სულის ვენახი,
ან გრემი, ანდაც სვეტიცხოვლის ურყევი ძელი,
ერეკლეს ოდნავ ჩახეული ჯაჭვის პერანგი?
არა ძვირფასო, ტყუილია შენ ეს შეგეძლოს,
ენა ბევრს იტყვის, მაგრამ გულის თქმაა მთავარი,
ჰო, მჯერა, ჩვენი გაგიგია ბერიც და მეფეც,
თუმცა არასდროს არ გიგრძვნია ქალი-თამარი!..
შენ უცხო ხარ და არაფერი მოგეთხოვება,
თუნდაც გეგონოს ეგ გონება მთლად ქართლის ფერი,
მე ის მადარდებს, რომ ნაკლებად მოიპოვება
ჩვენშიც, პატარა საქართველოს
მართლა აღმქმელი.
მე ის მადარდებს, რომ იმ ბევრ ყალბ, ვაი პატრიოტს
კიდევაც ჯობდეს შენი, თუნდაც უსულო ხედვა,
რომ მათზე უფრო, შენ შეიძლებ გამოარჩიო
ყველა ქალისგან მოწიწებით ქართველი დედა.
აი, ეს არის, ეს მადარდებს, რომ გვავიწყდება ვინ ვიყავით და ცოტას თუ ვგრძნობთ ახლა ვინა ვართ?
და შიში მიპყრობს  ცოტა ხანში იტყვი თამამად: მე ქართველი ვარ...
ჩვენ კი დავგმობთ ცოცხალ წინაპარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები