ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ივნისი, 2018


***

იქ სადაც ლოდებს ისვრიან,
კენჭსაც კი ვერსად იპოვნი!
სადაც კენჭების წვიმაა,
ყველგან ლოდების მთებია!

***
შურდულით ესვრი მგალობელს,
კენჭი მას ხვდება ხმაშიო.
დამუნჯებული სამყარო
პატრონს ჩააკვდა ხელშიო!

***
ნეტა იმ დროს სამართალი პურს, რომ ჭამდა... დღეს კი დადგა დრო ისეთი, კითხვა ისმის: ოდეს იყო სამართალი პურს, რომ ჭამდა?

***
დღეს დრო დადგა უფლის განსჯის -
არც კი ახსოვთ თიხა, წყალი;
ფხვიერია კაცი, ქალი!

***
რთულია სხვისი ცხოვრების სიღრმესა და წიაღში ფესვის როლს ასრულებდე!

გიგო რიონელი
23 მაისი 2018 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები