ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნარგიზი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2018


. . . . გენიალობა

უცხოდ შემკული შენი სიტყვები ეფინა ყველგან
კრისტალური თუ მაქმანური იდუმალებით
ცაზე გაზაფხულს შეასკდა ელვა
გული თბებოდა შენსმიერი ლექსის ალებით.

ირმები სადღაც... შენ კი ქალური ეშხით მოირხეოდი.
ვარდისფერ ვარდმა, კოფთათ გმოსა თავის პერანგი.
ყელთ მარგალიტი – ოკეანის ტალღებს გფერავდა.
პატივისცემით გიღიმოდა ხე, თუნდაც ლოდი.
მხატვრის ფუმატო გორთქლავდა კლასიკურ რანგში

წინ იდო გზები უსასრულო....
ოცნების უფლისწულო! ქალწულ ქალს, იქნებ გზაზე შემოხვედროდი
გიშრის დალალებს იწნავდი თბილად ღმერთის ასული
მოკირწყლულ იყო გზები, იღიმოდნენ კოხტა ოდები

ქვეყნიერების იდუმალებას ეძინა ჩვენში
მზისდარად სკდება და ფეთქდება ნიჭი ქართული
წიგნიდან იცნობთ ამ ქალწულ ქალს მეტადრე ერში
სველ სიტყვებივით ყვავილებზე ნამებო შეშრით.

გამოგვაფხიზლეთ თქვენ შაშვებო შეგვახსენეთ ჩვენი რაობა.
გვარწევს პლანეტა დედამიწა და გვამაღლებს მგოსნის გალობა.
სიცოცხლის ძალა არ მოგვკლებოდეს სიტყვით ნაომარს
ო, ნანა, ნანა, შენი ლექსები ფათქუნობენ გენიალობად.
                              11.03.18 „ნარგიზი“ ქუთაისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები