ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2018


უწინდებურად

ახლა უწინდელ  საკუთარ თავს ვერც შევედრები,
შენმა თვალებმა ჩამომგლიჯეს ტკივილის ფარდა,
უცებ სიცოცხლემ ამოხეთქა გულის კედლები,
შავი კლდეების ნაკაწრების ყვავილთა მსგავსად.

არსებობისთვის ეცოტავა მერე სხეული,
მიმოიფანტა სამყაროში სპექტრის ფერებად,
ხარ მზის სხივებით დამარცვლილი ის ბროწეული,
გარეთ ატლასს და შიგნით ათასს, რომ ეფერება.

ნაზამთრალ მიწამ შეიხორცა ზეცის იარა,
აპრილის მსგავსად, მკერდის ღრუში გამეფდა სითბო
და მთის მწვერვალებს, მოკძალებით ის მზე კი არა,
ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ჩაეცვა თითქოს.

დღემ ჰორიზონტთან გადამალა ღამის მარხილი,
შორს ჭადრის ხეზე მოწიწებით გალობს ბეღურა,
შენს ფანჯარასთან ჩავიარე მე ფრთებგაშლილი,
და სიყვარული გამემიჯნა, უწინდებურად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები