ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2018


* * *

დავდივარ, ვეძებ თავაუღებლად
სადღაც დაკარგულ უბრალოებას.
ცა ამოლესეს შავმა ღრუბლებმა
და მზის გარეშე უკვალო ძებნას

აზრს უნარჩუნებს მხოლოდ იმედი,
მაგრამ ჩვენს დროში იმედზე წერას
თუკი გაბედავ, ან დაგცინებენ
ან გაგკლანჭავენ, როგორც თაგვს - ძერა.

რა ვქნა?! - თან მინდა დროს ავედევნო
და გავერიო მის მარაქაში.
ვისიამტკბილო მეც, კი არ ვევნო,
დავდგე სიოში და არა ქარში.

მაგრამ ვიცი, რომ ეგ დროც, წრიული,
მოკვდება, რადგან მატერიაა!
რადგან არ არის მარადიული,
ისიც ნაცარი და მტვერია... და...

ასეა, თურმე, რაც უფრო ბნელა,
მით უფრო მეტად ცოცხლობს იმედი.
ამასობაში, მეც, ნელა-ნელა,
დასასრულისკენ ლექსის მივედი, -

სადაც დაკრაგულ უბრალოებას
ვაგნებ, ურყევი იმედის ფასად

მზის სხივმა ღრიჭო გამოუძებნა
შავი ღრუბლებით შელესილ ფასადს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები