 | ავტორი: ნიიც ჟანრი: პროზა 5 ივნისი, 2018 |
ის აღდგომა რატომღაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა, იქნებ იმიტომ რომ ,მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა და სახლიდან გასვლა ვერ მოვახერხე, ან იქნებ იმიტომ რომ მაშინ პირველად ვიგრძენი ადამიანად ყოფნის უდიდესი პასუხისმგებლობის არსი. სარკმლის შორეულ სიღრმეში ვიხედებოდი და წვიმის წვეთების დათვლით ვირთობდი თავს, როდესაც ოთახში მამა შემოვიდა, ხელში ორი წითელი კვერცხი ეჭირა. -დავარტყათ ზუზარე!- თქვა თუ ბრძანა ვერ გავიგე მისი კილოდან. -დავარტყათ!- ჩამოვართვი ერთ-ერთი კვერცხი, რადგან ბავშვობის ასაკიდან გამოვდიოდი კვერცხის დაჭიდების ტრადიცია დიდად არ მხიბლავდა და ვერც მამაჩემის ტერმინს „დავარტყათ ზუზარე!“არსს ვხვდებოდი, მაგრამ მამას ხათრი ვერ გაუტეხე. წითელი კვერცხები დავაჭიდეთ, ჩემი გატყდა.... მამას სახეზე ცრემლები მოადგა. მე გამეღიმა. - რა არის შეგეცოდა საბრალო კვერცხი?- ვუთხარი ხუმრობით, თუმცა შევატყვე, რომ იგი ჩემს ხუმრობას ვერ იგებდა ფიქრებით სულ სხვა სამყაროში იყო. - რატომ ამბობ ყოველ აღდგომას ამ სიტყვებს?-თემის შეცვლა ვცადე- „ზუზარე „ რას ნიშნავს? მამამ შემომხედა, ოდნავ ჩაეღიმა, თვალებში თითქოს ნაპერწკლები აენთო, ცრემლები აუკიაფდა. - უკვე გაზრდილხარ ჩემო ბიჭო! ფიქრი დაგიწყია და ეგ კარგია- გადამისვა თავზე ხელი, მისი მზერა კი მე გამცდა და სადღაც შორეულ სიღრმეში ჩაიკარგა.-ის ჩემთვის ყველაფერი იყო, ბავშვობის იდეალი იყო, დიდობის მაგალითი და მომავლის იმედი. - ვინ მამა? დამაბნია მამის სიღრმისეულმა სიტყვებმა. - ზუზარე!- მითხრა მძიმედ-ბიძაჩემი - ...... - ჩემი მეხსიერება იმაზე ფიქრით იწყება რომ ზუზარეს დავმსგავსებოდი, მასავით მაღალი, მხარბეჭიანი და თუნდაც ღიპიანი გავზრდილიყავი, მასავით მყვარებოდა წიგნების კითხვა, ბევრი ღვინო დამელია რათა ყველა სუფრაზე თამადა ვყოფილიყავი და მასავით ვყვარებოდი ხალხს. - ბევრი ჭამე და ზუზარეს დაემსგავსები!- მეტყოდა ბებო და თეფშზე დარჩენილ უკანასკნელ ლუკმასაც ტკბილად ვჭამდი, იმის იმედით რომ ბებოს დაპირება ამისრულდებოდა. დრო გადიოდა ის კი ისევ ჩემ იდეალად რჩებოდა....უკვე დიდი ბიჭი ვიყავი უნივერსიტეტში ჩავაბარე და საზღვარგარეთს მივაშურე, წასვლის წინ ზუზარეს ვესტუმრეთ მე და ჩემი მეგობრები რათა გზა დაელოცა ჩვენთვის. ტრადიციული ქართული სუფრა გაიშალა ზუზარე თამადა იყო. თამადა რომლის ხელშიც სუფრა კარგ სანახაობად იქცეოდა ხოლმე. მას შეეძლო ერთ ტონში დაეწყო და დაესრულებინა თამადობა, სუფრა ზუზარეს თან ერთად ეს არ იყო ჩასხმა- ჩაყრის ადგილი პირიქით ეს ხელოვნება იყო, სადაც ბევრ ახალს გაიგებდი და ისწავლიდი. შეიცნობდი ადათ-წესებს ,ისწავლიდი წინაპართა სიყვარულს და ისტორიის პატივისცემას. გაიხსენებდი ან სულაც ახლა გაიგებდი საქართველოსთვის თავდადებული გმირების ცხოვრებას და მოღვაწეობის ამბებს. სითბოთი და სიყვარულით დალოცავდი საყვარელ ადამიანებს და ესე სიყვარულით აღვსილი მიაშურებდი სახლს. დაგვისვამდა ზუზარე და გვიხსნიდა სუფრის სწორად წარმართვის ხერხებს და ჩვენც ახალგაზრდები გულისყურით ვუსმენდით მას, რათა სიტყვა არ გამოგვრჩენოდა და ყველაფერი სწორად გაგვეთვალა. - „სუფრა ეს წმინდა ადგილია, როდესაც იქ ჯდები გული სუფთა და სული წმინდა უნდა გქონდეს, ყოველგვარი წყენა უნდა დაივიწყო, შენს გვერდით მჯდომი თანამებრძოლად უნდა აღიქვა, რომელთან ერთადაც ბოლომდე უნდა გახვიდე....-გვიხსნიდა ახალგაზრდებს შემდეგ კი სუფრაზე სათქმელ სადღეგრძელოებს ჩამოგვითვლიდა- სუფრა ლხინისა და ჭირის არის. ამ ორს აბსოლუტურად განსხვავებული წარმართვა სჭირდება, სუფრაზე თამადა დირიჟორია და თუ იქ რაიმე არასასიამოვნო მოხდა ესე იგი მან დაუშვა შეცდომა, რაღაც ვერ აუხსნა, ვერ გააგებინა და ვერ მიიტანა გარშემომმყოფამდე. ათეული წელი გავიდა სანამ საზღვარგარეთიდან დავბრუნდი, თუმცა საკუთარ მიწას მოწყვეტილი ზუზარეს არასოდეს ვივიწყებდი და მის დარიგებებს ხშირად ვიხსენებდი. როდესაც დავბრუნდი ის უკვე ავად იყო, თუმცა ისევ ამაყად ეჭირა თავი, “ბებერი ხარის რქაც ხნავს“ ნათქვამია და ზუზარეს სიტყვა ისევ ჭექდა და ქუხდა..... აღდგომა იყო როდესაც ვესტუმრე. იმ წელს აღდგომა მამაჩემის დაბადების დღეს დაემთხვა და სანამ სასაფლაოზე გავიდოდი ზუზარესთან შევიარე. - ბიძია როგორ არის?-ვკითხე ეზოში მოთამაშე მის ერთადერთ პატარა ქალიშვილს - არ არის კარგად!.-მითხრა დანანებით- გკითხულობდა, ძალიან გაუხარდება შენი ნახვა. კარი შევაღე, ის საწოლში იწვა.... ოდნავ მოტეხილი, წლებდატყობილი, სევდიანი თვალებით, თუმცა ისევ ამაყად მომზირალი. -ზუზო ქრისტე აღსდგა! -ჭეშმარიტად აღსდგა ბიძია! -მითხრა ამაყად -ზუზო როგორ ხარ?-ვკითხე - არამიშავს!- მითხრა მშვიდად, არ მახსოვს მისგან სიტყვა „ცუდადვარ“ გამეგონა, ოდნავ წამოიწია- კვერცხი არ მოგიტანია? დავარტყათ!... -თითქოს საუბრის თემის შეცვლა სცადა და გაწყობილი სუფრისკენ გაიხედა, თვალით მანიშნა კვერცხი აიღეო. - აღდგომის კვერცხებს შეჭიდება უხდება!-ჩაილაპარაკა თავისთვის. -დავარტყათ ზუზარე!-ვუთხარი მე და კვერცხი გაუწოდე - დამირტყი!-იყო მშვიდი პასუხი თუ ბრძანება ჭახანი გაისმა, მისი გატყდა. - შენია წაიღე!-გამომიწოდა კვერცხი- ტრადიციაა ასეთი ვინც გატეხავს მან უნდა წაიღოს. სიტყვის შეუბრუნებლად გამოვართვი კვერცხი და ჯიბეში ჩავიდე. - ზუზარე ეხლა მამის საფლავზე გავალ და საღამოს აქ შევიკრიბებით. ხო გვითამადებ?- ვკითხე. - საქმეს მიხედე წადი. მეც წამოვდგები! სასაფლაოს მივაშურე, რომელიც ზუზარეს ეზოს ბოლოდან იწყებოდა და როდესაც ხელში ჭიქა ავიღე, რათა იუბილარი მამისათვის იმქვეყნად მიმელოცა დაბადების დღე, საშინელმა კივილმა შეძრა მთელი სოფელი....... ზუზარე წამოდგა და მამაჩემთან დაბადების დღის მისალოცად წავიდა.... მისი სიცოცხლე ჩემთვის იდეალური იყო და სიკვდილიც იდეალური გახდა. ჯიბიდან გატეხილი კვერცხი ამოვიღე და დიდხანს დავცქეროდი ცრემლმორეული. რა იყო ეს? რატომ დამირტყა კვერცხი? ის ჩვენი გვარის „უკანასკნელი მოჰიკანი“ იყო და სამუდამოდ დაგვტოვა, მისი კვერცხი გატყდა ჩემი კი ისევ მთელი იყო, ესე იგი მისი ცხოვრების გზა მე უნდა გამეგრძელებინა, ზუზარემ ერთი გატეხილი კვერცხით მთელი წარსული და მომავალი მე გადმომაბარა.... ჩემთვის მას შემდეგ იდეალური ადამიანები მიწაზე აღარ არსებობენ, ის ერთადერთი იყო და ისიც ცაშია....
ამ ამბის მოსმენის შემდეგ ისეთი აღელვებული ვიყავი რომ მინდოდა აივანზე გავსულიყავი და მეყვირა: „ზუზარე არასოდეს დაგივიწყებთ! გვარს ღირსეულად გავაგრძელებთ!“ მაგრამ მხოლოდ ის მოვახერხე რომ სამზარეულოდან ორი კვერცხი გამოვიტანე და მამაჩემს მივმართე: - დავარტყათ ზუზარე? - დავარტყათ- იყო აცრემლებული, მაგრამ ამაყი მამის პასუხი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. კი მერიდებოდა, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე წაკითხვა... :) მოთხრობას რაც შეეხება: ძალიან გულის ამაჩუყებელია "მამაშვილობის თემა", ისევე როგორც ბიძა - ძმიშვილის განსაკუთრებული დამოკიდებულება... თავადაც ისეთი ბიძა მყავს(გადაყოლილი ჩემზე), რომ მშობლად მიმაჩნია!... და საერთოდ, ქართველებს ოჯახის კულტი გვაქვს! - შეიძლება ბევრი რამ გვესწავლება, მაგრამ მშობლების და შვილების სიყვარული - ნამდვილად არ გვესწავლება, არავისგან! - აი, ასე!... ;) კი მერიდებოდა, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე წაკითხვა... :) მოთხრობას რაც შეეხება: ძალიან გულის ამაჩუყებელია "მამაშვილობის თემა", ისევე როგორც ბიძა - ძმიშვილის განსაკუთრებული დამოკიდებულება... თავადაც ისეთი ბიძა მყავს(გადაყოლილი ჩემზე), რომ მშობლად მიმაჩნია!... და საერთოდ, ქართველებს ოჯახის კულტი გვაქვს! - შეიძლება ბევრი რამ გვესწავლება, მაგრამ მშობლების და შვილების სიყვარული - ნამდვილად არ გვესწავლება, არავისგან! - აი, ასე!... ;)
25. და სანამ ჩემი "ზუზარე" მთავარ გვერდიდან გაქრება.მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინც ეს ნაწარმოები წაიკითხეთ, შეაფასეთ ან არ შეაფასეთ, ვინც თქვენი აზრი გამოხატეთ... თქვენ ჩემთვის ყველაზე მძიმე პერიოდი გადამატანინეთ, ჩემო უცნობო მეგობრებო, რადგან "ზუზარე" ჩემი მამიკოა, ჩემი ტკივილი და ჩემი მონატრება. . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. უფალი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის..... და სანამ ჩემი "ზუზარე" მთავარ გვერდიდან გაქრება.მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინც ეს ნაწარმოები წაიკითხეთ, შეაფასეთ ან არ შეაფასეთ, ვინც თქვენი აზრი გამოხატეთ... თქვენ ჩემთვის ყველაზე მძიმე პერიოდი გადამატანინეთ, ჩემო უცნობო მეგობრებო, რადგან "ზუზარე" ჩემი მამიკოა, ჩემი ტკივილი და ჩემი მონატრება. . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. უფალი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის.....
24. ბედნიერებაა რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ ყველაზე ცუდი ტრადიცია "ხათრით" რამის კეთება გაქრა... :) ვიღაცას სუფრაზე ჭიქების ჭახუნი მოსწონს, ვიღაცას ეს საშინელ დისკომფორტს უქმნის, რა პრობლემაა ეგრევე დგება და მიდის. ვიღაცას კლუბში ძაგძაგი აბედნიერებს და ვიღაცეები ასეთ გართობას დასცინიან... მთავარია რომ ყველა "ჩვენები" ვართ! :)))) ამ ნაწერს რაც შეეხება, უკაცრავად ავტორთან, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის ემოციურად ახლოს და არც ლიტერატურასთან აქვს კავშირი, თუმცა ვიღაცისთვის ეს შეიძლება სენტიმენტალური იყოს.. :) წარმატებები... პ.ს. თან არ მგონია ეს პროპაგანდისტულ ტექსტად გამოდგეს, ან რაიმე ღირებულებების წამახალისებლად. უფრო ალბათ ძველი ქვევრივით შეიძლება იდოს სადმე ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებისთვის და "იდოს" ავტორსაც გაუხარდება :) ბედნიერებაა რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ ყველაზე ცუდი ტრადიცია "ხათრით" რამის კეთება გაქრა... :) ვიღაცას სუფრაზე ჭიქების ჭახუნი მოსწონს, ვიღაცას ეს საშინელ დისკომფორტს უქმნის, რა პრობლემაა ეგრევე დგება და მიდის. ვიღაცას კლუბში ძაგძაგი აბედნიერებს და ვიღაცეები ასეთ გართობას დასცინიან... მთავარია რომ ყველა "ჩვენები" ვართ! :)))) ამ ნაწერს რაც შეეხება, უკაცრავად ავტორთან, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის ემოციურად ახლოს და არც ლიტერატურასთან აქვს კავშირი, თუმცა ვიღაცისთვის ეს შეიძლება სენტიმენტალური იყოს.. :) წარმატებები... პ.ს. თან არ მგონია ეს პროპაგანდისტულ ტექსტად გამოდგეს, ან რაიმე ღირებულებების წამახალისებლად. უფრო ალბათ ძველი ქვევრივით შეიძლება იდოს სადმე ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებისთვის და "იდოს" ავტორსაც გაუხარდება :)
23. გადავიკითხე მეორედ და მეორედ ჩავარდი შოკში... კომენტარიც ავკრიფე და წავშალე ))))
გადავიკითხე მეორედ და მეორედ ჩავარდი შოკში... კომენტარიც ავკრიფე და წავშალე ))))
22. სერენა გამეხარდა რომ წაიკითხე და შენი შეხედულებაც არგუმენტირებულად გადმოეცი. თუმცა ჩემი მთავარი სათქმელი ამ ნაწარმოებით არაა ის რაც შენ დაინახე..მოდი მეორედ გადაიკითხე სერენა გამეხარდა რომ წაიკითხე და შენი შეხედულებაც არგუმენტირებულად გადმოეცი. თუმცა ჩემი მთავარი სათქმელი ამ ნაწარმოებით არაა ის რაც შენ დაინახე..მოდი მეორედ გადაიკითხე
21. როგორ მოვახერხო ერთდროულად ვიყო კულტურულიც და გულწრფელიც ამ შემთხვევაში არ ვიცი.. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ მსგავსი თემატიკა, ამხელა გვირგვინს რომ იდგამს თავზე, ინისეულად რომ ვთქვათ ჯერ ჰო ძალიან "ტეხამს" და ახლა კიდევ სიმწრის ცრემლს ვიწმენდ მუჭებით..
ლიტერატურა შარშია როგორ მოვახერხო ერთდროულად ვიყო კულტურულიც და გულწრფელიც ამ შემთხვევაში არ ვიცი.. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ მსგავსი თემატიკა, ამხელა გვირგვინს რომ იდგამს თავზე, ინისეულად რომ ვთქვათ ჯერ ჰო ძალიან "ტეხამს" და ახლა კიდევ სიმწრის ცრემლს ვიწმენდ მუჭებით..
ლიტერატურა შარშია
20. რით ვეღარ გადავიდა მოდიდან ღიპები და სადღეგრძელოები, მითუმეტეს ამ ღიპებზე და სადღეგრძელოებზე წერა და მითუმეტეს ლიტ. პორტალზე გათავარფურცლება. სრული ქვის ხანა! ქართული სუფრა ხელოვნება მხოლოდ ფურცლებზეა, თორე რისი ხელოვნებაცაა ყველამ კარგად ვიცით, ოდესმე იყო თუ არა, ამის მხოლოდ წარმოსახვაღა თუ შეიძლება. მხოლოდ იმ ტრადიციების შენარჩუნება ღირს, რომელთაც დიდი, ძააალიან დიდი ზნეობრივი დატვირთვა აქვთ, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ცუდი ტრადიცია პროგრესის მტერია, ამიტომ ფრთხილად უნდა იწერებოდეს მათ შესახებ. თორემ ერთი პერიოდი წითელ თმიანი ქალების ხოცვის ტრადიციაც არსებობდა, ქრისტიანული არგუმენტებით გამყარებული.
კოლექტიურ ალკოჰოლიზმსა და ღორის ხორცის ღეჭვაში არაფერია სატრადიციო და მითუმეტეს მისაბაძი, დასაწერი ხომ საერთოდ...
ტექსტის ბოლომდე ვინარჩუნებდი ოპტიმიზმს, იმისა რომ შვილი რაღაცას შეცვლიდა, რაღაცაზე თვალს აუხელდა მამას, ან მას აეხილებოდა თვალი, ნაცვლად ამისა კვერცხები, ცრემლები და საფლავებია, წარსული, ალკოჰოლიზმი, ღორის ღეჭვა, უკუნეთი, ტრადიცია, ხოცვა-ჟლეტა და ეს ყველაფერი პოზიტიურ ტონალობაში გადმოცემული. პირდაპირ შოკირებული ვარ!!!
რით ვეღარ გადავიდა მოდიდან ღიპები და სადღეგრძელოები, მითუმეტეს ამ ღიპებზე და სადღეგრძელოებზე წერა და მითუმეტეს ლიტ. პორტალზე გათავარფურცლება. სრული ქვის ხანა! ქართული სუფრა ხელოვნება მხოლოდ ფურცლებზეა, თორე რისი ხელოვნებაცაა ყველამ კარგად ვიცით, ოდესმე იყო თუ არა, ამის მხოლოდ წარმოსახვაღა თუ შეიძლება. მხოლოდ იმ ტრადიციების შენარჩუნება ღირს, რომელთაც დიდი, ძააალიან დიდი ზნეობრივი დატვირთვა აქვთ, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ცუდი ტრადიცია პროგრესის მტერია, ამიტომ ფრთხილად უნდა იწერებოდეს მათ შესახებ. თორემ ერთი პერიოდი წითელ თმიანი ქალების ხოცვის ტრადიციაც არსებობდა, ქრისტიანული არგუმენტებით გამყარებული.
კოლექტიურ ალკოჰოლიზმსა და ღორის ხორცის ღეჭვაში არაფერია სატრადიციო და მითუმეტეს მისაბაძი, დასაწერი ხომ საერთოდ...
ტექსტის ბოლომდე ვინარჩუნებდი ოპტიმიზმს, იმისა რომ შვილი რაღაცას შეცვლიდა, რაღაცაზე თვალს აუხელდა მამას, ან მას აეხილებოდა თვალი, ნაცვლად ამისა კვერცხები, ცრემლები და საფლავებია, წარსული, ალკოჰოლიზმი, ღორის ღეჭვა, უკუნეთი, ტრადიცია, ხოცვა-ჟლეტა და ეს ყველაფერი პოზიტიურ ტონალობაში გადმოცემული. პირდაპირ შოკირებული ვარ!!!
19. მადლობა ყველას ამ ნაწარმოების ესეთი თბილი შეფასებისთვის. მადლობა რომ მასში დადებითი დაინახეთ. წარმატებები ყველას! უფალი გფარავდეთ! მადლობა ყველას ამ ნაწარმოების ესეთი თბილი შეფასებისთვის. მადლობა რომ მასში დადებითი დაინახეთ. წარმატებები ყველას! უფალი გფარავდეთ!
17. სუკუბუს დიდი მადლობა. "ზუზარე" ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა... სუკუბუს დიდი მადლობა. "ზუზარე" ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა...
16. ზუზარე! როგორი უცნაური და დასამახსოვრებელი სიტყვაა ^_^
მომეწონა, წარმატებები თქვენ ზუზარე! როგორი უცნაური და დასამახსოვრებელი სიტყვაა ^_^
მომეწონა, წარმატებები თქვენ
14. ძალიან მომეწონა,სევდიანი და თბილი ამბავია ++ ძალიან მომეწონა,სევდიანი და თბილი ამბავია ++
13. თუ ერთერთ თქვენგანს მაინც აღდგომა დღეს "ზუზარე" გაგახსენდებათ ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება ჩემგან.... მადლობა ყველას თბილი სიტყვებისა და კეთილი რჩევებისთვის. წარმატებებიიიიი თუ ერთერთ თქვენგანს მაინც აღდგომა დღეს "ზუზარე" გაგახსენდებათ ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება ჩემგან.... მადლობა ყველას თბილი სიტყვებისა და კეთილი რჩევებისთვის. წარმატებებიიიიი
12. ძალიან ნაღვლიანი ამბავია, უბრალოდ და გულიანად მოთხრობილი, ქარტული სუფრა, თავის ადათ-წესებით რომ ხელოვნებაა ეს აქსიომაა, , აქ ახალი არაფერია, შეიძლებოდა რამე ლეგენდის ან რომელიმე სადღეგრძელოს მითების შესახებ გეამბა.პროზას გავს, კი გავს, მაგრამ არაა, დაუჯერე ლიტერატორებს და მიაღწევ წარმატებას. ძალიან ნაღვლიანი ამბავია, უბრალოდ და გულიანად მოთხრობილი, ქარტული სუფრა, თავის ადათ-წესებით რომ ხელოვნებაა ეს აქსიომაა, , აქ ახალი არაფერია, შეიძლებოდა რამე ლეგენდის ან რომელიმე სადღეგრძელოს მითების შესახებ გეამბა.პროზას გავს, კი გავს, მაგრამ არაა, დაუჯერე ლიტერატორებს და მიაღწევ წარმატებას.
11. ჩვენი გვარის "უკანასკნელი მოჰიკანი" ?! მისი გვარის უკანასკნელი მოჰიკანი კიდე გასაგებია, მაგრამ ჩვენი გვარის, როცა მთხრობელი მისი მოგვარეა და თანაც უმცროსი, რა ვიცი???...
მე, პირადად, სიუჟეტით დიდად ვერ მოვიხიბლე. ჩვენი გვარის "უკანასკნელი მოჰიკანი" ?! მისი გვარის უკანასკნელი მოჰიკანი კიდე გასაგებია, მაგრამ ჩვენი გვარის, როცა მთხრობელი მისი მოგვარეა და თანაც უმცროსი, რა ვიცი???...
მე, პირადად, სიუჟეტით დიდად ვერ მოვიხიბლე.
10. ზუზარე )) აღდგომაზე გამახსენდება ალბათ ეს სახელი ))) ყოველშემთხვევაში არ ვინანე რო წავიკითხე ;) ;) წარმატებები და ფაქტია რო მომავალში უკეთესადაც გამოგივა. ერთი ისაა რო ორიგინალურობა დამაკლდა, მაგრამ გენიალურობა ხომ სიმარტივეშია. გულთბილი მოკითხვა ,,იმენნო"" ჩემგან ))) ზუზარე )) აღდგომაზე გამახსენდება ალბათ ეს სახელი ))) ყოველშემთხვევაში არ ვინანე რო წავიკითხე ;) ;) წარმატებები და ფაქტია რო მომავალში უკეთესადაც გამოგივა. ერთი ისაა რო ორიგინალურობა დამაკლდა, მაგრამ გენიალურობა ხომ სიმარტივეშია. გულთბილი მოკითხვა ,,იმენნო"" ჩემგან )))
9. დიდი მადლობა ყველას სითბოსთვის და კეთილი რჩევებისთვის. უფალი გფარავდეთ! დიდი მადლობა ყველას სითბოსთვის და კეთილი რჩევებისთვის. უფალი გფარავდეთ!
8. თბილია მაწერია..მართალი ნაწერი..ზედმეტი პრანჭვების გარეშე...მიყვარს ნაწერი რომ აგატირებს..და კიდე მიყვარს როცა მოგონებები გადმოაქვთ ფურცელზე ასე ლამაზად,თითქოს ის ადამიანები ცოცხლდებიან იმ ფურცლებზე...წარმატებები... 5 ჩემგან) თბილია მაწერია..მართალი ნაწერი..ზედმეტი პრანჭვების გარეშე...მიყვარს ნაწერი რომ აგატირებს..და კიდე მიყვარს როცა მოგონებები გადმოაქვთ ფურცელზე ასე ლამაზად,თითქოს ის ადამიანები ცოცხლდებიან იმ ფურცლებზე...წარმატებები... 5 ჩემგან)
7. კარგია მომწონს. არის იდეალური პიროვნული თვისებების კვალი წინაპრებისა, საქებარი, ადათ–წესები, ტრადიციები. გუასაჩვილებელი მომენტიცა კი არის აქ. მოსაწონია და კარგია სუფრისა და წევრების დანიშნულება, როლი, თავისი მნიშვნელობით. ჩემი აზრით მათი ცოდნა ქართველიკაცისთვის საჭიროა. სუფრა პატარა სახელმწიფოა, მართვა სჭირდება მასაც, წესრიგი იქ საწირო და მნიშვნელოვანია, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული თვალშიც და გულშიც, ეს მართალია, მჭრელი. ინტელექტუალური და მოქნილი გონება, იუმორის შეგრძნება ხომ განთვირთავს სუფრას ყველა ხინჯისაგან რაც ბახუსს ახლავს თან და სიამტკბილობას ამძაფრებს, ჰარმონიაში მოჰყავს ყველაფერი. მართლაც