4. ლამაზი თარგმანია, იმის მიუხედევად, რომ ყველასთვის ცნობილი თარგმანი ყურში ძალიან არის გამჯდარი. ლამაზი თარგმანია, იმის მიუხედევად, რომ ყველასთვის ცნობილი თარგმანი ყურში ძალიან არის გამჯდარი.
3. უილიამ შექსპირი 66-ე სონეტი (სამუშაო ვერსია სამ-სამი ვარიანტით)
1. გადავიღალე და ყველაფერს სიკვდილი მიჯობს, რადგან ღირსება ხელგაწვდილი დადის ლტოლვილი, რათა სიცრუემ სამართალი დაამახინჯოს და არაფრობამ დაიმშვენოს ოქროქსოვილი.
2. გადავიღალე და ყველაფერს სიკვდილი მიჯობს, ღირსეულსა და უღირსს შორის გაქრა სხვაობა, რათა სიცრუემ სამართალი დაამახინჯოს და ხავერედები დაიმშვენოს არარაობამ.
3. გადავიღალე და ყველაფერს სიკვდილი მიჯობს, რადგან ღირსება სამათხოვროდ დგას ხელგაწვდილი, რათა სიცრუემ სამართალი დაამახინჯოს და არაფრობამ დაიმშვენოს ფარჩა ნამდვილი.
სრულყოფილება ელოდება უხეშ განაჩენს, ქალწულებაზე გარყვნილების არის ზეობა, პატიოსნება სამარცხვინო ბოძზე გააკრეს და უხამსობამ ჩაანაცვლა ახლა ზნეობა.
პირმოთნეები პირუთვნელად, ურცხვად აქებენ, სიბრძნე და ბრძენნი სულელებს და ბრიყვებს მონებენ, ჭეშმარიტებას უსამართლოდ ამათრახებენ, ხოლო მუზები უნიჭოებს შთააგონებენ.
1. რადგან სამყაროს წართმევია ფერი და ღონე, სიკვდილი მინდა, მაგრამ სატრფოს ვერ დავაღონებ.
2. რა დამრჩა მეტი?! ამ სოფლიდან გაქცევას ველტვი, მაგრამ ვის ვანდო, მეგობარო, შენი სვე-ბედი?!
3. იმედდაკარგულს ამ სოფლიდან გასვლა მენება მაგრამ ვის ვანდო, მეგობარო, შენი მშვენება.
დიდი მადლობა კომენტარების ავტორებს. უილიამ შექსპირი 66-ე სონეტი (სამუშაო ვერსია სამ-სამი ვარიანტით)

დიდი მადლობა კომენტარების ავტორებს.
2. ყველამ ვიცით ამ მშვენიერი სონეტის არაჩვეულებრივი თარგმანები და არ მეგონა კიდევ ერთი თუ მომეწონებოდა. ვფიქრობ ძალიან კარგი ნამუშევარია ყველამ ვიცით ამ მშვენიერი სონეტის არაჩვეულებრივი თარგმანები და არ მეგონა კიდევ ერთი თუ მომეწონებოდა. ვფიქრობ ძალიან კარგი ნამუშევარია
1. ულამაზესი თარგმანია. თითქოს ქართულად იყოს შექმნილი. ულამაზესი თარგმანია. თითქოს ქართულად იყოს შექმნილი.
|