ანათებს ოთახს მცირეოდენ, ზეცის ნათურა, მუქი ჩრდილები მიუყვებიან კედლის ფერდობებს, მე უარყოფის მწარე შიშმა გამაბითურა და გავეცალე საკუთარ თავს, ოჯახს, მეგობრებს.
სინდისის მიღმა გამოვძებნე ნავსაყუდელი და შემოვისხი მარტოობის ანაფორები, მხრებზე შედგმული სიყვარულის ცალმხრივ უღელით, ეს ტკივილები ღრუბლებივით იცვლიან ფორმებს.
იყო დრო როცა ჩემი გულის სიგიჟეს ვენდე, მერე სიყვარულს მზის სხივებით ლექსებად ვწერდი და კვირტებივით, რომ ვიზრდიდი სულში იმედებს, თურმე შორიდან დასაცინად მამზადებს ბედი.
ვხედავ მთის წვერზე ძველებურად მთვარე ჩამოდის, ხვდება რაფაზე შემოდგომას მტკიცედ ვაპირებ, რადგანაც ყელში ამოვიდა, რომ ღამღამობით, ლოცვების ნაცვლად სინანული დავიზეპირე.
შენ შეგთხოვ ღმერთო ეს შეცდომაც რომ მაპატიო გონდაბინდულს და რწმენით მაინც შენთან დარჩენილს. ვაღებ სარკმლებს და მეფიქრება იმ გალაკტიონს, რომ სიკვდილის წინ თუ წამოცდა მერის სახელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გაიხარეთ მეგობრებო...
გულიანა რთული აღმოჩნდა სამყაროსთვის უღელის შებმა... :) :) გაიხარეთ მეგობრებო...
გულიანა რთული აღმოჩნდა სამყაროსთვის უღელის შებმა... :) :)
3. "რამაც მოგკლას,იმან უნდა გადაგარჩინოსო"
ჩართე აი მოქმედებაში და ჩამოდი რაფიდან შე კაი ადამიანო. უღელი შენ უნდა შეაბა სამყაროს და რა გესიკვდილება ??
++
"რამაც მოგკლას,იმან უნდა გადაგარჩინოსო"
ჩართე აი მოქმედებაში და ჩამოდი რაფიდან შე კაი ადამიანო. უღელი შენ უნდა შეაბა სამყაროს და რა გესიკვდილება ??
++
2. რაფაზე შემოდგომა ცუდია, ლექსი კარგია
4 ქულა
ბოლო სტროფი ცოტა სუსტი იყო ჩემი აზრით რაფაზე შემოდგომა ცუდია, ლექსი კარგია
4 ქულა
ბოლო სტროფი ცოტა სუსტი იყო ჩემი აზრით
|
|
მონაცემები არ არის |
|
|