ქართული სუფრა და სტუმარ–მასპინძლობა ეს ხელოვნებაა. ალბათ სხვაგან ვერც შეძლებენ მას. კარგი ნაწარმოებია, ასე მიმაჩნია. აღდგომის კვერცხის გატეხა არც მე მაყენებს დიდ სიამოვნებას, მირჩევნია თეფშს შევაჭიდო, ვიდრე ვინმე სხვას. კარგია მომწონს. არის იდეალური პიროვნული თვისებების კვალი წინაპრებისა, საქებარი, ადათ–წესები, ტრადიციები. გუასაჩვილებელი მომენტიცა კი არის აქ. მოსაწონია და კარგია სუფრისა და წევრების დანიშნულება, როლი, თავისი მნიშვნელობით. ჩემი აზრით მათი ცოდნა ქართველიკაცისთვის საჭიროა. სუფრა პატარა სახელმწიფოა, მართვა სჭირდება მასაც, წესრიგი იქ საწირო და მნიშვნელოვანია, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული თვალშიც და გულშიც, ეს მართალია, მჭრელი. ინტელექტუალური და მოქნილი გონება, იუმორის შეგრძნება ხომ განთვირთავს სუფრას ყველა ხინჯისაგან რაც ბახუსს ახლავს თან და სიამტკბილობას ამძაფრებს, ჰარმონიაში მოჰყავს ყველაფერი. მართლაც ქართული სუფრა და სტუმარ–მასპინძლობა ეს ხელოვნებაა. ალბათ სხვაგან ვერც შეძლებენ მას. კარგი ნაწარმოებია, ასე მიმაჩნია. აღდგომის კვერცხის გატეხა არც მე მაყენებს დიდ სიამოვნებას, მირჩევნია თეფშს შევაჭიდო, ვიდრე ვინმე სხვას.
6. გავითვალისწინებ. დიდი მადლობა! გავითვალისწინებ. დიდი მადლობა!
5. ჰო მართლა სათაურს წერიტილი მოაშორე. სადაც ზმნა არ არის იქ წერტილიც არაა საჭირო. :)
ჰო მართლა სათაურს წერიტილი მოაშორე. სადაც ზმნა არ არის იქ წერტილიც არაა საჭირო. :)
4. ბრავო!
ცოტა მეტი ემოციური ტვირთი მოუხდებოდა. გამომსახველობაც ცოტათი მეტი მოუხდებოდა... თუმცა ასეც კარგია დამწყებისთვის. :)
ფაქტია რომ წერა შეგიძლია და გამოგდის. რაც შეიძლება მეტი წერე. ოღონდ თემები შეარჩიე. მთავარი ისაა როგორ წერ და არა რას წერ.
ბრავო!
ცოტა მეტი ემოციური ტვირთი მოუხდებოდა. გამომსახველობაც ცოტათი მეტი მოუხდებოდა... თუმცა ასეც კარგია დამწყებისთვის. :)
ფაქტია რომ წერა შეგიძლია და გამოგდის. რაც შეიძლება მეტი წერე. ოღონდ თემები შეარჩიე. მთავარი ისაა როგორ წერ და არა რას წერ.
2. მეც აუცილებლად წავიკითხავ და შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ... :) მეც აუცილებლად წავიკითხავ და შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ... :)
1. პროზას იშვიათად ვკითხულობ, მაგრამ ეს მომეწონა, ემოციურია, უცრემლოდ ვერ წავიკითხე. პროზას იშვიათად ვკითხულობ, მაგრამ ეს მომეწონა, ემოციურია, უცრემლოდ ვერ წავიკითხე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|