ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
16 ივნისი, 2018


სპინერი

მაგარი ბედი მაქვს...სულ უცნაურ სცენებს წავაწყდები ხოლმე ....
ვაგზალზე ვარ, ბაზრობის ქვედა შესასვლელთან და ვფიქრობ, რამე ხომ არ დამავიწყდა, აქვე ვარ და თუ რამე
გამახსენდება ისევ შევალ...ვიყიდი
ვარ ასე ჩაფიქრებული,  ხმაური მესმის, ვტრიალდები, გოგო და ბიჭი კამათობენ, ბიჭი წამოწითლებულია, გოგოს რაღაცას უმტკიცებს, გოგო კი უკუაგდებს ყველა მის სიტყვას და ...უბედური ბიჭი ისევ თავიდან იწყებს...
თან ვფიქრობ , თან მათ ვუსმენ...არ მინდა ვუსმინო, მაგრამ ისინი ხმას უწევენ ნელ-ნელა....
ბოლოს ბიჭი ისე წითლდება სიბრაზისაგან რომ პომიდორს ემსგავსება, ჩუმდება, თვალებს ზემოთ აღაპყრობს .მე ვხვდები რომ ის ახლა უფალს სთხოვს დახმარებას ..იდიოტი! განა თავად უფალმა არ შემოგვაჩეჩა ქალი????
...მერე უცებ სახე უწყნარდება, იღიმება კიდეც და ამბობს
---აუუუ შე ჩემა, შენთან საუბარს სპინერის ტრიალი თუ არ მერჩივნოს.....----ტრიალდება და მიდის.
გოგონა შვებით ამოისუნთქებს..თმას ისწორებს და ისიც ტრიალდება...ამ დროს მე მის სახეს ვხედავ და ..ღმერთო ჩემო!...რას გავს....!!!!!!!!
სპინერი მას ნამდვილად სჯობია. ოღონდ კარგი სპინერი...

.
რა მშვენიერი იდეააა!..სპინერი! ახლა შევალ და ვიყიდი.... ზოგიერთებთან აქ საუბარს მართლაც სპინერის ტრიალი თუ არ მერჩივნოს..........

P.S.  (ზოგიერთები თქო....დიახ, წარსულშიც იყვნენ და ახლაც არიან, მომავალშიც იქნებიან ...)



ს.ნ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს