| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 20 ივნისი, 2018 |
კაკლის ხის ჩრდილში მჯდომი ისეთი რიტმითა და ჟინით ურტყამდა დოლს თავის გალეულ-დანაოჭებულ ხელებს, რომ თუ არ აცეკვდებოდით ცეკვის სურვილი მაინც გაგიჩნდებოდათ. - კოლაა! ....კოლა, კალააუ! - მოისმა გალავნისიქიდან. - ჰო, რა იყო?! - გამოეპასუხა ოთხმოცდარვა წლის კოლა პაპა. - დაღამდა, კოლა, გვიანია, გვეძინება! - ძალიან გვიანია? - ჰო, მა რა? დაიძინე შენცა! - ჰოუ, კარგი, კარგი! - და თავისთვის: - ეჰ, ,, დაიძინე,, კარგი სათქმელია... მეძინება, რო? ძილს იქაც მოვასწრებ! რა დროს ძილია ხალხო? რას გაძლევთ ე მაგ ძილი? დილაადრიან ვენახში გასვლა ჯერ არა გჭირდებათ, სხვა საქმე თქვენ არა გაქვთ და სულმუდამ ,,ძილს,, გაიძახით! ,,გვიაანიაო,,! ღამის ცას მაინც გახედეთ, იქნებ ლექსი დაგაწერინოთ... ნეტა ცაზე მთვარე ანათებს? ახალი უნდა იყოს! ლამაზია ახალი მთვარე, იმედისმომცემია... წავალ, იქნებ დამეძინოს. კაკლის ხეზე მიდებული თხილის ჯოხი ხელისფათურით მოძებნა, წინ გაიშვირა და იქით-აქეთ აამოძრავა ფრთხილად, მოკლე ნაბიჯებით გასწია სახლისკენ. - ,,დაღამდაო,,! რა? ცუდად ვურტყამ ჩემს დოლზე თუ რა? არაფერი თქვენ მუსიკისა არ გაგეგებათ! ჰო, კი, კარგადა მღერით. მაგრამა, აი დოლისა არეფერი გაგეგებათ! დოლი სულ სხვაა! დოლი რიტმია, ჟინია, დოლი ნადირობაა, დოლი ჩვენი შორი წარსულია! დოლში სულ სხვა სიყვარულია, ვნებიანი! მსუბუქად საყვედურობდა მეზობლებს მოხუცი მედოლე, რომლისთვისაც სულმუდამ ბნელოდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მომეწონა, რაღაცნაირია, ემოციური, გულთან ახლოს მისატანი. ეს ამბავიც გამახსენდა, სოფელში ვიყავი სტუმრად,დილაადრიანად როცა მაგრად ვიყავი ჩაძინებული, მეზობლის 12 წლის ბიჭი, დოლზე ისე უკრავდა,ძილ-ბურანშიც კი რაღავნაირად მსიამოვნებდა , არც ვბრაზობდი, მასპინძელს ვკთხე - ხო ასეა ,გააწყალა გული ამ ბიჭმა ასე იცის დილაუთენია გადის თავის ეზოს ბოლოში და დოლს უკრავსო, .- ვინ იცის პატარა ბიჭი ამდროს რა განწყობით , სიყვარულით და ოცნებით უკრავდა ... დაე, ყველას, დიდსა და პატარას აუსრულდეს ჩანაფიქრი. მომეწონა, რაღაცნაირია, ემოციური, გულთან ახლოს მისატანი. ეს ამბავიც გამახსენდა, სოფელში ვიყავი სტუმრად,დილაადრიანად როცა მაგრად ვიყავი ჩაძინებული, მეზობლის 12 წლის ბიჭი, დოლზე ისე უკრავდა,ძილ-ბურანშიც კი რაღავნაირად მსიამოვნებდა , არც ვბრაზობდი, მასპინძელს ვკთხე - ხო ასეა ,გააწყალა გული ამ ბიჭმა ასე იცის დილაუთენია გადის თავის ეზოს ბოლოში და დოლს უკრავსო, .- ვინ იცის პატარა ბიჭი ამდროს რა განწყობით , სიყვარულით და ოცნებით უკრავდა ... დაე, ყველას, დიდსა და პატარას აუსრულდეს ჩანაფიქრი.
1. ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა მედოლე კოლას უსინათლობის ამბის ჩვენამდე მოტანა
მით უმეტეს ბეთ ავენს შესანიშნავად შეეძლო ეს
იყოს აქ 4 ქულა ამასწინანდელი დრამატურგიის ხათრით :) ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა მედოლე კოლას უსინათლობის ამბის ჩვენამდე მოტანა
მით უმეტეს ბეთ ავენს შესანიშნავად შეეძლო ეს
იყოს აქ 4 ქულა ამასწინანდელი დრამატურგიის ხათრით :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|