ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2018


***

ფეხის თითებით ეხები მიწას,
(გინდა რომ მიწვდე)
შენს ზემოთ, თითქმის თმებთან ახლოს, ბეღურებმა გადაიფრინეს,
იქვე ბილიკი, ბედნიერმა შველმა გაკვეთა
და მონადირემ, ის მეორე თვალიც დახუჭა,
ფოთლები მთელი სიძლიერით ეჭიდებიან,
ტოტს, რომლიდანაც ფეხის თითებით ეხები მიწას,
მგლების ყმუილი ჯერ არ არის, 
იცი, რომ მალე, ტოტებს შორის, გაჩხერილი მოთეთრო მთვარეც მოგენატრება,
ფეხის თითებით ეხები მიწას,
და ახლა უფრო მეტად გინდა ტოტი ჩამოტყდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს