ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მო შიორგრა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2018


სამი წლის ბავშვი

გუშინ გადავხედე წარსულის ფრაგმენტებს...
ფოტოსურათებზე სამი წლის ბავშვია:
არც ისე ლამაზი არ არის ის ბავშვი,
მაგრამ მის მზერაში რაღაცა შარმია...
არ არის ნაზი და ხანდახან კიცხავენ
ჩხუბის მოყვარულს და პატარა შარიანს.
კეთილი გული აქვს, არ არის ბოროტი.
მის ირგვლივ სულ თბილი და კარგი ხალხია...
პატარას დედიკო ძალიან ლამაზი,
უსაზღვროდ კეთილი და სათნო ქალია.
მისი სიყვარულის ულევი სანთელი
დღე და ღამ სიწმინდის ტაძარში ანთია!
პატარას მამიკო ძალიან თბილი და
ძალიან, ძალიან ჭკვიანი კაცია!
ოჯახის სიყვარულს ვერავინ ასწავლის.
მამის მზრუნველობა ბავშვს სულ არ აკლია!..
გოგონას ძამიკო მთლად ჩასაყლაპი და
ძალიან ლამაზი - ორი წლის ბავშვია!
მხრებზე დაუწყვია ღაჟღაჟა ლოყები,
პატარა სპლიყვების შარვალი აცვია!
...
გუშინ გადავხედე წარსულის ფრაგმენტებს...
ფოტოსურათებზე სამი წლის ბავშვია:
არც ისე ლამაზი არ არის ის ბავშვი,
მაგრამ მის მზერაში რაღაცა შარმია...

22 ოქტომბერი, 2010წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები