ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2018


როგორც მედეა



დღესვე თუ არა, სიყვარულს ხვალ - ზეგ
მედეასავით შევსწირავ საწმისს.


          ჩემივე ლექსიდან


კვლავ სიყვარული მინდა შევაქო,
თუნდაც დამსაჯონ, როგორც მედეა.
თუმც სათანადოდ გულმა ვერ აქო,
ის ისევ მისი მოიმედეა.

ისევ წრფელ გრძნობას უნდა ვუმღერო,
თუნდაც გამკიცხონ, როგორც მედეა.
თუმც მემძიმება ჩემი უღელი,
გულს სიყვარულის ცეცხლი მედება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები