ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2018


....იი მაინც რამ მათქმია?...

მელიტონი გაბოს იმ მიზეზით არ ელაპარაკებოდა, რაც ხშირად არც კი არის ყურადღებმისაქცევი, მაგრამ მოხუცი რის მოხუცია წყენას ცოტათი მაინც რომ  არ გადააჭარბოს? თურმე გაბოს ზაბოჟნიკ მელიტონზე უთქვამს - მაგან არ იცის ტუფლების შეფაჩინკებაო.  ეს ამბავი მელიტონს მიუტანეს და მას შემდეგ აგერ თითქმის 10 წელი გავიდა, მელიტონი ისევ აფაჩინკებს ტუფლებს, მაგრამ გაბოს ხმას არ სცემს. თუ რაიმე ჭირის ან ლხინის სუფრა იგეგმებოდა წინადაწინ იკითხავდა მელიტონი იქნებოდა თუ არ იქნებოდა ამ სუფრაზე გაბო და სათანადოდ ამ სუფრას ან ესწრებოდა  ან არა . ერთ დღეს მელიტონი შეუძლოდ გახდა. იწვა ასე ერთთვემდე. ეს ამბავი რომ გაბომ გაიგო მელიტონის ჭიშკარს  მიადგა და ქიონიას, მელიტონის მეუღლის პირით შეუთვალა ნახვა მინდა შენიო, ბოდიშის მოსახდელათ მუედიო, მაგრამ - არ ჩუუვა ფეხიო - მიუტანა ქიონიამ გაბოს ქმრისდანაბარები. ჭიშკართანმდგომმა გაბომ რაღაცნაირად ნაღვლიანად გახედა პირველ სართულზე  იმ ოთახს მელიტონი რომ იწვა, დიდხანს უცქირა და უსიტყვოდ გაბრუნდა უკან სახლისკენ. ასე ორი-სამი ნაბიჯი კი გადადგა და შეჩერდა, თავი მელიტონის სახლისკენ მიაბრუნა და ხმამაღლა გასძახა: 
- მელიტონ, ბიჯო, არ მიფიქრია შენი წყეინება და ბოდიშს გიხთი! თუ მოვკტი სამძიმარზე მაინც მოი, ბიჯო! 
- არსათაც არ მუალ!  -  იყო პასუხი,  თავისთვის კი  ჩაილაპარაკა: 
- მოკტები არა იი კიდო! შენ რა მოკკლავს?!
- დასულ არა, მელიტონ?   
- არა! 
ცოტა ხანს უხმოდ იდგა გაბო, მერე მიტრიალდა და წავიდა... წავიდა გაბო მელიტონისგან  მიუტევებელი ... მეორე დილით წავიდა...
მელიტონმა რომ ეს ამბავი შეიტყო ისე ინერვიულა  რომ წნევისდამწევებმა ვერ გამოიღო შედეგი, მაგრამ სამძიმრებზეც მივიდა, პანაშვიდებზეც და გასვენებაშიც. აი, ქელეხის სუფრას არ დასწრებია. სახლში გააწყობინა ქიონიას სუფრა და რამდენიმე მეზობელს დაუძაღა. ტიროდა მელიტონი. როგორც პატარა ბავშვი ისე ტიროდა. ამშვიდებდნენ სტუმრადმისულები, მაგრამ... იმ საღამოს, დაწოლის წინ ქიონიასთვის ასე უთქვამს: - მე რაის კაცი ვარ? კაცი რომ ვყოფილიყავი ასე მევქცეოდიო, ასე ვატკენდი გულს გაბოსო? .... იი მინც რამ მათქმია? არ ვარ მე სასიცოცხლოვო!
- რაი, მელიტონ? - ჰკითხა შეწუხებულმა ქიონიამ 
- არ მუალ გასვენებაში მეთქინ რომ უთხარი.........
- გულიჩქა, გეიგე წუხელის მელიტონი რომ მომკტარა? - გადასძახა გოგოლამ მეზობელს 
- რას ჩივი, ქალო?! რა მუუვიდა? 
- წნევას დუურტყამს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები