ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პროზა
27 ივნისი, 2018


აბალაკარანანა

- ათელსტაან...

- ვაა ლიკაა... როგორ ხარ?

- საკაიფოდ.

- აქ საიდან გაჩნდი?

- შენ იდიოტური კითხვები ისევ არ მოგიშლია ხომ?

- უკაცრავად.

- კიდე დაათრევ დასტა-დასტა წიგნებს?

- როგორც ვატყობ შენც არ...

- ოქეი ოქეი...

                                                                       

                                                                                          * * *

"ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე რაა მამული"... დილით როცა გავიღვიძებ ყოველთვის მეფირება ჩემდაუნებურად იმაზე თუ რას ვიტყვი ამ დღეს პირველად. ზოგი ღმერთს ახსენებს... ზოგი "მომშორდი დამაძინე", "დავაგვიანე" და ასე რა. მე მაგარი რამე დავამუღამე ამ ბოლოს. გამეღვიძება თუ არა "აბალაკარანანა"-ს წავიღიღინებ და მერე მთელი დღე ბედნიერი ვარ. მოკლედ ტვინს არ წავიღებ ეხლა, ეს ვარ, ის ვარ, ასეთი უნარი მაქ და ერთი ამბავი. არავინაც არ ვარ. ერთი ჩვეულებრივი ადამის მოგვარე გახლავართ. ამ უაზრო არსებების გვერდით მეც მიდგას ბინა და დავათრევ ჩემს ნაბწკელაბრებით სავსე სულს. კაროჩე რა მომბეზრდა... ყველაფერი მომბეზრდა, სწავლაც, კითხვაც, ეს აერთფეროვანებული გარემო. სკოლა, ცეკვა, სახლი, სკოლა, ცეკვა, სახლი. არ გავრეკო მეშინია. მარა რა გავაკეთო? ყველა ასე ცხოვრობს, ყველა როგორმე ნაბიჯს უწყობს ცხოვრებას, რომ არ ჩამორჩეს. ზოგი მაგარი სულაძაღლებულია ისე რაღა დავმალო. თავი მესეა, რომ ჰგონიათ. სადმე რამე გუნდი თუ შეიქმნება და მათი სურვილიდან გამომდინარე, ისე კი მათ, რომ ჰკითხო ხალხის აზრით, თავად პირველობას ამაყად, რომ ირგებენ. სულ მინდა მასეთი ტიპები ერთი მაგრად მივბრეგვო. ან კიდე თუ ბულდოზერივითაა და მასზე პატარებს ჩაგრავს, ფულს სთხოვს, რამეს აწერს და ფეხებზე ჰკიდია. მიდი და ელაპარაკე... რა აზრი აქვს? მასეთებთან საუბარს გრამი შედეგის მოტანა არ უწერია. პროსტა არც უნდა იკადრო რა, მარა გამჭვირვალე ტვინით, რომ დაიბადება კაცი იმის შესაძლებლობები თავიდანვე გაწერილია კაი მოზრდილი შრიფტით. არა ეხლაც ისე გამომდის თითქოს მე ვიყო მაგარი მოზგი ან რამე. პირიქით, ხომ ვახსენე არავინაც არ ვარ მეთქი. მტვრის ნამცეცის ფასი. მაგრამ ასეთი მოსაზრებები მაწუხებს ხოლმე და ცოტა არ იყოს ამ პილპილმოყრილი რეალობის აღწერა პირდაპირი მნიშვნელობით მიხდება.

- ლიკა... ლიკაა... არ გესმის?

- მაინცდამაინც ჰო უნდა გითხრა, რომ ამოღერღო?

- მოვიდნენ.

ჩველებრივი სტრელკა იყო დანიშნული. დიდი არაფერი. ქობულეთში, მესამეს უკან, როგორც ყოველთვის. თუმცა ეს შეხვედრა ცოტა განსხვავდებოდა, რადგან ადრე თუ მხოლოდ დავყვებოდი, ახლა მთავარი ორატორი მე გახლდით. ქალი კი ამათ, რომ უსმინო კუხნაში იციან მხოლოდ. ეს ამბავი დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა.

- დამალე ბიჭო დანა ეეე...

- შენ იმასთან მიდი გაიგე...

- ნუ გაატრაკე რა საქმე.

- მოკეტეთ!

რაოდენობით თანასწორები ვიყავით. ხუთი ხუთზე.

- ამას ვის ვხედავ? ზდაროვა - თავგადაპარსულმა და წელში ორად მოხრილმა ზურამ მოგვესალმასავეთ.

- გაუმარჯოს - ჩემებმაც არ დააყოვნეს პასუხი.

- თქვენ რა... მეკაიფებით? მე ბრატ კაბიანთან ხმას არ ამოვიღებ. ამას ძმაო ჭკუა არ მოეკითხება ტო... დღეს ერთს იტყვის, ხვალ მეორეს. მოკლედ დაიკო დობრად დაგვტოვე რა ჩვენ მივაკვალიანებთ და...

- მომისმინე ვოლტერ... კიდე ერთხელ შეურაცყოფას მიაყენებ ქალებს, რომ ვითომ შენი ვიწყო აზროვნებით ჭკუა არ მოგვეკითხება და ინანებ დამიჯერე. ეგ ერთი მეორე, რადგან დაგვდეთ პატივი და გვეწვიეთ ჩვენც არ დაგვხვდებით ხელცარიელი...

- შენ...

- და მესამე! როცა ვსაუბრობ არ მაწყვეტინებ. ახლა საქმეზე გადავიდეთ ბევრი დრო არ მაქ. უკვე დაახლოებით თვეზე მეტია რაც ეს აბავი ხდება. ჩემი მეზობლის სახლიდან გადის თერთმეტი წლის ბიჭი, ყოველდღე მინიმუმ ორი ლარს მაინც დაატარებს სკოლაში. დედამის რაღაც პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ. მამა არ ჰყავს. იმედია მოწვი, რომ პენსიით გააქვს ოჯახს თავი. ჩემდაუნებურად ვაკვირდები და ის ბავშვი მაღაზიაში ვაფშე არ შედის... გუშინ უკან, როცა ბრუნდებოდა შევამჩნიე ტიროდა. რა გჭირს მეთქი, რომ ვკითხე არ მიპასუხე. მოკლედ ყველაფერი გასაგებია, ალბათ რისი თქმაც მინდა.

- მხოლოდ ამიტომ მომიყვანე აქ?

უნამუსო, რომ დაიბადება კაცი გინდა მეფედ ამყოფე გინდა გლეხად. ორთავეს ერთნაირი ფასი აქვს ამ სამყაროში.

- ბიჭო ვაფშე არ გიტყდება? ან რა ხარ ამისთანა ერთი გამაგებინე?

უცებ იმ გუნდიდან ერთმა დაბალმა, შავგრემანმა ბიჭმა გვერდზე გადააფურთხა და მე მისვამს კითხვას.

- შენ დაიკოო... რა ცხოვრებით ცხოვრობ ერთი აგვიხსენი.

მასთან ახლოს მივედი, ჩემზე ერთი მტკაველით დაბალი იყო. შიგ თვალებში ჩავხედე და ორი რამ წავიკითე იქ. ბიჭს ეშინოდა და თან უნდოდა მაგარი ტიპის სახელი დაეტოვებინა.

შიშს რაც შეეხება ბევრნაირია, როგორც სიყვარული, როგორც ბედნიერება... შიშია როცა გიყვარს და ვერ ეუბნები, შიშია როცა რაღაც რაც ბედნიერს გაგხდის ვერ აკეთებ, ხო მართლა "შიში შეიქმს სიყვარულშო" ესეც ხომ მართალია. მოკლედ ათასნაირი ახსნა აქვს ამ აბავს. მთავარი კი ერთია, შიში ყველაზე გულწრფელი გრძნობაა ამქვეყნად და ყველა სხვა გრძნობისგან ამით განსხვავდება ის. ყველაზე ძლიერია და მყარი. პირდაპირ გონებას უმიზნებს. როგორც კი ეს გრძნობა ჩაირთვება, მაშინვე ეთიშება ყველა სხვა ორგანო სხეულს. საოცარია არა? მაგრამ ყველაზე მეტი უკუჩვენება მას გააჩნია. თუკი სიყვარულის გრძნობას ჰყავხარ შეპყრობილი, ერთს წაიჩხუბ-წამოიჩხუბებ და მაინც მოახერხებ გაღიმებას, დაახლოებით ასეთია გზა ბედნიერების მისაღწევად, მაგრამ შიშით შეპყრობილ სულს, სამარადჟამო ტანჯვა უწერია, მისი სახე ვერასდროს აამოძრავებს გულწრფელად ოცდათორმეტ კუნთს.

ისევ თავისიანმა მოჰკიდა ხელი იმ ბიჭს და გვერდზე გაიყვანა. ილია ერქვა. ჩემი სკოლელი იყო მაგრამ ერთმანეთთან არასდროს გვისაუბრია. გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის არასდროს. უბრალოდ ვიცოდი, რომ ილია ერქვა, ეგ იყო და ეგ. ისე სულ წიგნებს დაატარებდა ზევით-ქვევით. კი მაინტერესებდა, რაღა დავმალო, რას კითხულობდა მაგრამ მასეთი ტიპები უფრო სხვა სამყაროდან არიან, დარწმუნებული ვიყავი არც ავტორი მეცოდინებოდა და არც წიგნის სათაური. თავიდან გამიკვირდა აქ რამ მოიყვანა მეთქი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ან კიდე იმათ გვერდით რაღა უნდოდა.  შემდეგ მე მომიბრუნდა და ხელი გამომიწოდა.

- ილია.

- ლიკა - ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი - ილია ალალად მითხარი... ღმერთის თუ გწამს?

- ღმერთის?

- ხო... ღმერთი არსებობს?

ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თავდახრილა მიპასუხა.

- ცხოვრებაში პირველად ვდებ პირობას და ისიც გოგოს წინაშე...  მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის, მე თვითონ ავანაზღაურებ ბოლო კაპიკამდე ფულს.

- შენ რა დაზადნე ბიჭო?

ამ კითხვაზე საპასუხოდ გაშლილი ხელი ისე მაგრად დაარტყა სახეში ზურას, რომ ძირს დაეცა, მარა გონება არ დაუკარგავს. ასეთი რამეები მხოლოდ ფილმებში ხდება და აჰა ხმაც გაისმა "მატოორ". ცოტა გაკვირვებულები იყვნენ, რადგან ამას მითუმეტეს ილიასგან არ ელოდებოდნენ. ზურამ ფეხზე წამოვარდა და ისე იყო გაცოფებული, რომ გაეგლიჯა მაინც ვერ გაძღებოდა. მკვდარ-ცოცხალს უტრიალებდა. მას ისევ თავისიანები ეფარებოდნენ. ილიას ეშინოდა. მივხვდი, რომ ძალიან ეშინოდა. იცოდა, რაც მოჰყვებოდა ამ ამბავს, მაგრამ მაინც გაარტყა. დამიჯერეთ ნეხვით სავსე ვედროშიც კი შეიძლება ყვავილმა გაიხაროს. ზუსტად ასე იყო ილია იმ ჯგუფში. ზურასთვის დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა გახლდათ ეს ამბავი. ზურას ამბავი დამთავრებული იყო. ასეთ ტიპებს მხოლოდ უბანში პირველობა ადარდებთ და ყველაფერზე არიან წამსვლელები ოღონდ მიზანს მიაღწიონ. სირცხვილის ჩამოსარეცხად კი ერთადერთი გზა რჩებოდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ პალატიდან ექიმი გამოვიდა, ოპერაციამ კარგად ჩაიარაო გვითხრა, კიდე რაღაცები აგვიხსნა თავის ენაზე, ეს ადგილი დაზიანდა, ეს გადარჩა. ზოგი ჭირი მარგებელიაო ილიაზე იყო ნათქვამი, აპენდიციტი აწუხებდა თურმე და იმ დღეს ამოაჭრეს. ისე დიდი საგანგაშოც არ იყო. მარჯვენა მკერდის ქვეშ, სადღაც ბრმანაწლავთან სამ სანტიმეტრიანი ჭრილობა ჰქონდა. ზურას განზრახ სხეულის დაზიანებისთვის მგონი შვიდი წელი მიუსაჯეს და მორჩა.

- ექიმო, შეიძლება პალატაში შევიდე?

- კი, ოღონდ ცოტახნით. პაციენტი არ უნდა გადაიღალოს.

კარი გავაღე და თეთრ ოთახში შევედი სადაც ილია იწვა. საშინლად მეზიზღება საავადმყოფოები. ჯერ წამლების სუნის გამო, პირდაპირ თავში მირტყამს და მერე იმის გამო რაც იქ ხდება. ცოტა არეული ხალხია, მიკვირს რანაირად რისკავენ ასე ექიმები. თავს გადახსნიან ტვინში, რაღაცებს შეუკიტინებენ, მუცელს გაუჭრიან ადამიანებს მერე გაკერავენ და ისინიც ცოცხლდებიან. ანესთეზია ვინც მოიგონა იმის ბრალია ყველაფერი მე ვფიქრობ.  მსმენია ზოგი მთვრალი ან კაიფში აკეთებს ოპერაციასო. მეტი არ მინდა, რამე დამემართოს და მაგათ ვანდო ჩემი სიცოცხლე. თუ აზრზე ვარ ფეხს არ შევდგამ საოპერაციო ოთახში.

- ილია...

- ლიკაა? შენც აქ ხარ?

- ...

- არაფერია ნუ ღელავ, ხვალ კარგად ვიქნები. ზურა დაიჭირეს?

- კი.

- არ მინდოდა ასე გამოსულიყო, ეხლა ჩემგამო ვინიცის რამდენი წელი უნდა იჯდეს ციხეში. ერთხელ ვართ ამ ქვეყნად მოსულები და...

- გაგიჟდი? რაზე ლაპარაკობ? კინაღამ მოგკლა...

- ხო მაგრამ კინაღამ.

- ნუ სულელობ.

- იმ ბიჭს რა ჰქვია?

- ვის?

- ზურა ფულს რომ ართმევდა.

- ააა... ის რა ჰქვია... ჯანდაბა ვერ ვიხსენებ.

- სინაპსის ბოლოში გაეჭედე?

- რაა?

- არაფერი ენის წვერზე გაქ და ვერ იხსენებ მეთქი?

- იოანე... კი იოანე ჰქვია.

- რა ლამაზი სახელია არა?

სამი კვირის შემდეგ.

- ლუკა აბაშიძე

- ვარ მასწ.

- თამუნა ჯორბენაძე

- ვარ მასწავლებელო.

- იოანე... იოანე ისევ არაა... კარგი გავაგრძელოთ.

როცა ზარი დაირეკა ყველამ გარეთ გაიქცა. კლასში მხოლოდ ერთი გოგო და ლამარა მასწავლებელი დარჩა.

- იოანეს დედა ჰყავს ცუდად და ამიტომ ვერ დადის ლამარა მასწავლებელო. ამბობენ რამდენიმე დღე იცოცხლებს, მეტი ვერაო.

- ეს ვინ გითხრა შენ?

- ჩემს მეზობლად ცხოვრობს. გუშინ ისე ცუდად გახდა სასწრაფო გამოიძახეს, შემდეგ დედაჩემმა და ბებიაჩემმა გადავიდნენ. სახლში როცა დაბრუნდნენ შემთხვევით მათი საუბარი მოვისმინე, საავადმყოფოში წაყვანას აზრი არ აქვსო.

სათვალე მოიხსნა და აცრემლიანებულმა ლამარა მასწავლებელმა თვალი აარიდა მოსწავლეს.

- ხომ გადარჩება ლამარა მასწავლებელო იოანეს დედა?

- გადარჩება... აუცილებლად გადარჩება.

მოსაღამოვდა. იოანეს სახლი ადამიანებით აივსო. ოთახიდან ტირილის ხმა გამოდიოდა.

ხუთი დღის შემდეგ სახლი დაცარიელდა. იოანე ბებიამ წაიყვანა, სოფელ ალამბარში. რაც შეეხება ილიას, ილია გამოჯანმრთელდასავეთ. მაგრამ იმ ამბის შემდეგ ცოტა გონება შეერყა. მეც შევიცვალე. აღარ ვიღებ მონაწილეობას ქუჩურ გარჩევებში, ენამწიკობას რაც შეეხება ისევ ისეთი ვარ. ოთარაათ ქვრივის არ იყოს ფხანა ქეციანმა იცისო. ათასში ერთი თუ ვინმეს ტკბილი ენით გავებაასები, ისიც რაღაც ისეთი მიზეზი უნდა იყოს. ნაკლებად მადარდებს ვის ვეყვარები და ვის არა. ჩემთვის მთავარი ოჯახია, ნათესავები და ასე შემდეგ. მაგრამ ცოტა არ იყოს, არც მათ ეპიტნავებოდათ ჩემი ასეთი ცხოვრება. გოგო მაინც გოგო უნდა იყოს, ნაზი თბილი და ბლა ბლა ბლა.

ბირჟაზე ვარ გამოსული. ივნისის ცხელი მზე მოსვენებას არ მაძლევდა. უცებ დავინახე რუსთაველის ქუჩას ერთი ბიჭი მოუყვებოდა ჩანთითა და ხელში წითელი ფერის წიგნით. მგონი სელინჯერი იყო.

- იოანე... იოანე მოიცადე.

- გისმენ.

- ჰოო... როგორ ხარ?

- ...

- არ წახვიდე რა. მე ლიკა ვარ. ვერ მიცანი?

- მერე?

- არაფერი. უბრალოდ მაინტერესებდა...

- რა?

- ვისთან მიდიხარ?

- ილიასთან

- ილიასთან?

- ხო. წიგნი უნდა მივუტანო.

- შეიძლება მეც გამოგყვე?

- რა გინდა ლიკა?

- ილიას ნახვა...

- კაი წამოდი.

- რა წიგნია?

- ნათლია

ყდაზე სელინჯერის "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" - ეწერა. როცა საუბრის გაგრძელება არ სურთ უკუღმა იწყებენ ლაპარაკს. ან პირიქით. მაშინ ყველაზე მეტად უნდათ შენთან ინტელექტუალური საუბარი. რა პარადოქსულობაა...

ილია აივანზე იჯდა, სიგარეტს აფუილებდა და ხელში რაღაც წიგნი ეჭირა.

- ათელსტაან - დაუაძახა იოანემ.

- იოანეე - მე რომ დამინახა ფეხდე წამოდგა და გაკვირვებული ხმით ამბობს - ლიკაა? აქ... ამოდით ამოდით... ჰეე ჰეეე ლიკაა - უკვე სიხარულში გადაეზარდა და ჩვენს მოსაგებებლად სირბილით წამოვიდა.

სახლი რუსთაველის ქუჩაზე ედგა. მარტო ცხოვრობდა. მოკლედ თბილად მორთული გარემო იყო. ზედმეტი სიმდიდრე არ შეინიშნებოდა, თუ ყველა კუთხეში მიყრილ წიგნებსა და სიგარეტებს არ ჩავთვლიდით. მომკალი და მოსაბეზრებელი ტიპი იყო. უაზროდ ლაქლაქებდა. ძალიან თბილი გულის პატრონი მაგრამ ემოციური რა... მიმოფანტული კითვების დასმა იცოდა. მაგალითად როგორ ხარს თუ გეტყოდა პასუხს არ გაცდიდა ისე დაგისვამდა შემდეგ კითვას. ცოტა კი ვინანე რამ მიმიყვანა მეთქი. ეხლა გადამინდა აქ ყოფნა.

- მოკლედ ათელსტანი ხარ თუ ვინც ხარ გავეშურე მე... თენქიუ კაი ბიჭი.

- მიდიხარ? არ წახვიდე რა...

მოვტრიალდი და კარებისკენ ავიღე გეზი. გულში მეცინებოდა. მეცინებოდა იმაზე, რომ თვრამეტი წლის ბიჭი ხუთი წლის ასაკის ბავშვივით იქცეოდა. ერთდროულად ძალიან მაგარიც იყო და მოსაბეზრებელიც. ასეთი ბიჭები ყველაზე გულწრფელები, გულიანები, თბილები, მოსიყვარულეები არიან მაგრამ მოსაწყენები. არ მიყვარს როცა მეფერებიან და მეალერსებიან ყოველთვის, ყოველთვის რომ ზრუნავენ ჩემზე. მაგრამ ილიასნაირი ბიჭები მხოლოდ გოგონების ოცნებებში დაეხეტებიან და ვერასდროს მიაღწვენ მიზანს, ყველა თვისება ჰქონდა ლამაზი ოჯახის შესაქმნელად მაგრამ არა შესანარჩუნებლად. თავის სტიქიაში დაეხეტებოდა, თავისი გაფერადებული სამყარო ჰქონდა რომელიც არ ჰგავდა სხვას. მივდივარ და ვფიქრობ: "დადგება დრო და ჩემო ილუშა შენც დაგატყდება თავს სიყვარულის კარაბადინი, ოღონდ ახლა არა... ჯერ უნდა გაიზარდო".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები