 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2018 |
„დუმდე, ინანა, სრულდება წესი...“ ************************************************ დუმდე, ინანა... უნდა დუმდე, სრულდება წესი... და განძარცვული უნდა წარსდგე წინაშე ღმერთთა... რა გზაღა დაგრჩა, მხოლოდ ამას გიმზადებს ბედი: უნდა დადუმდე, და შიშველმა ატარო სევდა, რომელიც მუდამ შენი იყო, რომელიც გამხელს, არ იყავი და სევდიანი დაგქონდა სული... ჩუმად, ინანა, დაიდუმე მარწყვივით ბაგე, გამოიტირე ქვესკნელს მყოფი შენი მიჯნური... სრულდება წესი, უნდა დუმდე, დუმდე, ინანა, შენა ხარ ყანა მოუმკელი, თავთავი - მწიფე... სანამ სატრფოსთან განშორება ბოლოს მოგიღებს, მოვა გილგამეშ, სხეულიდან მზეებს დაგიკრეფს, რომ ვნებებისგან გაგაშიშვლოს, რომ შიშვლად დარჩე, რომ განძარცვულმა აღასრულო წესი, ინანა, მალე, ჰო, მალე ჩამოდგება, ინანა, ღამე, სატრფო მონახე, მოასწარი, სანამ ინათა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რა კარგია. ძალიან. რა კარგია. ძალიან.
7. ხასიათი მეწვის, ეტყობა მართლა გეწვის :D ხასიათი მეწვის, ეტყობა მართლა გეწვის :D
6. დუმუზისიმო :დ დუმუზისიმო :დ
4. მალე, ჰო, მალე ჩამოდგება, ინანა, ღამე, სატრფო მონახე, მოასწარი, სანამ ინათა!
ჰო, ასეა
“და განძარცვული უნდა წარსდგე წინაშე ღმერთთა...“ ეჰ, სადაა ღმერთი თორემ ასე არ უნდა იყოს მოწყობილი ცხოვრება
მოკითხვა საიტის ერთგულ ნია-კოს :) მალე, ჰო, მალე ჩამოდგება, ინანა, ღამე, სატრფო მონახე, მოასწარი, სანამ ინათა!
ჰო, ასეა
“და განძარცვული უნდა წარსდგე წინაშე ღმერთთა...“ ეჰ, სადაა ღმერთი თორემ ასე არ უნდა იყოს მოწყობილი ცხოვრება
მოკითხვა საიტის ერთგულ ნია-კოს :)
3. განსყობისეული. განსყობისეული.
2. ძალიან მომეწონა, ორჯერ წავიკითხე ძალიან მომეწონა, ორჯერ წავიკითხე
1. რა სილამაზე რამეა <3 რა სილამაზე რამეა <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|