 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 27 მაისი, 2018 |
არიან ისეთი ღამეებიც, რომელიც უნდა გაათიო, ისეთი ღამეებიც უხვადაა, სადაც მისტერებთან მისისები, ბჭობენ არაფრანგულ კამეაზე, ერთი ნაბიჯიც და კამათობენ, თემა გრძელია და უვადოა, მასთან ვერას მოვა მისისიპი. ისეთი ღამეებიც გაერევა, რომელიც უნდა გადახაზო, შენი მარტოობის დღიურიდან, შენი მარტოობის მოლბერტიდან, სადმე, სადაც არის სარაევო, ილინოისი და არკანზასი, ტანჯვა-განსაცდელში მიურიდენ თვალნი, არასძალით მოერიდო. ისეთი ღამეებიც გაკრთებიან, შენთან შემორჩება ხსოვნაშივე, ღრუბელს შენი ფრანი მიუცურო, ღრუბელს შენი ფრანით გამოება. ისევ მაგ ღიმილის ნაკვთებია, შენთან შეხვედრა რომ მომაშია, შენთან შეხვედრა რომ მომაწყურა, არიან ისეთი ღამეებიც...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რა კარგი ღამეებია რა კარგი ღამეებია
3. მისტერ და მისის სმიტები :)) მადლობა, მეგობრებო :)) მისტერ და მისის სმიტები :)) მადლობა, მეგობრებო :))
2. გულთბილი მოკითხვა. +ყველა. არიან ისეთი ღამეებიც, რომელიც უნდა გაათიო, ისეთი ღამეებიც უხვადაა, სადაც მისტერებთან მისისები, ბჭობენ არაფრანგულ კამეაზე, ერთი ნაბიჯიც და კამათობენ, თემა გრძელია და უვადოა, მასთან ვერას მოვა მისისიპი. ,,მისტერები და მისისები" - :) :) . წარმატებები გულთბილი მოკითხვა. +ყველა. არიან ისეთი ღამეებიც, რომელიც უნდა გაათიო, ისეთი ღამეებიც უხვადაა, სადაც მისტერებთან მისისები, ბჭობენ არაფრანგულ კამეაზე, ერთი ნაბიჯიც და კამათობენ, თემა გრძელია და უვადოა, მასთან ვერას მოვა მისისიპი. ,,მისტერები და მისისები" - :) :) . წარმატებები
1. ასე რა... შემოვედი, წავიკითხე, ვისიამოვნე ასე რა... შემოვედი, წავიკითხე, ვისიამოვნე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|