ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლავა
ჟანრი: პროზა
14 ივნისი, 2018


მეგობრები რომ ყოფილიყვნენ......

მეგობრები  რომ  ყოფილიყვნენ, ბევრ რამეს  ეტყოდნენ ერ- თმანეთს. დიდ ქალაქში ორივენი მარტონი, საკუთარი თავისა  და მუზების ამარა დარჩნენ. ერთი ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი და- დის, შიშველ  ტანზე პალტო მოუცვამს, ყელზე კი თეთრი  კაშნე შემოუხვევია, ხვეული თმა უკან გადაუვარცხნია და ლურჯი თვა- ლები თვალუწვდენელისთვის  მიუპყრია. ჩვეულებრივი  მოკვდა- ვები ასე შორს არ იყურებიან. გიჟიაო - ამბობენ მასზე და ცდი- ლობენ, თავი აარიდონ. გიჟია, გიჟი, ოღონდ პოეზიისა და მუზე- ბის,  ასე ხშირად რომ ევლინებიან ამ  უღიმღამო სამყაროში  და გავროშულ  ყოფას უხალისებენ. „ცისფერყანწელებს” რატომ- ღაც  არ უყვართ. ერთხელ  პაოლო იაშვილმა სცემა კიდეც. მას არ სწყენია. ვითომც არაფერიო და მერე ლექსიც მიუძღვნა პაო-
ლოს. გალაკტიონი  გამოელაპარაკება ზოგჯერ,  ალბათ იმიტომ,  რომ  ისიც მასავით მარტოსულია. მერე არყის ჭიქას მიუჭახუნებს - გაგიმარჯოს, წალენჯიხელო. გაგიმარჯოს, გალონ - ისმის პასუხი. მეორე? ისიც მარტოა. დადის დუქან-დუქან  პალიტრაამოიღლიავებული და ჭიქა არაყზე  ცვლის ნახატებს. სფინ- ქსივით უთქმელია და  განდეგილივით  თავმდაბალი. თავს არავის აბეზრებს, ღარიბია, მაგრამ  ბედნიერი, იმიტომ,  რომ ხატავს. პატარა ხელოვნების სალონზე ოცნებობს, სადაც სევდის მგოსნები ლექსებს წაი- კითხავენ, ის კი  მათ  დიდი რუსული სამოვრიდან ჩაის ჩამოუსხამს. თითოეულ  მაგიდაზე თიხის პატარა ქოთნები  იქნება დადგმული, ყოველ ქოთანში  კი თითო წითელ ვარდს ჩადებს იმ ასი  ვარდიდან, რომელიც ერთ დროს პარიზელ მოცეკვავე მარგარიტას მიუძღვნა. სალონსაც „მარგარიტა” ერქმევა.
მეგობრები  რომ  ყოფილიყვნენ, დარწმუნებული  ვარ,  ბევრი  რამ ექნებოდათ  მოსაყოლი ერთმანეთის- თვის  - ისაუბრებდნენ ბოდლერზე, ლოტრეკსა და სიყვარულზე და კიდევ, თბილისსა და თბილისელებზე, რომლებმაც ორივე ერთნაირად მიიღო. თუმცა თბილისი რა შუაშია? ის ხომ თბილი-ა? აი, ადამიანები კი,
„გიჟია ოხერიო” - ამბობენ ტერენტი გრანელის გამოჩენისას; „ლოთია უბედურიო” - დაადევნებენ ღვარ- ძლს ფიროსმანს. „ნიჭიერიაო” ვიღაც აუცილებლად ჩაილაპარაკებს, ოღონდ თავისთვის, მერე ხელს ჩაიქ- ნევს და გზას გააგრძელებს. ისინი კი დასხდებიან ნიკალას სალონში და ჩაის დალევენ რუსული სამოვრი- დან. გარეთ გაზაფხულის მშვიდი საღამო იქნება, სიამოვნებისაგან აჟღურტულებული გულწითელა ჩიტე- ბის  ერთი ხიდან  მეორეზე გადაფრენის ჟამი.

1919  წელი.  ხელოვნების სალონი „მარგარიტა”
უკვე საღამოა და უკანასკნელი სტუ- მარი  ტოვებს  ფანჯარასთან  მიდგმულ  მრგვალ  მაგიდას,  ოღონდ ჯერ თიხის ქოთნიდან  ვარდი  უნდა  ამოიღოს  და პალტოს ჯიბეში ჩაიდოს, მერე კი დახ- ლის უკან მდგარ მასპინძელს, რომელიც ჩაის ჭიქებს დასტრიალებს, დაემშვიდო- ბება.
- კარგად იყავი,  ნიკალა.
- წახვედი?
- ჰო, წავედი.
- საით, წალენჯიხელო?
სტუმარი შეცბა, მერე, თითქოს რა- ღაცის თქმას  აპირებსო, ღრმად  ამოი- სუნთქა,  მაგრამ გადაიფიქრა და კარი- საკენ  გაემართა.
- ღმერთი  გფარავდეს, - ამოიოხ- რა ნიკალამ  და მისი მაგიდისკენ წავი- და, ცარიელი ჩაის ჭიქა უნდა აიღოს.
- ეჰ, ნაწერები დარჩენია.  მაგიდაზე უამრავი დაჯღაბნილი ქაღალდია მიმო- ფანტული.
- შევინახავ. ხვალ  გამოივლის  და წაიღებს...
ნიკალა ფურცლებს  ერთ დასტად აგროვებს,  მერე კითხულობს. მელნით დაწერილი ლექსია, აქა-იქ ჩაის კვალიც ატყვია ფურცლებს: „ის სულ სხვანაი- რია, იდუმალი და მიუწვდომელი. მესა-  მე სართულის იარუსიდან ჭოგრიტით დანახული მარეხი” - წერია  გაურკვევ- ლად, მერე კი სიტყვები სეტყვავენ ფურ- ცელს:

„მძიმე ქარები გარეთ კვნესიან, დღემდე ოცნება  სივრცე მეგონა, რა ძვირფასია ეს პოეზია
და იდუმალი ქალი ლენორა”. მერე კი:
„ლენორაწმინდა, ლენორა ერთი, ლენორა მინდა, ლენორა ღმერთი, ლენორა მოდის... ლენორა მოჰქრის...”

ციებ-ცხელებით გათანგულის ბოდ-  ვას ჰგავს. ლენორა ვინაა, ნეტავი? ვი- ღაც უყვარს - იღიმის  ნიკალა სევდია- ნად.  ვშიშობ,  ისევ  ცალმხრივად,  რო- გორც ყოველთვის.  ისევ  ცდილობს ჰა- ერში მიმოფანტული სიყვარულის უამ- რავი ბუშტიდან ერთი მაინც დაიჭიროს, მაგრამ ვაი, რომ ეს ბუშტები მხოლოდ მირაჟია. ალბათ ახლა სასაფლაოზეა და მიცვალებულებს ესაუბრება.

* * *
მეორე დღეს  ისევ  მოდის  ნიკალას- თან და  იმავე მაგიდასთან ჯდება. მისი მზერა ფანჯრის  იქით არის მიპყრობი- ლი. ვინ იცის,  რას უყურებს ახლა. აი, ნიკალაც მოვიდა.
- რას უყურებ, ჰა?
- გესმის?
- ?
- „გაზაფხულის საღამოა მშვიდი ხიდან  ხეზე გადაფრინდა ჩიტი”. ტერენტის მოსწონს ლექსი, ნიკალა-
საც.  რაღაც უხარია, - ფიქრობს კეთი- ლი ნიკალა და მასაც უხარია იმიტომ, რ ომ მისი  მეგობარია  გახარებული, ოღონდ  არ იცის, რატომ? თუმცა ამას რა მნიშვნელობა  აქვს, მთავარი  სიხა- რულია.
- ნიკალ, გიყვარს ოპერა?
- ოპერა? - ნიკალა შეცბა  მოუ- ლოდნელად  დასმული კითხვისგან  - ვერდი, პუჩინი....
- ო,  სწორედ  რომ  ეგენი.  მესამე სართულის იარუსზე თუ მჯდარხარ ჭოგ- რიტით ხელში და გიმზერია სცენისთვის, რომელიც  მერცხლის  ბუდესავით მო- ჩანს?  მე მიმზერია, ახლაც ვხედავ მას. იცი, რა ხდება? „აბესალომ და ეთერია”. საოცრად ლამაზები არიან მსახიობები, ყველაზე  ლამაზი კი  მარეხია.  ამბობენ, სენიორიტა გრანელი სპეციალურად ჩა- მოვიდა  საქართველოში, რომ  ქართუ- ლენოვანი ოპერა შეესრულებინაო. რამ- დენი გრძნობაა ჩადებული მის ხმაში და რამხელა ტრაგიზმს ატარებს ის, ნიკა- ლა. ერთხელაც რომ  გენახა მისი შეს- რულებული მარეხი,  აუცილებლად მო- გინდებოდა მისი  დახატვა. მეგობარო,

ერთ რამეში  გამოგიტყდები, ვიცი,  არ დამცინებ. გუშინ,  აქედან რომ მივდიო-  დი, ქოთნიდან ერთი ვარდი ამოვიღე და პალტოს ჯიბეში ჩავიდე. მერე ოპერაში წავედი  წარმოდგენაზე.  მინდოდა  მის- თვის  მიმერთმია,  მაგრამ ვერ  გავბედე. სპექტაკლი დამთავრებული არ იყო,  ვერ გავუძელი მის ცქერას და შუა წარმოდ- გენიდან  გამოვიქეცი.  მივუყვებოდი  ხე- ივანს და ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემ- ლები. მტკიოდა მისი სიშორე  და ამავ- დროულად ბედნიერი ვიყავი,  რომ  ყო- ველ საღამოს მესამე სართულის იარუ- სიდან ვუმზერდი მას  ჭოგრიტიდან და მიყვარდა ისეთი, როგორიც ყოველ სა- ღამოს იყო, თბილისზე უზომოდ  შეყვა- რებული იტალიელი ქალი.
დადუმდა ტერენტი, დუმდა ნიკალაც.
- შესაბრალისი ხარ, ვით  ყოველი, ვინც  ჰაერში გაფანტული სიყვარულის ფერადი ბუშტების დაჭერას ცდილობს. იმ ბუშტების, რომელიც მხოლოდ მირა- ჟია.
- არ დამძრახო.  მარგარიტაც  მი- რაჟია მაშინ...
ნიკალა დუმს.
- გიყვარდა?
დუმს.
- ახლაც გიყვარს?
სიჩუმეა.
- მუდამ  გეყვარება,  ყოველ  შემ- თხვევაში მანამ, სანამ  თიხის ქოთნებში წითელი ვარდები იქნება.
- დროის უკან დაბრუნება რომ შე- მეძლოს,  კიდევ  ასჯერ მოვფენდი  მისი ფანჯრის წინ ას ვარდს და ასჯერ დავ- ხატავდი მას, - თქვა ნიკალამ.
- შენც მირაჟს დასდევ.
ნიკალამ  მხოლოდ გაიღიმა. ტერენ- ტი ადგა და წავიდა.  ხელს  კი  ქოთანში ჩადებული ვარდი გააყოლა.

* * *
მას  მერე დიდხანს არ გამოჩენილა
„წალენჯიხელად” წოდებული ახალგაზ- რდა პოეტი, ტერენტი კვირკველია ნი- კალას სალონში. დარდობს ნიკალა მე- გობარზე, „ნეტავი შენაო” - ესმის დამ- ცინავი პასუხი. ერთ საღამოს თბილისის ქუჩებს ჩაუყვება ნიკალა, თვალს ახა- რებს ჭრელ აივნებზე გადმომდგარი თბი-  ლისელი ლამაზმანების  ცქერით. საი- დანღაც  მუსიკის  ჰანგები ისმის,  ნიკა- ლაც მის ხმას მიჰყვება.  იქვე შორიახ- ლოს კათოლიკური  ტაძარია, ტაძრის გვერდით რიკულებიანი სახლი. სახლის წინ ქვაფენილი. ქვაფენილზე კაცი  წევს
- თავი მიწაზე აქვს დადებული. სახლში ვიღაც როიალზე უკრავს. ისიც უსმენს. ეს  ტერენტია. წვერი  მოუშვია, ძველი პალტო ალაგ-ალაგ შემოფლეთია, თეთ- რი კაშნე არსად ჩანს.
- წალენჯიხელო! - გაუხარდა ნი- კალას მეგობრის ნახვა.
- ჩუ, მუზებს ნუ მიფრთხობ, - ჩურ- ჩულებს ტერენტი.
ნიკალას ვერ გაუგია,  რომელ მუზებ- ზე ლაპარაკობს ტერენტი.
- აქ რას აკეთებ?
- მუზებს ვდარაჯობ. ხედავ, აქ უამ- რავი მუზა დადის. ისინი ძალიან ლამა-  ზები  არიან, ვინმემ ერთ-ერთი მათგანი რომ მოიტაცოს?
ნიკალას ყველაფერი  კარგად ესმის
- ტერენტის მუზებისაც  და  მუსიკაც, რომელიც  მოულოდნელად შეწყდება. სახლის აივანზე  მშვენიერი  ასული გა- მოდის.
- აი,  ვხედავ მუზას, - ამბობს ნი- კალა და  აივანზე  გადმომდგარ  ღვთაე- ბას მისჩერებია.
- ლამაზია, ხომ? - კითხულობს ტერენტი.
- საოცარი.
- იცი, ჩვენი უკანასკნელი შეხვედ- რის საღამოს უწინდებურად ოპერაში წავედი.  გადავწყვიტე გამებედა და  მი- მერთმია სენიორინა  გრანელისთვის

ვარდი. წარმოდგენის შემდეგ მისი საგ- რიმიოროსკენ  გავემართე და  მის კარ-  თან ავიტუზე.  სქელი  გრიმის ქვეშ და- მალული ადამიანები შედიოდნენ და გა- მოდიოდნენ  ოთახში, მაგრამ ის არ იყო  მათ შორის. უეცრად ერთ ჯუჯას მოვ- კარი თვალი.  ტანსაცმლის გროვას  მი- ათრევდა. მასში მარეხის კაბა ვიცანი და ჯუჯას დავედევნე.  სენიორა გრანელი სად  არის-მეთქი, ვკითხე.  ჯუჯამ დამ- ცინავად ამათვალიერა და მიპასუხა, - ვიღაც გრაფს  გაჰყვა რუსეთში. ამბო- ბენ, გრაფი დაჰპირდა, დიდ თეატრში იმ- ღერებო.  ვიგრძენი, როგორ  შეწყვიტა დედამიწამ ბრუნვა  და დრო გაჩერდა. იმ წამს ოპერის ჯუჯა ბევრად დიდი იყო,  ვიდრე  თვით  სამყარო,  მე  კი  პატარა, ხალხის მასაში დაკარგული ერთი საბ- რალო გრანულა.
გაზაფხულის მშვიდი საღამო იყო -

აჟღურტულებული გულწითელა  ჩიტ ბის  ერთი  ხიდან  მეორეზე  გადაფრენ ჟამი. ის ნელა მიუყვებოდა ქუჩას და ხე ში ვარდი ეკავა. სადღაც „მთვარის ს ნატას” უკრავდნენ, იქით წავიდა და ქვ ფენილზე დაწვა, მიწაზე, რომელზე ა ლობელიც მისთვის იმწამს არავინ იყ
- წალენჯიხელო, - ამოიგმინა  ნ კალამ.
- ტერენტი ვარ, გვარად კი გრან  ლი, მეგობარო, წალენჯიხელი მოკვდ
- იყო  პასუხი.

„მიყვარდა  ერთი, დავტოვე იგიც და შენ მიშველე ახლა, მარიამ. ნელა მივდივარ და ბაღის  იქით, სივრცე თეთრია და მდუმარია.”
ტერენტი გრანელი




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები