ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2018


თორმეტ არაფერს

მინდა - არ მინდა, და რაც მინდა ისიც არ მინდა;
თუ სამყაროში ყველაფერი ნოლის ტოლია...
სადაც არსობა შეიმეცნებს ბევრს და არაფერს,
არაფერიდან ავიღებდი არაფერისას!

ცაა ცისფერი, მოლურჯო და ზოგჯერ თეთრიც კი...
ანარეკლები მექმნებიან ათას ფერებად,
როცა მას ვუცქერ არ მაღელვებს მისი ფერები,
ისე როგორაც, შენგან მისი ბაცად შეღებვა...

არაფერია ახალი და ძველიც არ არის...
განა ვინ ჩაწვდა სამყაროში სიღრმის ცათამბჯენს?
ერთი სიცოცხლე რას გვეყოფა თუ ნოლის მსგავსად,
გაუტოლებ და წინ გაიძღვნი როგორც არაფერს?!

მინდა- არ მინდა, და რაც მინდა ისიც არ მინდა;
სადაც არსობა შეიმეცნებს ბევრს და არაფერს,
არაფერიდან ავიღებდი არაფერისას
და შენ ერთადერთს მოგახვევდი თორმეტ არაფერს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები