ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2018


გვიან მომავალში

როდესაც ჩემი სული მოაწყობს სხეულის დაკრძალვას;
შენი მარხული დღეები ნუ დაგაღონებენ; რადგან მე ყოველთვის მწამდა ერთარსობისა!
ჩემს უკბილო ღიმილს დააკვირდი რომ ნაოჭებმა ყოველი წლის ერთგულება შეგახსენოს!
თვალებსაც თუ გამისწორებ;
სადმე იქნება სულის საკმეველი და მიკმიე;
რადგან მე ყოველთვის მჯეროდა ერთარსობისა!
რომ სადღაც შოროახლოს,
ვიღაცა მოკრძალებით იღვენთებოდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები